როგორ შევიღებოთ თმა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ შევიღებოთ თმა

ყურის უკან ან იდაყვის მოსახრელში, ცოტაოდენი საღებავი წაისვათ და შედეგს დაელოდოთ. ალერგია შესაძლოა გაღიზიანებით, ქავილით, ანთებით და თმის ცვენითაც კი გამოვლინდეს.

 

მოულოდნელი შედეგი

შეცდომაა ფიქრი, რომ შეღებვის შემდეგ ჩვენი თმა კოლოფზე გამოსახული გოგონას თმის ფერს მიიღებს. შედეგი თმის ბუნებრივ ფერზეა დამოკიდებული. გამოიყენეთ შეფერილობათა ცხრილი, რომელიც, ჩვეულებრივ, გამოსახულია კოლოფის უკანა მხარეს, რათა მიხვდეთ, დაახლოებით როგორ დაჯდება ეს საღებავი თქვენს თმაზე. შეგიძლიათ, ტესტიც ჩაატაროთ: მოიჭრათ პატარა კულული კისერთან და საღებავი მასზე მოსინჯოთ.

 

როგორ დავიცვათ კანი საღებავისგან

საღებავმა შესაძლოა კანი და ტანსაცმელი დაალაქავოს, ამიტომ შეღებვის წინ მხრებზე მოიხვიეთ პირსახოცი, რომლის გაფუჭებაც გულს არ დაგწყვეტთ, და აუცილებლად გამოიყენეთ ხელთათმანები, რომლებიც, ჩვეულებრივ, მოჰყვება საღებავს.

ლაქებისგან კანის დასაცავად კისერსა და ყურებზე შეღებვის წინ ცხიმიანი კრემი ან ვაზელინი წაისვით.

თუ კანი მაინც დალაქავდა, სპირტიანი ლოსიონით გაიწმინდეთ.

 

როგორ მოვამზადოთ თმა შესაღებად

შესაღები თმა არ უნდა იყოს დაფარული ჭუჭყითა და ცხიმით, ამიტომ შეღებვამდე თმა აუცილებლად დაიბანეთ. უმჯობესია, ერთი დღით ადრე, რათა კანმა ბუნებრივი დამცავი საფარის აღდგენა მოასწროს. კარგი იქნება, თუ შეღებვამდე ერთი თვის განმავლობაში თმას რეგულარულად დაინოტივებთ სპეციალური ნიღბებით. შეღებვის წინ თმის გაყოფილი ბოლოები მოიჭერით.

 

შეიძლება თუ არა თმის საღებავით წარბებისა და წამწამების შეღებვა?

არ შეიძლება. ჯერ ერთი, შესაძლოა დაგცვივდეთ, მეორეც, შესაძლოა საღებავი თვალში ჩაგივიდეთ და მხედველობის სერიოზული დარღვევები გამოიწვიოს. წარბებისა და წამწამებისთვის არსებობს სპეციალური საღებავი, გარდა ამისა, მათი შეღებვა რეკომენდებულია სალონში.

 

პროცედურის ხანგრძლივობა

საღებავის საჭიროზე მეტხანს გაჩერება არ შეიძლება - თმას დაგიზიანებთ. კიდევ ერთი: თმის გამუქება უფრო ადვილია, ვიდრე შეღებილი თმის გაუფერულება. თუ შედეგი არ გაკმაყოფილებთ, მოგიწევთ, ხელახალ შეღებვამდე 2-3 კვირა მოიცადოთ. არსებობს საღებავის როგორც დამზოგველი, ისე მდგრადი ფორმულები, თუმცა თმას მეტ-ნაკლებად ყველა მათგანი აზიანებს. შეღებილი თმის სათანადო მოვლისას ფიზიკურ-ქიმიური მახასიათებლები ნაწილობრივ აღდგება, მაგრამ მაინც სჯობს, თავიდანვე სიფრთხილე გამოვიჩინოთ და თმა ინსტრუქციაში მითითებული წესით შევიღებოთ. თმის გაუფერულება ორჯერ უფრო მეტად საპასუხისმგებლოა. სჯობს, ეს პროფესიონალს მივანდოთ.

 

შეიძლება თუ არა შეღებილი თმისთვის ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნის გამოყენება

ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნი ძლიერი გამასუფთავებელი თვისებებით გამოირჩევა, ამიტომ უმჯობესია, გამოვიყენოთ შეღებილი თმისთვის განკუთვნილი ქერტლის საწინააღმდეგო საშუალებები - Miss Prestige, Clear Vita ABE an Head&Shoulders.