ფერომონები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფერომონები

იაკობსის ორგანო

ფერომონების მოქმედება მთლიანად ადამიანის ვომერონაზალურ ორგანოზეა დამოკიდებული. ეს ორგანო მე-18 საუკუნის დასაწყისში აღმოაჩინა ჰოლანდიელმა ექიმმა იაკობსმა ცხვირში დაჭრილი ჯარისკაცის მკურნალობის დროს. მანამდე მიაჩნდათ, რომ ვომერონაზალური ორგანო მხოლოდ ემბრიონს ჰქონდა და დაბადებისთანავე ქრებოდა. სულ რამდენიმე წლის წინათ კი ამერიკელმა ფიზიოლოგებმა ეს ორგანო ხელახლა აღმოაჩინეს. იგი ყველას აქვს. ეს ორივე ნესტოში არსებული პატარა, 1 მმ დიამეტრის ჩაღრმავებაა, რომელიც ორი ასანთის ღერისოდენა მილით გრძელდება. ჩაღრმავებაც და მილის კედლებიც დაფარულია რეცეპტორებით, რომლებიც სიგნალს ყნოსვის ცენტრის გვერდის ავლით, პირდაპირ თავის ტვინს უგზავნიან. სწორედ იაკობსის ორგანოს დამსახურებაა, რომ ფერომონები ასე მოქმედებენ ადამიანზე და ბოლომდე გაუცნობიერებელ ემოციებს იწვევენ. იაკობსის ორგანო სპეციფიკურად არის მორგებული ფერომონებს და შეუძლია, ამ ნივთიერების მილიგრამის მემილიარდედიც კი შეიგრძნოს. სადღეისოდ ადამიანის 30-მდე ფერომონია ამოცნობილი. მათი უმრავლესობა ცხვირის ნესტოების კანში, კისრის, შორისისა და საზარდულის არეში გამოიყოფა.

ამოცნობილია ის ფერომონებიც, რომლებიც განსაზღვრულ ურთიერთობებს იწვევენ ახლო ნათესავებს შორის. მაგალითად, დის, დედის ფერომონები მამაკაცში თრგუნავენ სექსუალურ აქტივობას. არსებობს მეძუძური დედის ფერომონი, რომელსაც ახალშობილი ყველაზე უკეთ შეიგრძნობს და ხვდება, სად წევს დედიკო. ცნობილია ფერომონები, რომლებიც ამშვიდებენ ადამიანს, აქვეითებენ არტერიულ წნევას და აწესრიგებენ გულისცემას.

 

სასქესო ფერომონები ატრაქტანტები

მეცნიერთათვის განსაკუთრებით საინტერესოა სასქესო ფერომონები - ატრაქტანტები: ანდროსტენორი და კოპულინი. ანდროსტენორი მამაკაცის საოფლე ჯირკვალში წარმოიქმნება, კოპულინი კი ქალის ვაგინალური ჯირკვლების სეკრეტია. საპირისპირო სქესის ყურადღების მიპყრობაში ადამიანს სწორედ ეს ორი ფერომონი ეხმარება. მამაკაცთა 10 პროცენტი ოფლთან ერთად გამოყოფს განსაკუთრებულ ფერომონებს, რომლებიც მათ ქალებისთვის გაცილებით მიმზიდველებს ხდიან. მათი კანი და თმა განსაკუთრებული სახის ანდროსტერონს შეიცავს, რომელიც ჰაერში მოხვედრის შემდეგ ქალს დაახლოების უჩინარ მოწოდებას უგზავნის, ქალები კი ამ მოწოდებას ისე ემორჩილებიან, თავადაც არ იციან, რატომ ამჯობინეს ესა თუ ის მამაკაცი სხვებს. უბრალოდ, გრძნობენ, რომ სწორედ მისი გაცნობის, მასთან დაახლოების სურვილი აქვთ. მამაკაცის სასქესო ფერომონები ასტიმულირებენ მდედრობითი სასქესო ჰორმონების სინთეზს და ზრდიან შვილოსნობის ვადას. ქალების ვაგინალური ჯირკვლების სეკრეტსაც პირობითად შეიძლება "მომიახლოვდი" ვუწოდოთ, რადგან, ანდროსტენორის მსგავსად, საპირისპირო სქესში გაუცნობიერებელ სიმპათიას აღძრავს. სასურველი ქალის სურნელი აუმჯობესებს მამაკაცის განწყობას და მას სტრესსა და პრობლემებთან ბრძოლაში ეხმარება. თავად ანტარქტანტებს სუნი არ აქვთ, მაგრამ იაკობსის ორგანოზე მოქმედების შემდეგ სწორედ ისინი წყვეტენ, ვინ სჭირდება ადამიანს და ვინ - არა. რა თქმა უნდა, მხედველობა და სმენა აუცილებელია, მაგრამ ერთი ნახვით შეყვარებაში მთავარ როლს სწორედ ფერომონები ასრულებენ, ასე რომ, უფრო უპრიანი იქნებოდა, მისთვის ერთი დაყნოსვით შეყვარება დაგვერქმია...

 

ქალები ფერომონებს უკეთ გრძნობენ

აღმოჩნდა, რომ ქალბატონები ფერომონებისადმი გაცილებით მგრძნობიარენი ყოფილან. ანატომიურადაც იაკობსის ორგანო მამაკაცებისაზე ოდნავ დიდი აქვთ. ფიზიოლოგები დარწმუნებულნი არიან, რომ ქალისთვის საკმარისია, 15 წამი ეცეკვოს მამაკაცს, რათა მიხვდეს, სექსუალურად რამდენად საინტერესოა იგი. სუსტი სქესის წარმომადგენლებს ფერომონების ამოცნობის უნარი 1000-ჯერ მეტად აქვთ განვითარებული და განსაკუთრებით ძლიერ მგრძნობელობას ამჟღავნებენ ძვირად ღირებულ პარფიუმერიაში გამოყენებული არომატების მიმართ. საინტერესოა ისიც, რომ ჩასაფრებული პოლიციელი ქალები ბოროტმოქმედის მოახლოებას კოლეგა მამაკაცებზე გაცილებიათ ადრე გრძნობენ.