რა უნდა ვიცოდეთ ზრდის ზონების შესახებ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა უნდა ვიცოდეთ ზრდის ზონების შესახებ

დიდი რაოდენობით მინერალური ნივთიერებების შემცველობის გამო ძვლები არაორგანული ნივთიერებების ერთგვარი რეზერვია, რომელსაც ორგანიზმი საჭიროებისამებრ იყენებს. ეს ფუნქცია მეტად მნიშვნელოვანია სისხლსა და ორგანოებში კალციუმის ბალანსის შესანარჩუნებლად. ამდენად, სრულფასოვან, ბალანსირებულ კვებას ბავშვისთვის, მისი ზრდისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. სქესობრივი მომწიფების პერიოდში მენსტრუალური ციკლის დროს სისხლთან ერთად დაკარგული კალციუმის დანაკლისს გოგონები ძვლოვანი დეპოდან ივსებენ, კალციუმის დეფიციტი კი ზრდის შეფერხების ერთ-ერთი ფაქტორია. ამიტომაც ნელდება გოგონების ზრდა სქესობრივი მომწიფების პერიოდიდან.

 

რატომ მიიჩნევენ სიმაღლეს უპირატესობად?

ბევრი შესაძლოა არ დაგვეთანხმოს, მაგრამ სიმაღლე ფიზიკური მიმზიდველობის ერთ-ერთი ძირითადი კრიტერიუმია - 79 გამოკითხულიდან მხოლოდ 2 დათანხმდა, გაეცნო ტანდაბალი ახალგაზრდა (ქალი ან მამაკაცი). სიმაღლეზე ბევრად არის დამოკიდებული ადამიანის კარიერა - სამსახურში მიღებისას, თანაბარი ცოდნისა და გამოცდილების შემთხვევაში, მენეჯერი უპირატესობას ტანმაღალ კანდიდატს ანიჭებს. სიმაღლე უნებლიეთ იწვევს პატივისცემას. ამერიკის ბოლო 23 პრეზიდენტიდან 19 ტანმაღალი იყო და მათ არჩევნებში ტანდაბალ მეტოქეებს მოუგეს. ქართულ სინამდვილეზე არაფერს ვიტყვით...

 

როგორ დავეწიოთ და გავუსწროთ ჩვენს ტანმაღალ თანატოლებს? შესაძლებელია თუ არა სიმაღლის მომატება სქესობრივი მომწიფების შემდეგ?

დიახ, შესაძლებელია. კოსმოსში ასტრონავტები 5 სმ-ით მაღალნი ხდებიან, ვიდრე დედამიწაზე. ორსულობისას ქალი (29 წლამდე) სიმაღლეში 1,5-2 სმ-ს იმატებს. სპეციალური ვარჯიშების, ფიზიოპროცედურების, დიეტის საშუალებით ადამიანს შეუძლია 3-5 სმ მოიმატოს. მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ, თუ ზრდის ზონები დახურული არ არის. სხვაგვარად ვერც გენეტიკური განწყობა (ტანმაღალი მშობლები და წინაპრები), ვერც ლიტრობით მიღებული ზრდის ჰორმონი და გაჭიმვა შედეგს ვერ გამოიღებს. მაგრამ როგორ გავიგოთ, დახურულია თუ არა ზრდის ზონები ან, საერთოდ, როდის იხურება ისინი? იაპონელმა მეცნიერებმა მრავალწლიანი დაკვირვება-გამოკვლევის საფუძველზე დაასკვნეს, რომ ადამიანის ორგანიზმში არის ზრდის ზონები, რომლებიც სრულწლოვანების მიღწევის შემდეგაც ღია რჩება (ანუ სქესობრივი მომწიფების პერიოდში არ იხურება). ეს ზონები ხერხემლის სვეტში - წელის მიდამოს მალათაშუა დისკებშია განლაგებული. მალათაშუა დისკები ღრუბლოვანი ქსოვილისგან შედგება. წელის მიდამოში ხერხემალს აქვს არაჩვეულებრივი პლასტიკური უნარი, ინვერსიული დატვირთვის შედეგად სახე იცვალოს და გადაეწყოს. მაგრამ ინვერსიული დატვირთვა და, საზოგადოდ, ფიზიკური მეთოდები სპეციალისტმა ინდივიდუალურად, თანაარსებული ქრონიკული თუ მწვავე პროცესების გათვალისწინებით უნდა შეარჩიოს - მოგეხსენებათ, ხერხემალში განლაგებულია ნერვული ცენტრები, რომლებიც არეგულირებენ ყველა ორგანოსა და ქსოვილის თვითგანახლებას, ჰორმონულ პროცესებს, იმუნური სისტემისა და სხვა სასიცოცხლო მნიშვნელობის ფუნქციებს.

არსებობს თუ არა ზრდის ვიტამინები? ჯანმრთელ ბავშვებს, მოზარდებს, 30 წლამდე ახალგაზრდებს ვიტამინებსა და მინერალურ ნივთიერებებზე ორგანიზმის გაზრდილი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად პოლივიტამინების კომპლექსს ურჩევენ. შერჩევა ასაკის გათვალისწინებით უნდა მოხდეს. საამისოდ გამოიყენება ნებისმიერი პოლივიტამინი, რომელიც შეიცავს კალციუმს და D ვიტამინს. სპეციალური ზრდის ვიტამინები კი მხოლოდ და მხოლოდ სარეკლამო განცხადებაა. კალციუმი და D ვიტამინი ძვლოვანი ქსოვილის ჩამოყალიბებაში მონაწილეობენ. მათი ცალ-ცალკე მიღება უშედეგოა - ორგანიზმი მათ ვერ შეიწოვს. თუ მოზრდილს ან ბავშვს აქვს ენდოკრინული პათოლოგია (ლაპარაკია ჰიპოფიზის ზრდის ჰორმონის ნაკლებობასა და ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციაზე), ვიტამინების მიღებით სიმაღლის მომატებას ვერ მივაღწევთ. არაქირურგიული მეთოდით სიმაღლის მომატება შესაძლებელია მაშინაც, თუ ზრდის ხრტილოვანი ზონები გაძვალებული არ არის. ამისთვის საჭიროა ჩატარდეს ხელის მტევნის რენტგენოგრაფია და დადგინდეს ორგანიზმის ძვლოვანი ასაკი (ის შესაძლოა არ დაემთხვეს ბიოლოგიურს).