როგორ მოვუაროთ თავს ზამთარში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ მოვუაროთ თავს ზამთარში

  •  ასევე გასათვალისწინებელია, რომ სიცივის ზემოქმედებით თქვენი კანის თავისებურებები შეიძლება რამდენადმე შეიცვალოს. ზოგჯერ ცხიმიანი და მშრალი კანი უფრო მეტად მგრძნობიარე ხდება. ასე რომ, წელიწადის ცივ სეზონზე განსხვავებული კოსმეტიკა დაგჭირდებათ.
  • გაწმენდის პროცედურის შემდეგ, შინიდან გასვლამდე დაახლოებით ნახევარი საათით ადრე, კანზე დამატენიანებელი კრემი უნდა წაისვათ. სასურველია, ისეთი, რომლის შემადგენლობაში ლიპიდების აღმდგენი ნივთიერებები შედის. მაგალითად, რაფსის ზეთი, გლიცერინი. ეს ნივთიერებები კანის ზედაპირზე დამცავ ფენას ქმნის და მას სიცივისა და ნესტის მავნე გავლენისაგან იცავს.
  • ქუჩაში სახის თავშალით დაფარვა არ შეიძლება. ამ გზით კანს ვერ დაიცავთ, ზიანს კი მიაყენებთ. ჯერ ერთი, თავშალის ხახუნი კანს გააღიზიანებს, მეორეც, სუნთქვისას გამოიყოფა ტენი, რომელიც კანზე ასევე ცუდად იმოქმედებს.
  • შინიდან გასვლის წინ არ დაივიწყოთ ტუჩები. აუცილებლად წაისვით დამცავი საცხი ან ჰიგიენური პომადა და შეეცადეთ, რაც შეიძლება იშვიათად დაისველოთ.
  • თუ სიცივეში ცხვირი გიწითლდებათ, ეს კანის თავისებურების კი არა, სისხლძარღვების ბრალია. ცხვირი სიცივისადმი სისხლძარღვების გადამეტებული მგრძნობიარობის გამო წითლდება. ამის თავიდან ასაცილებლად სისხლძარღვები უნდა გაავარჯიშოთ. კარგია პირის მონაცვლეობით დაბანა ცივი და თბილი წყლით (პროცედურა ცივი წყლით უნდა დასრულდეს) და კრიომასაჟი (ყინულის ნატეხით კანის მასირება). სისხლძარღვების გასაკაჟებლად მიიღეთ ც ვიტამინი და ასკორუტინი.
  • არ დაგავიწყდეთ ქუდის დახურვა. სიცივემ შეიძლება თმა გაგიფუჭოთ. დაბალი ტემპერატურის გამო თმის ფოლიკულებში სისხლის მიმოქცევა ირღვევა და შესაძლოა, თმის ცვენაც კი დაგეწყოთ.
  • ყინვისა და ქარისგან თვალების დასაცავად გაიკეთეთ სათვალე ან დაიხურეთ კეპი.