10 წესი ავადმყოფობისგან თავის დასაცავად - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

10 წესი ავადმყოფობისგან თავის დასაცავად

* ხშირად გაიღიმეთ, მზერით სიხარული გამოხატეთ, ხოლო გული სიყვარულით გქონდეთ სავსე. როდესაც ადამიანი მოწყენილი და დათრგუნულია, მის ორგანიზმში თურმე ტოქსინები გროვდება, მხიარული და ბედნიერი ადამიანის ორგანიზმში კი თაფლისმაგვარი სამკურნალო სითხე გამომუშავდება. დღეს ცხოვრება რთულია, ადამიანთა უმრავლესობა სამუშაო დღეს დაძაბული ასრულებს. სწორედ ამ დროს უნდა ეცადოთ, სიხარულისთვის განეწყოთ, სადაც უნდა იყოთ და რასაც უნდა აკეთებდეთ, მოეშვით, იფიქრეთ საყვარელ ადამიანებზე, მიეცით საშუალება ამ გრძნობას, მთელი სხეული მოიცვას და დაინახავთ, რომ აღარც ცხოვრება მოგეჩვენებათ ისეთი რთული და აღარც ჩვეული დაღლილობა - ძველებურად აუტანელი.

* ნაკლები ილაპარაკეთ და მეტი იფიქრეთ იმაზე, სად როდის რა თქვათ. არც ის დაგავიწყდეთ, რომ ზოგჯერ დუმილი ოქროდ ფასობს. განსაკუთრებით ცოტა ილაპარაკეთ ახალგაღვიძებულმა, რადგან ამ დროს ბევრი ლაპარაკი ადამიანს შინაგან ენერგიას აცლის.

* ნაკლები იფიქრეთ წარსულსა და მომავალზე, რადგან სწორედ ეს იწვევს სტრესს. ნაცვლად ამისა, ეცადეთ, ნებისყოფა მოიკრიბოთ და იმოქმედოთ. დაივიწყეთ ყველა წყენა, აპატიეთ ადამიანებს დანაშაული.

* ეცადეთ, თავად მართოთ სქესობრივი მისწრაფებანი და არ მისცეთ მათ თქვენი მართვის საშუალება.

* მოუარეთ თავსა და ფეხებს. თავი განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს, რადგან სწორედ იქ იბადება ჩვენი ცნობიერება და იქ იყრის თავს მთელი დღის განმავლობაში დაგროვილი ნეგატიური თუ პოზიტიური ემოციები. ენერგია მთელ ორგანიზმში თანაბრად რომ გადანაწილდეს, აუცილებელია, წელიწადის ნებისმიერ დროს ფეხი თბილად გქონდეთ.

* ეცადეთ, კისერი ყოველთვის თბილად გქონდეთ, ნუ დაძაბავთ, ნუ შეაწუხებთ ხშირი ემოციებით.

* იკვებეთ გონივრულად. თავი არიდეთ ნაყროვანებას - ის სიცოცხლეს შეგიმოკლებთ. ნუ ივახშმებთ ძილის წინ. ჭამეთ ცოტ-ცოტა და ხშირ-ხშირად. ჯერ ცხელი კერძი მიირთვით, შემდეგ თბილი, ბოლოს - ცივი. მსუბუქად ჩაისუნთქეთ და ლუკმა ისე გადაყლაპეთ. ცხარე საკვები უმჯობესია გაზაფხულზე მიირთვათ, ზაფხულში მჟავე ჯობს, შემოდგომაზე - მწარე, ხოლო ზამთარში - მლაშე. თუ მაძღრისად ჭამეთ, ნუ დააყოლებთ წყალს. ნუ შეჭამთ უმ ხილს ცარიელ კუჭზე. ჭარბად მიღებულმა უმმა ბოსტნეულმა შესაძლოა კანის ჯანსაღი ფერი დაგიკარგოთ.

* დაიცავით ზომიერება როგორც ფიზიკური შრომისას, ისე გონებრივი დატვირთვისას. ბევრი სიარული აზიანებს მყესებსა და იოგებს, ხანგრძლივი ჯდომა - კუნთებს, დგომა - ძვლებს, წოლა - სისხლს. განრისხება, სევდა, სინანული და მელანქოლია ისევე საზიანოა, როგორც მეტისმეტი სიხარული და კმაყოფილება.

* რეგულარულად იხეხეთ კბილები - დილით, შუადღისას, სადილის შემდეგ და ძილის წინ. ასე მხოლოდ კბილებს კი არა, ფრჩხილებსა და თმებსაც დაიცავთ.

წელიწადის სხვადასხვა დროს

  • ზამთარში ყურადღება მიაქციეთ ფეხების სითბოს, თავს კი მეტისმეტად ნუ გაითბობთ.
  • გაზაფხულსა და შემოდგომაზე თავიც და ფეხებიც გრილად გქონდეთ.
  • ზაფხულში ნუ დალევთ მეტისმეტად ცივ წყალს - ეს დროთა განმავლობაში გულსა და კუჭს დაგიზიანებთ.
  • გაზაფხულზე და ზაფხულში თავით აღმოსავლეთისკენ დაწექით, შემოდგომასა და ზამთარში კი თავით დასავლეთისკენ. თუ ავად ხართ, თავს ჩრდილოეთით ნუ დადებთ. ეცადეთ, იძინოთ გვერდზე, მუხლებში ოდნავ მოხრილი ფეხებით - ეს პოზა ადამიანს შინაგან ენერგიას მატებს.
  • ზაფხულში და შემოდგომაზე ადრე დაწექით დასაძინებლად და ადრე ადექით; ზამთარში დაწექით ადრე და შედარებით გვიან ადექით; გაზაფხულზე უმჯობესია მზის ჩასვლისთანავე დაწვეთ და ინათებს თუ არა, ადგეთ.