ახალი წელი და ალკოჰოლი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ახალი წელი და ალკოჰოლი

და ხალისით ხვდებიან მას. ახალი წელი ამავდროულად თავისებური დღესასწაულიცაა, რომლის შესახვედრად და ლამაზად აღსანიშნავად უამრავ სამშვენისსა და სხვადასხვა სახის საზეიმო ნივთებს იყენებენ; ამზადებენ და მიირთმევენ სადღესასწაულო, ტრადიციულ კერძებსა და სასმელებს. ზომიერების გრძნობა ადამიანმა ნებისმიერ სიტუაციაში უნდა შეინარჩუნოს, მათ შორის დღესასწაულის დროსაც. საკვებისა და სასმლის მიღებისას ზომიერება გვმართებს ყველას, რათა საახალწლო სუფრასთან ან მეჯლისზე ყოფნისას მიღებული სიამოვნება და სიხარული ხანმოკლე არ აღმოჩნდეს. ჩვენი ჯანმრთელობა და სიცოცხლე საფრთხეში არ ჩავაგდოთ.

სადღესასწაულო სუფრა, საჭმელ-სასმელი და ზომიერება

ახალი წლის ღამეს სასიამოვნოა სტუმრების მიღება და გამასპინძლება. საქართველოში, როგორც წესი, საღამოდან მოყოლებული დილამდე სუფრას უსხედან ადამიანები. ჯერ ძველ წელს აცილებენ, შემდეგ ახალ წელს ხვდებიან ტრადიციული სადღეგრძელოებით, საათების განმავლობაში გრძელდება სხვადასხვაგვარი საკვების, სასმლის, ტკბილეულის მირთმევა... მათ ერთმანეთში არევას ხშირად არასასიამოვნო შედეგებამდე მივყავართ. ბევრი ადამიანი სადღესასწაულო კერძებისა და სასმელების გადაჭარბებული მიღების გამო ახალ წელს საავადმყოფოშიც კი ხვდება.

ახალი წელი და სასმელები

ახალი წლის დღესასწაული და საზეიმო სუფრა წარმოუდგენელია შამპანურის და სისხლივით წითელი ღვინის, კონიაკის თუ საზეიმო ლიქიორების გარეშე. ბოლო დროს კი სუფრას ბევრი უცხო თუ ეგზოტიკური სასმელიც შეემატა. საახალწლო დღესასწაული რომ დიდ უსიამოვნებად არ გექცეთ, დაიცავით ზომიერება. მიირთვით მხოლოდ სუფთა ღვინო, რა თქმა უნდა, ნატურალური. ნუ აურევთ ერთმანეთში სხვადასხვა სასმელს, ნურც უალკოჰოლო სასმელებს აურევთ სხვა სასმელში. ამან შეიძლება ალკოჰოლური ინტოქსიკაცია გამოიწვიოს. მოკლედ,

  • დაიცავით ზომიერება საკვებისა და სასმლის მიღებაში;
  • დაიცავით უსაფრთხოების წესები;
  • უყურადღებოდ არ დატოვოთ ბავშვები, მათაც იციან სასმელზე მიპარვა.

თუ ყურადღებას არ მოადუნებთ, ახალი წელიც ორმაგად სასიამოვნო იქნება როგორც თქვენთვის, ასევე თქვენ გარშემო მყოფთათვისაც...

როგორ ავიცილოთ თავიდან ნაბახუსევი

ახალი წლის დღესასწაულის შემდეგ, მეორე-მესამე დღეს ბევრს აქვს ნაბახუსევის პრობლემა. მის თავიდან ასაცილებლად:

  • სადღესასწაულო წვეულების შემდეგ, დასაძინებლად დაწოლამდე, დალიეთ რამდენიმე ჭიქა წყალი. სითხის მიღება რამდენადმე შეგიმცირებთ მოსალოდნელ ტანჯვას;
  • გაღვიძებისთანავე, თუ გული ან მაღალი წნევა არ შეგაწუხებთ, შეგიძლიათ მიიღოთ თბილი შხაპი (და არა ცხელი);
  • შემდეგ კი კომბოსტოს, კიტრის ან პამიდვრის მწნილი მიირთვით და მათი მჟავე წვენიც დალიეთ.
  • თავის ტკივილის შემთხვევაში მიიღეთ მსუბუქი ტკივილგამაყუჩებელი და არამც და არამც საძილე საშუალებები.

ნუ იჩქარებთ არყის ან ლუდის დალევას, იქნებ ზემოთ შემოთავაზებულმა საშუალებებმა გამოგიყვანოთ მდგომარეობიდან.

ნუ ვუღალატებთ ტრადიციებს

ამბობენ, ახალ წელს როგორც შეხვდები, მთელ წელიწადს ისე გაატარებო. ამიტომაც არის, რომ საახალწლო სამზადისი წინასწარ იწყება, წინასწარ იქმნება საზეიმო განწყობა, ამიტომაც გამოირჩევა საახალწლო სუფრა განსაკუთრებული მრავალფეროვნებით, სიუხვით, ელფერით. ჩვენ ვცდილობთ ტრადიციებს არ ვუღალატოთ და რაც შეიძლება ლამაზად შევხვდეთ ახალ წელს. შეიძლება, საახალწლო სუფრა მაინცდამაინც მძიმედ დახუნძლული არ იყოს, მაგრამ მთავარი ეს არ არის, მთავარია საზეიმო განწყობა, რომელიც ამ მშვენიერ დღესასწაულს აუცილებლად უნდა ახლდეს თან. ორიოდე ტრადიციული საახალწლო კერძი, გემოვნებით გაწყობილი სუფრა და სასურველი ადამიანები მის გარშემო, ნატურალური სასმელი სრულიად საკმარისია საახალწლო განწყობილებისათვის. უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ აუცილებელია ზომიერების დაცვა და საახალწლო სიამოვნებაც მთელი წლის განმავლობაში გაგვყვება.