რა უნდა გვახსოვდეს ჰორმონოთერაპიის დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა უნდა გვახსოვდეს ჰორმონოთერაპიის დროს

 

როდესაც ჰორმონი ორგანიზმში ხვდება, ის მალევე იშლება ქიმიურ შენაერთებად, რომლებიც შემდეგ ორგანიზმიდან იდევნებიან. მაგალითად, ჩასახვის საწინააღმდეგო აბი 24 საათში იშლება და ტოვებს ორგანიზმს. დაახლოებით ამდენივე ხანი სჭირდება სხვა ჰორმონების დაშლას, თუმცა მექანიზმი, რომელიც მან აამუშავა, სხეულის სხვა სტრუქტურების დახმარებით ცოტა ხანს კიდევ მოქმედებს. ამრიგად, შეხედულება ჰორმონული პრეპარატების ორგანიზმში დაგროვებისა და აკუმულაციის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.

ჰორმონებს ხშირად სდებენ ბრალად გვერდითი ეფექტების სიმრავლეს. წამლები გვერდითი მოვლენების გარეშე პრაქტიკულად არ არსებობს. ნორმალური რეაქციაა და პრეპარატის შეცვლას არ საჭიროებს ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონების სმისას პირველი ორი თვის განმავლობაში სარძევე ჯირკვლების შესივება და  მენსტრუაციიდან მენსტრუაციამდე მცირე სისხლიანი გამონადენი საშოდან.

ჰორმონულ პრეპარატთა უმრავლესობა თავდაპირველად იწვევს თავის ტკივილს, თავბრუხვევას, აგზნებადობას ან ძილიანობას, მადის მომატებას ან უმადობას, ქავილს, გამონაყარს, შეშუპებას, წონაში 1-2 კგ-ით მატებას, რაც რამდენიმე დღის შემდეგ გაივლის. თუ აღნიშნულმა სიმპტომებმა 1-2 კვირის განმავლობაში არ გაიარა, მიმართეთ ექიმს, რათა ზიანის თავიდან ასაცილებლად ჩაიტაროთ ანალიზები და შეწყვიტოთ პრეპარატის სმა ან განაგრძოთ ექიმის კონტროლით.

სასტიკად აკრძალულია ჰორმონებით თვითმკურნალობა. მათი მიღება დასაშვებია მხოლოდ და მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, რომელიც გამოკვლევის საფუძველზე, ორგანიზმისთვის დამახასიათებელი თავისებურებების გათვალისწინებით (რომლებიც შესაძლოა რადიკალურად განსხვავდებოდეს თქვენი ნათესავის ან მეგობრის ანალოგიური მაჩვენებლებისგან) ყველაზე საჭირო და ოპტიმალურ პრეპარატს შეარჩევს.

ჰორმონული პრეპარატების მიღება შეუძლია ნებისმიერი ასაკის ადამიანს, მოზარდს, გოგონასა თუ ვაჟს, არანამშობიარევ თუ ნამშობიარევ ქალს. ზოგიერთს ჰგონია, რომ ხანში შესულ ადამიანს ჰორმონული პრეპარატი აღარ სჭირდება. არადა, ასაკის თანამდევი მრავალი პრობლემა - კუნთური მასის დაკარგვა, მეხსიერებისა და შრომის უნარის დაქვეითება, სისუსტე - სწორედ ჰორმონთა დეფიციტით არის განპირობებული. ასე რომ, ზოგჯერ ჰორმონული პრეპარატები ხანში შესულებს ახალგაზრდებზე მეტად სჭირდებათ.

მეძუძურ დედებს ნამდვილად ეკრძალებათ ზოგიერთი პრეპარატი, რომელიც ლაქტაციაზე ნეგატიურად მოქმედებს. რაც შეეხება ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს, მათთვის ნებადართულია მხოლოდ 1 ჰორმონის შემცველი მინი-აბები, რომელთა მიღებაც მკაცრად განსაზღვრული რეჟიმით - 24 საათში ერთხელ, უწყვეტად უნდა მოხდეს. მიღების რეჟიმიდან მინიმალური გადახრის შემთხვევაშიც კი პრეპარატის ჩასახვის საწინააღმდეგო ეფექტი სავსებით ითრგუნება.

ბევრს მიაჩნია, რომ უკურეაქციისა და გართულებების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია კურსებს შორის შესვენება. სინამდვილეში ჰორმონული პრეპარატები იმდენ ხანს უნდა მიიღოთ, რამდენიც თქვენს ჯანმრთელობას სჭირდება.

 

ჰორმონული პრეპარატები და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები

თავისთავად ჰორმონული პრეპარატები არ იწვევენ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებს, მაგრამ უკვე ჩამოყალიბებული პათოლოგიების გამწვავებას ან გართულებას შესაძლოა მართლაც შეუწყონ ხელი.

თანამედროვე ჰორმონული წამლები არათუ ხელს არ უწყობს თრომბების წარმოქმნას, ზოგიერთი ხელსაც კი უშლის. ჰორმონული თერაპიის დაწყებამდე უნდა გვახსოვდეს:

  • თუ ადამიანს უკვე აქვს გულსისხლძარღვოვანი დაავადება, მისი გართულების რისკს საგრძნობლად ზრდის თამბაქოს წევა.
  • თუ უკვე გაქვთ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები ან დგახართ მათი განვითარების რისკის წინაშე, გირჩევთ, არ მიიღოთ პრეპარატები, რომლებშიც შედის ცხენის ესტროგენი და სინთეზური პროგესტერონი.
  • თუ იღებთ რომელიმე ჰორმონულ პრეპარატს, განსაკუთრებით - სტეროიდული ბუნებისას, და ამასთანავე ამჩნევთ, რომ მოიმატეთ წონა, დაგჩემდათ მაღალი არტერიული წნევა და სისხლში ტრიგლიცერიდების დონის მატება, გლუკოზის აუტანლობა ან დიაბეტი, ინსულინის აუტანლობა, სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონე, აცნობეთ ექიმს, რათა მან პრეპარატი ისეთით შეგიცვალოთ, რომელიც დაავადებასაც განკურნავს და არც მეტაბოლიზმზე იმოქმედებს ნეგატიურად.