როგორ ვებრძოლოთ ხვრინვას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ ვებრძოლოთ ხვრინვას

ეს უცნაური `სერენადა~ ხახის შევიწროებული კედლების ვიბრაციისას წარმოიშობა. შევიწროების მიზეზი კი ის გახლავთ, რომ ძილის დროს ამ კედლების დამჭერი რბილი სასისა და ენის კუნთები მოშვებულია. ხვრინვა უმთავრესად ასაკოვანთა პრობლემაა: დაბერებასთან ერთად ენისა და რბილი სასის კუნთები სუსტდება. ხვრინვის მიზეზი ასევე შეიძლება იყოს ხახის ან ცხვირის სასუნთქი გზების თანდაყოლილი სივიწროვე, ცხვირის ძგიდის გამრუდება, პოლიპები (სიმსივნეები) ცხვირში, დარღვეული თანკბილვა, გრძელი ნაქის არსებობა და სხვა. გადაღლილი ადამიანიც ხვრინავს და ნასვამიც, მაგრამ ამ შემთხვევაში ხვრინვა საშიში არ არის (თუ არ გახანგრძლივდა), დანარჩენ შემთხვევებში კი ის ერთგვარი ნიშანია იმისა, რომ ჯანმრთელობაში რაღაც გადახრა გაჩნდა. კიდევ ერთი: ხვრინავენ მსუქანი ადამიანებიც და ამის მიზეზი ყელის მიდამოში არსებული ცხიმია, რომელიც სასუნთქ გზებზე დაწოლის გაძლიერებას იწვევს. მკურნალობის დაწყებამდე ხვრინვის მიზეზის გარკვევაა აუცილებელი. ამაში სომნოლოგი ან ყელ-ყურ-ცხვირის ექიმი დაგეხმარებათ. მკურნალობის საჭირო მეთოდსაც სწორედ ის შეგირჩევთ. ვიდრე ხვრინვის მკურნალობის სამედიცინო ასპექტებს შევეხებოდეთ, გვინდა, რამდენიმე ხალხური მეთოდი გაგაცნოთ. ცნობილია, რომ გვერდზე მწოლიარე ადამიანი აღარ ხვრინავს. სწორედ ამის გათვალისწინებით არის მოწოდებული შემდეგი მეთოდი: ადამიანის პიჟამას ზურგზე ჩოგბურთის ბურთს აკერებენ. ვიდრე თქვენი ორგანიზმი გადაეწყობა, ერთი თვე მაინც მოგიწვეთ ლოდინი, მაგრამ შედეგი გარანტირებულია. რა თქმა უნდა, ძილის დროს კომფორტს ვერ დაგპირდებით. სამაგიეროდ, ხვრინვას დააღწევთ თავს.

ზოგჯერ ღამის სიმშვიდეს გვერდზე წოლაც ვერ უზრუნველყოფს, მაგრამ ზემოთ აღწერილ მეთოდთან ერთად ენისა და ყბის ვარჯიშებიც დაგეხმარებათ. ეს ვარჯიშები ენისა და რბილი სასის კუნთებს ავითარებს. თავიდან ენა ისე გამოყავით, როგორც ექიმთან, როცა მას მტკივან ყელს აჩვენებთ. რაც უფრო მეტად გამოყოფთ, მით უკეთესი. შეასრულეთ ეს ვარჯიში 30-ჯერ. შემდეგ, პირიქით, ენა მაქსიმალურად უკან, ყელისკენ გადაიტანეთ. ეს ვარჯიშიც 30-ჯერ უნდა შესრულდეს. კუნთებს ქვედა ყბის წინ და უკან მოძრაობითაც (30-ჯერ) გაიმაგრებთ, კბილებით დაიჭირეთ რაიმე საგანი და 5 წუთი მაგრად გეჭიროთ. ამ ვარჯიშებით სწრაფ შედეგს ვერ მიაღწევთ, მაგრამ თუ მათ ყოველ დილა-საღამოს შეასრულებთ, შესამჩნევ უკეთესობას იგრძნობთ. ხვრინვისაგან თავის დასაღწევად არსებობს სპეციალური პირში ჩასადები მოწყობილობები (მოკრივეების პირში ჩასადებების მსგავსი), მცირე ძაბვის მქონე მაჯის საათები, რომელიც ხვრინვის დაწყებისთანავე დენს ურტყამს ადამიანს და ამგვარად აიძულებს მას, გვერდი იცვალოს, ცხვირზე დასაკრავი საშუალებები, რომლებიც ცხვირით სუნთქვას აუმჯობესებს... არსებობს მედიკამენტური საშუალებებიც, მაგრამ მათი მიღება ექიმთან შეუთანხმებლად არ შეიძლება. ხვრინვას ქირურგიული გზითაც მკურნალობენ (მიმართავენ ლაზერულ და კრიოპლასტიკასაც): ამცირებენ რბილი სასის ზომას, რაც ადამიანს ხვრინვისგან ათავისუფლებს. ოპერაცია რთული არ გახლავთ, მაგრამ, სამწუხაროდ, უნივერსალური არ არის.

ზოგჯერ საკმარისია, ადამიანმა რამდენიმე კილოგრამი დაიკლოს და ხვრინვაც გაქრება. რა თქმა უნდა, ხვრინვა ბავშვებშიც გვხვდება. მისი წარმოშობა არც ასაკზე და არც სქესზე არ არის დამოკიდებული. ხვრინვა ფილტვების ჰიპერვენტილაციის პირდაპირი შედეგია. სხვათა შორის, ბავშვებში არსებული სტვენა და ხვრინვა ერთი და იგივე სულაც არ არის. პირველი ცხვირის ლორწოვანის შეშუპების გამო იჩენს თავს, მაშინ, როცა ცხვირის აირგამტარი გზები ვიწროვდება, მეორე შემთხვევაში კი ამას ემატება ძილში ღრმად სუნთქვის გამო ხახის რბილი ქსოვილების ვიბრაცია. ხვრინვას რომ აუცილებლად სჭირდება მკურნალობა, ამაზე კიდევ ერთი სამწუხარო ფაქტი მიანიშნებს: ხვრინვა - ეს ნორმალური სუნთქვის დარღვევაა. ხვრინვის დროს ხშირია სუნთქვის შეჩერება, რომელსაც მედიცინის ენაზე სლიპ-აპნოე (ძილის აპნოე) ჰქვია. ხვრინვის დროს ფილტვების ჰიპერვენტილაციის გამო ორგანიზმში არსებული ნახშირორჟანგის დონე ეცემა. ბევრმა იცის, რომ ხვრინვის დროს ხმა თანდათან იმატებს, შემდეგ გამაყრუებელი ხმიანობა ისმის, რომელსაც სუნთქვის შეჩერება მოჰყვება. სუნთქვის შეჩერებით ორგანიზმი ცდილობს აღიდგინოს ნახშირორჟანგის ის აუცილებელი (მინიმალური მაინც) დონე, რომელიც სუნთქვისთვის არის საჭირო. ამის გამო ორგანიზმი სუნთქვის გაჩერების მექანიზმს რთავს, რასაც ზოგჯერ სისხლძარღვების შევიწროება მოსდევს. სისხლძარღვების შევიწროებას კი შესაძლოა ინფარქტი ან ინსულტი მოჰყვეს. როგორც ხედავთ, ხვრინვის მიზეზი და მისი მკურნალობის გზა უამრავია. მხოლოდ სპეციალისტს ძალუძს, ყველაფერში ზუსტად გაერკვეს და სათანადო მკურნალობა დანიშნოს.