მინერალები და ჩვენი ორგანიზმი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მინერალები და ჩვენი ორგანიზმი

დაბალანსებულ კვებასა და სათანადო კვებით დანამატებს შეუძლია, სავსებით უზრუნველყოს ადამიანის ორგანიზმი საჭირო მინერალებით, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მინერალების მიღება ყოველთვის არ ნიშნავს მათ ათვისებას. ცნობილია, რომ ბუნებაში. მინერალები მხოლოდ სხვა ელემენტებთან ნაერთი სახით მოიპოვება. საქმე ის არის, რომ ელემენტთა აქტივობის წყალობით თითქმის ყველა მათგანი წარმოქმნის ნაერთებს, რომელთა დიდი ნაწილი ორგანიზმისთვის უვარგისია. მაგალითად, უშუალოდ ჭამისთანავე ყავის ან ჩაის დალევა არასასურველია - ამ დროს საკვების მეშვეობით მიღებული მიკროელემენტების შეწოვა 50%-ით მცირდება. ეს იმით აიხსნება, რომ ყავისა და ჩაის ელემენტები რეაქციაში შედიან მინერალების თავისუფალ იონებთან და ორგანიზმისთვის უსარგებლო ნაერთებს წარმოქმნიან. მეორე მხრივ, მაგალითად, ალკოჰოლი მეტისმეტად აჩქარებს მინერალთა შეწოვის პროცესს, რამაც შესაძლოა სათავე დაუდოს არასასურველ მოვლენებს - გამოიწვიოს წნევის მომატება, ნაწლავთა პერისტალტიკის გაძლიერება და სხვა.

 

მინერალთა შეთვისება და ბიომისაწვდომობა

წვრილ ნაწლავს, სადაც უმთავრესად შეიწოვება მინერალები, მათი ცალკეული იონების ათვისება არ შეუძლია. ბუნებამ ორგანიზმი სათანადო ნაერთთა წარმოქმნის უნიკალური უნარით დააჯილდოვა. სწორედ ამ პროცესთა წყალობით უერთდება მინერალთა იონები ამინომჟავებს და წარმოქმნის სპეციფიკურ ნაერთებს - ხელატებს, რომლებიც ადვილად გადის ნაწლავის კედელს და აწვდის სისხლს ორგანიზმისთვის საჭირო ყველა ელემენტს. ხელატების წარმოქმნის პროცესი ჭამის დროს ბუნებრივად მიმდინარეობს და ორგანიზმისთვის ნორმალური ფიზიოლოგიური მოვლენაა. მისი წყალობით მინერალები ორგანიზმისთვის ხელმისაწვდომი ხდება და ამის წყალობით ერთვება კიდეც ორგანიზმის ქსოვილებში მიმდინარე სასიცოცხლო პროცესებში. თუ საკვებში ამინომჟავები სათანადო ოდენობით არ აღმოჩნდა, ხელატები ვერ ჩამოყალიბდება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მინერალები ვერ შეიწოვება. იმისთვის, რომ ხელატების წარმოქმნის პროცესი ნორმალურად წარიმართოს, სა¬კვებში იონიზებული (თავისუფალი) მინერალებისა და ამინომჟავების სათანადო თანაფარდობა უნდა იყოს.

დღეს ფარმაცევტები ხელატების სხვადასხვა კომპლ¬ექსს გვთავაზობენ. ეს კომპლექსები ძირითადად მინერალთა არაორგანული მარილებისა და ამინომჟავების ნარევს წარმოადგენს. როგორც სპეციალისტები ამტკიცებენ, ასეთი ნარევები მეტისმეტად სუსტია იმისათვის, რომ ეფექტურობა კუჭის მჟავა გარემოშიც შეინარჩუნოს. სწორედ კუჭის შიგთავსში გახსნისას კარგავენ `ხელოვნური ხელატები~ თავიანთ თვისებებს, წვრილი ნაწლავის ტუტე გარემოში კი მინერალთა აქტიური იონები უერთდებიან ყველაფერს, რაც კი გზად შეხვდებათ. რაც უფრო მაღალია კუჭის წვენის მჟავიანობა, მით უფრო დიდია ჰიდროქსიდჯგუფების რაოდენობა, მით უფრო ინტენსიურად უკავშირდებიან ისინი მეტალთა აქტიურ იონებს და მით უფრო დიდი ოდენობით წარმოქმნიან უხსნელ მარილებს. ამ მარილების ნაწილი ნაწლავის კედლებზე ილექება, ნაწილი კი ფიზიოლოგიური გზით გამოიდევნება ორგანიზმიდან. ამ დანალექების დიდი ოდენობით წარმოქმნა სხვადასხვა პათოლოგიურ პროცესს აძლევს დასაბამს. მაღალი დონის ბიომისაწვდომობისთვის ხელატები წვრილი ნაწლავის ტუტე გარემოში უნდა იხსნებოდეს, ამისათვის კი აუცილებელ პირობას წარმოადგენს მათი მტკიცე კავშირი ამინომჟავებთან. სწორედ ასეთი კავშირი უზრუნველყოფს უჯრედებისთვის მინერალთა იონების მიწოდებას და, რაც მთავარია, იცავს მათ კუჭის მჟავა გარემოში დაშლისგან. ამგვარად, ხელატების წარმოქმნის პროცესი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ადამიანის ორგანიზმისთვის მინერალთა სრულყოფილი სახით მისაწოდებლად.

განსაზღვრული ელემენტების ნაკლებობა ან დისბალანსი უარყოფითად აისახება ადამიანის ორგანიზმის სხვადასხვა სისტემის ფუნქციაზე:

  • იმუნური სისტემის ფუნქციობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს სპილენძს, თუთიას, რკინას, სელენს;
  • ენერგიის გამომუშავებისთვის - მაგნიუმს, ფოსფორს, მანგანუმს;
  • ენდოკრინული სისტემის ფუნქციობისთვის - რკინას, მანგანუმს, თუთიას, სპილენძს, მაგნიუმს;
  • ვიტამინების წარმოქმნისთვის - კობალტს;
  • სისხლის წარმოქმნისთვის - რკინას, სპილენძს;
  • ფერმენტების (ენზიმების) წარმოქმნისთვის - თუთიას, კალიუმს, სპილენძს, მანგანუმს, მაგნიუმს, რკინას, კალციუმს, მოლიბდენს;
  • ძვლოვანი სისტემისთვის - კალციუმს, მაგნიუმს, თუთიას, მანგანუმს, ფოსფორს;
  • რეპროდუქციული სისტემის ფუნქციობისთვის - ფოსფორს, სპილენძს, კალიუმს, მანგანუმს, თუთიას.