ეს საინტერესოა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ეს საინტერესოა

შავი კლასიკა

თუ შავი კლასიკური ფეხსაცმელი გიყვართ, გირჩევთ არ შეიძინოთ ისეთი, როგორიც უკვე გაქვთ. შეარჩიეთ არა სადა ფერის მოდელი, არამედ ბაცი, ფერადი ჩანართებით ან ფერადი ქუსლით - ასეთია დღევანდელი პრიორიტეტები.

ერთი და იგივე ფერები

აუცილებელი არ არის, "ზედა" და "ქვედა" ტანსაცმელი - ბლუზა და ფეხსაცმელი, ფეხსაცმელი და ქურთუკი - ერთი და იმავე ფერისა იყოს. მაგალითად, წითელი ფეხსაცმელი მშვენივრად ეხამება სადაფისფერ და ნაცრისფერ ზედა სამოსს, ხოლო წითელი ტანსაცმელი - ჩალისფერ ფეხსაცმელს.

ფეხსაცმელები შეიძლება შევუხამოთ აქსესუარებს. მაგალითად, თუ ქურთუკს ვარდისფერი ღილები აკერია, მას ძალიან მოუხდება ვარდისფერი ფეხსაცმელი.

ჭრელს+ჭრელი

როდესაც ტანსაცმელს მოდური პრინტი ან ნაქარგი ამშვენებს, ჭრელი ფეხსაცმელი უგემოვნოდ გამოიყურება. ამ შემთხვევაში უპირატესობა მიანიჭეთ სადა ფეხსაცმელს.

ფორმა და დიზაინი

განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ იმას, ფეხსაცმლის ფორმა და დიზაინი თქვენი ფეხების სილამაზეს ხაზს უსვამს თუ, პირიქით, ჩქმალავს. დაბალი პლატფორმა შემაღლებული ქუსლით თქვენს ფეხებს არაჩვეულებრივად მოხდენილს გამოაჩენს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ყელი კოჭთან არ არის შევიწროებული, ხოლო ელეგანტური თასმა ქუსლზე გადადის.

ერთი და იმავე ფერისა უნდა იყოს თუ არა ჩანთა და ფეხსაცმელი?

ეს ტენდენცია გასული საუკუნის გადმონაშთია და, თქვენ წარმოიდგინეთ, დღეს ცუდ ტონადაც კი ითვლება. თუ ღია ფერის ფეხსაცმელს იცვამთ, მოირგეთ თეთრი ან ლითონისებრი შეფერილობის ჩანთა და პირიქით.

თეთრი ფეხსაცმელი მხოლოდ პატარძლებმა უნდა ჩაიცვან?

არა, თეთრი ფეხსაცმელი მხოლოდ პატარძლებისა და ბალერინებისთვის როდია შექმნილი. მაგალითად, ისინი მშვენივრად ეხამება ცისფერ ჯინსს და ხაკისფერ შარვალს. ახლა კი თამამად გაემართეთ მაღაზიისკენ ახალი ფეხსაცმლის შესაძენად - ეს საუკეთესო საშუალებაა, სიამოვნება მიანიჭოთ საკუთარ თავს.

 

დიაგნოზი ფრჩხილების ფერით

ფრჩხილის ფორმის, კონფიგურაციისა და ფერის შეცვლა ორგანიზმში მიმდინარე არასასურველი პროცესების მაუწყებელია. ამ ცვლილებათა მიხედვით დიაგნოზის დასმაც კი შეიძლება.

  • ჯანმრთელი ადამიანის ფრჩხილი ვარდისფერია.
  • ყვითელი ფრჩხილები ღვიძლის პათოლოგიაზე მიუთითებს.
  • მონაცრისფრო-მოიისფრო - გულის დაავადებაზე.
  • თეთრი ლაქები ფრჩხილებზე ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევაზე მეტყველებს.
  • მოყვითალო ლაქები ფრჩხილებზე ტვინის ზოგადი ფუნქციის მოშლას ამხელს.

 

მწვანე წიწაკის წვენი

მწვანე წიწაკის წვენი მდიდარია სილიციუმით, რომელიც აუცილებელია ფრჩხილებისა და თმისთვის. ის ძალზე სასარგებლოა თმის ცხიმოვანი ჯირკვლებისა და ცრემლის სადინარებისთვის. წიწაკისა და სტაფილოს წვენის ნარევი (1:4, 1:2) კანს ლაქებისგან წმენდს. მათ, ვისაც ყაბზობა და ნაწლავში აირების დაგროვება ტანჯავს, შვებას მოჰგვრით 500 გ წიწაკის წვენისა და ამავე ოდენობის სტაფილო-ისპანახის წვენების ნარევის ყოველდღიური მიღება. გახსოვდეთ: წვენების მიღება ჯობია უზმოზე ან ჭამამდე 2-3 საათით ადრე.