მაგნიუმის დეფიციტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მაგნიუმის დეფიციტი

მაგრამ, როგორც ნებისმიერ საგანძურს, ჯანმრთელობასაც გაფრთხილება სჭირდება, ეს კი, ცხოვრების თანამედროვე რიტმის გადამკიდეს, ხშირად გვავიწყდება. ყურადღებას უმთავრესად იმით გამოვხატავთ, რომ მეტ-ნაკლებად რეგულარულად ვიღებთ მულტივიტამინების კომპლექსს. თუმცა ვიტამინების შერჩევის დროსაც უმთავრესად საყოველთაოდ ცნობილ ც და ე ვიტამინებზე, კალციუმზე ვართ ორიენტირებულნი და იშვიათად თუ ვითვალისწინებთ ქალის ორგანიზმის განსაკუთრებულ მოთხოვნილებებს.

მეცნიერთა აზრით, ქალის #1 მინერალად სამართლიანად ითვლება მაგნიუმი. მისი უკმარისობისას შეუძლებელია ნორმალური ორსულობა და მშობიარობა, ირღვევა და მტკივნეული ხდება მენსტრუალური ციკლი. მაგნიუმის დონე ქალის ორგანიზმში ციკლის ფაზების შესაბამისად მერყეობს. განსაზღვრულ ფაზაში მისი დონე იკლებს, რაც უკმარისობის შემთხვევაში დეფიციტს უფრო მეტად აღრმავებს. მაგნიუმის დონე უფრო მეტად იკლებს მენსტრუაციის დროს.

მრავალი ქალისთვის კარგად არის ცნობილი წინარემენსტრუაციული სინდრომი და მასთან დაკავშირებული სიმპტომები - გაღიზიანებადობა, დაღლილობა, წონის მერყეობა. ყოველივე ეს შესაძლოა გამოწვეული იყოს ორგანიზმში მაგნიუმის ოდენობის შემცირებით.

ორსულობისას მაგნიუმის დეფიციტმა შესაძლოა მცირეწონიანი ბავშვის დაბადებას შეუწყოს ხელი ან ნაადრევი მშობიარობის მიზეზად იქცეს. როდესაც ქალი იღებს კომბინირებულ ორალურ კონტრაცეპტივებს ან იტარებს ჩანაცვლებით ჰორმონულ თერაპიას, მაგნიუმი მისთვის აუცილებელია. კონტრაცეპტივებია და ჩანაცვლებითი თერაპიისთვის საჭირო ჰორმონულ პრეპარატებში შემავალი ესტროგენები ხელს უწყობენ ორგანიზმიდან მაგნიუმის გამოძევებას.

მაგნიუმი ხელს უწყობს ენერგეტიკულ, ცილოვან, ნახშირწყლოვან და ცხიმოვან ცვლას, უზრუნველყოფს ძვლების სიმტკიცესა და მოქნილობას, ეხმარება ორგანიზმს კალციუმის ათვისებაში.

მაგნიუმის დეფიციტის მიზეზები

მაგნიუმი, მიუხედავად მნიშვნელოვანი თვისებებისა, ყველაზე სუსტი მიკროელემენტია. მისი ბალანსის დარღვევა ადვილია. უფრო მეტიც: უკანასკნელი 100 წელია, საკვებში მისი მარაგი უფრო და უფრო იკლებს. არსებობს მაგნიუმის დეფიციტის სხვა მიზეზებიც: ხშირი სტრესი, ადრენალინის სიჭარბე, ჭარბი ფიზიკური დატვირთვა. თანამადროვე ადამიანის რაციონში მაგნიუმი საჭიროზე 2-ჯერ ნაკლებია - 175 მგ დღე-ღამეში, ნაცვლად 300-350 მგ-ისა. რაფინირებული პროდუქტი: გაფცქვნილი ბრინჯი, თეთრი პური, ფასტ-ფუდი - მაგნიუმით ღარიბია.

მზა საკვების მრავალი კომპონენტი, მაგალითად, ზოგიერთი კონსერვანტი და ორთოფოსფორის მჟავა, რომელსაც კოკა-კოლა შეიცავს, ორგანიზმიდან მაგნიუმს გამოდევნის. მაგნიუმის გამოძევებას ხელს უწყობს მოწევა და ალკოჰოლის მოხმარებაც.

ოქტომბრიდან აპრილამდე ორგანიზმში მაგნიუმის დონე კრიტიკულ ზღვრამდე ეცემა. ამ დროს მაგნიუმის შემცველი პრეპარატების მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვეულებრივი მულტივიტამინების კომპლექსების გამოყენებას აზრი არ აქვს, რადგან მაგნიუმი მათში სადღეღამისო ნორმაზე გაცილებით ნაკლებია. მაგნიუმის შემცველ პრეპარატებს შორის ყველაზე ეფექტურია მაგნე-B6 - მაგნიუმის ბიოორგანული მარილებისა და ვიტამინ B6-ის კომპლექსი (B6 ხელს უწყობს მაგნიუმის ათვისებას). მაგნე B6 შეიცავს მაგნიუმის ლაქტატს, რომელიც ამ მინერალის დეფიციტს იოლად აღმოფხვრის. მაგნიუმის ბიოორგანული მარილები სწრაფად შეიწოვება და არ აღიზიანებს კუჭს, ხოლო ვიტამინ B6-ის წყალობით უჯრედებშიც აღწევს. მაგნე B6 ხელს უწყობს მაგნიუმის ბალანსის შენარჩუნებას, რითაც იცავს ორგანიზმს როგორც მისი დეფიციტისგან, ასევე მისი დონის კრიტიკული მომატებისგანაც. როდესაც მაგნიუმის ბალანსი დაცულია, ქალი დაზღვეულია წინარემენსტრუალური სინდრომის უსიამოვნო მოვლენებისგან.

მაგნიუმის დეფიციტის სიმპტომებია:

  • დეპრესიისადმი მიდრეკილება;
  • გაღიზიანებადობა, აგზნებადობა, განწყობილების ცვალებადობა;
  • ღამის კრუნჩხვები (კუნთების ტკივილი და სპაზმი);
  • ტიკები;
  • ყელში ბურთის გაჩრის შეგრძნება;
  • ძლიერი დაღლილობის შეგრძნება;
  • ცუდი ძილი;
  • ჰიპერტონიისადმი მიდრეკილება;
  • არითმია, გახშირებული გულისცემა (80 დარტყმა წუთში და მეტი);
  • სისუსტე, მოდუნება;
  • ვირუსებისა და ბაქტერიებისადმი დაბალი სენშეუვალობა.