წყლის სამკურნალო თვისებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

წყლის სამკურნალო თვისებები

როდესაც აბაზანაში ჩაწვებით და თქვენი სხეული წყლით დაიფარება, სხეულის ტემპერატურა, ნივთიერებათა ცვლის პროცესები, ყველა ორგანოსა და სისტემის მდგომარეობა მაშინვე იცვლება. თუ, ამასთანავე, წყლის ტემპერატურასა და პროცედურის ჩატარების დროს სწორად შეარჩევთ და წყალში სამკურნალო მცენარეებს ჩაამატებთ, მიღებული შედეგი ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბებს.

სამკურნალო აბაზანები, დამამშვიდებელი აბაზანა

ექვსი ბალახისგან შემდგარი დამამშვიდებელი აბაზანა ეფექტურია სტრესის, უძილობის, გაღიზიანების დროს.

აიღეთ 100-100 გ ლავანდა, სალბი, პიტნა, როზმარინი, ბეგქონდარა და ბარამბო. მიღებულ ნარევს დაასხით 3 ლიტრი ადუღებული წყალი და დააყენეთ 20 წუთით. ნაყენი გაწურეთ და ჩაასხით გრილ (30-გრადუსიან) აბაზანაში. ჩაამატეთ წყალი და ინებივრეთ მასში 15-20 წუთის განმავლობაში. ამის შემდეგ ტანი გაიმშრალეთ და დაუყოვნებლივ ჩაწექით ლოგინში ერთი საათით მაინც. მკურნალობის ერთი კურსი 6-8 აბაზანას მოიცავს.

გამაჯანსაღებელი აბაზანა

ძლიერ ეფექტურია დაღლილობისას. დაგჭირდებათ 40-40 გრამი კოთხოჯის ფესვი და კვლიავის თესლი, 60-60 გრამი ლავანდა, ბაღის პიტნა და ტირიფის ფესვი. ნარევს დაასხით 2 ლ ანადუღარი წყალი და ნახევარი საათით დააყენეთ. გაწურეთ და ჩაასხით 40-გრადუსიან აბაზანაში.

გასახდომი აბაზანები

მარილის აბაზანები არაჩვეულებრივად ეფექტურია ჭარბი წონის დროს. გარდა ამისა, ისინი წარმატებით გამოიყენება სახსრებისა და ქალური დაავადებების დროსაც. 2 ლიტრ ცხელ წყალში ჩაყარეთ 2-3 კგ ზღვის მარილი (თუ არ გაქვთ, შეიძლება სუფრისაც), კარგად აურიეთ და მიღებული მასა ჩაასხით აბაზანაში, რომელიც სავსეა 33 გრადუსამდე შემთბარი წყლით. აბაზანაში 15-20 წუთი დაყავით, შემდეგ ტანი პირსახოცით კარგად გაიმშრალეთ და 20 წუთი დაისვენეთ. მარილის აბაზანების მიღება მხოლოდ დილაობით არის რეკომენდებული. შეგიძლიათ მიიღოთ კვირაში 1-2-ჯერ რამდენიმე თვის განმავლობაში.

ფერიმჭამელებსაც მივხედოთ

  • ქატოს აბაზანა ძალიან უხდება მუწუკებს, ფერიმჭამელებს, გაღიზიანებულ კანს. 1 კგ ქატოს დაასხით 5 ლიტრი ცხელი წყალი და 10 წუთი ადუღეთ. ნახარში გაწურეთ და ჩაასხით 36-გრადუსიან აბაზანაში.
  • 1-2 კგ ქატო დაალბეთ 4-6 ლიტრ ცხელ წყალში, შემდეგ გაწურეთ და ჩაყარეთ აბაზანაში.

    პროცედურის ხანგრძლივობაა 10-15 წუთი. აბაზანის მიღება შეგიძლიათ კვირაში სამჯერ, სასურველ ეფექტამდე.

შხაპი

კონტრასტული შხაპი უმარტივესი პროცედურაა. იგი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ხსნის ტკივილსა და დაძაბულობას, გმატებთ მხნეობას და ღრმად წმენდს კანს. ჯერ ცხელი წყალი ჩართეთ, კარგად რომ გათბებით, წყლის ტემპერატურა მკვეთრად შეამცირეთ. გააჩერეთ 15 წამი. შემდეგ კვლავ ცხელი წყალი ჩართეთ, მერე კი ისევ ცივი. პროცედურა 5-წუთიანი თბილი შხაპით დაასრულეთ. თავდაპირველად კონტრასტული შხაპის საერთო ხანგრძლივობა 10 წუთს არ უნდა აღემატებოდეს. მერე და მერე ეს დრო შეგიძლიათ გაზარდოთ.

როდის როგორი ტემპერატურა ავირჩიოთ?

ცივი (20 გრადუსზე ნაკლები ტემპერატურისა) და გრილი (21-33 გრადუსი) წყალი მატონიზებელია, ასტიმულირებს ნერვული და გულ-სისხლძარღვთა სისტემების მუშაობას, აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას, ცხიმის წვას, აკაჟებს ორგანიზმს და ამაღლებს იმუნიტეტს. თბილი (34-38-გრადუსიანი) წყალი კარგია ქრონიკული ანთებითი დაავადებების, ძვალ-სახსართა და პერიფერიული ნერვული სისტემების (რადიკულიტი, ნევრიტი, ნევრალგია, პლექსიტი) დაზიანების, ინტოქსიკაციის დროს. ცხელი (38 გრადუსზე მაღალი ტემპერატურის) წყალი გამოიყენება ნივთიერებათა ცვლის პროცესების დარღვევის (აძლიერებს ცილების დაშლას), თირკმლის ზოგიერთი დაავადების დროს.

როდის არ არის რეკომენდებული წყლით მკურნალობა?

  • მწვავე ანთებითი დაავადების დროს;
  • მძიმე ათეროსკლეროზისა და ჰიპერტენზიის დროს;
  • გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და კორონარული სისხლის მიმოქცევის მძიმე უკმარისობის, ინსულტის დროს;
  • ავთვისებიანი ან კეთილთვისებიანი სიმსივნის დროს;
  • სისხლდენის, ჭრილობისა და კანის ზოგიერთი დაავადების დროს.