ბუზი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბუზი

გვიხმობენ ზღვა და ოქროსფერი სანაპირო. ბუნებრივია, გვსურს მაქსიმალური კომფორტი, რათა არაფერმა შეგვაწუხოს და დასვენებისგან მაქსიმალური სიამოვნება მივიღოთ. თუმცა იდილიას ხშირად არღვევენ ზაფხულის დაუპატიჟებელი სტუმრები - კოღოები, ბუზები, ტკიპები, ქინქლები...

ბუზები განსაკუთრებით მრავლდებიან ზაფხულში. მათი არსებობა ძალიან შემაწუხებელია და ამავე დროს სახიფათოც. ბუზის ზოგიერთი სახეობა აგრესიულია, ზოგი - უფრო მშვიდი. აგრესიულნი იკბინებიან კიდეც და სისხლსაც ეტანებიან, მაგრამ მშვიდი ბუზებიც ზიზღს იწვევენ და არცთუ უმიზეზოდ - ერთი შეხედვით უწყინარნი მაინც უამრავ ზიანს გვაყენებენ.

ისინი უმეტესად ნაგავსაყრელებს ეტანებიან, ფეკალურ მასებზე დასკუპებულებსაც ხშირად ნახავთ, იქიდან კი ადამიანის კანზე ინფექციის - დიზენტერიის, მუცლის ტიფის, ქოლერის, პოლიომიელიტის - გამომწვევი მიკროორგანიზმები, ჭიის კვერცხები გადააქვთ. მათვე გადააქვთ საკვებისმიერი ტოქსიკოინფექციები და ადენოვირუსებიც, კბენია ბუზებს კი ციმბირის წყლულისა და ტულარემიის გადატანაც შეუძლიათ, ხოლო მათი ექსკრემენტები მრავლად ხვდება ნებისმიერ ნივთსა თუ საკვებზე. ბუზები განსაკუთრებით ბევრნი არიან კვების ობიექტების, სამზარეულოების სიახლოვეს, ამიტომ მათგან თავის დასაცავად, საკვების დაბინძურებისა და ინფექციური დაავადებების თავიდან ასაცილებლად რამდენიმე წესი უნდა დავიცვათ:

  • შინ დიდხანს ნუ გააჩერებთ ნაგვის ნარჩენებს.
  • საკვებს და ჭურჭელს ყოველთვის მჭიდროდ დაახურეთ თავზე ან ტილო გადააფარეთ.
  • ბინა ხშირად დაასუფთავეთ, რეგულარულად გადაწმინდეთ მტვერი ავეჯიდან და სხვა ნივთებიდან.
  • ნუ გააჩერებთ სახლში ჭუჭყიან და გამოუსადეგარ ნივთებს - ისინი მწერების გამრავლებას უწყობენ ხელს.
  • მწერების დასაფრთხობად სპეციალური საშუალებები - რეპელენტები გამოიყენება, მათ გასანადგურებლად კი ინსექტიციდები.

რეპელენტების გამოყენების წესები ზედმიწევნით უნდა დავიცვათ - არასწორი ექსპლუატაციის ან მაღალი კონცენტრაციით გამოყენების შედეგად შესაძლოა ნერვული სისტემა, ღვიძლი ან თირკმელები დავიზიანოთ.

ოთახში, სადაც სამ წლამდე ასაკის პატარები იმყოფებიან, რეპელენტების გამოყენებას არ გირჩევთ. რაც შეეხება მოზრდილებს, მათთვის მწერების საწინააღმდეგო პროფილაქტიკური საშუალებების გამოყენება ნებადართულია ნებისმიერი ფორმით, კანზე წასმა იქნება ეს, ოთახში აეროზოლის სახით გაშვება თუ კვამლის ხრჩოლება.

არსებობს პროფილაქტიკური ინსექტიციდი - სრულიად უვნებელი გვირილის პრეპარატი, რომელიც, სპეციალური აეროზოლებისა და სხვა ასეთი საშუალებებისგან განსხვავებით, არა მხოლოდ დაფრთიანებულ მავნებლებს, არამედ მათ ჭუპრებსა და მატლებსაც კი ერთიანად სპობს. ის შეიძლება შეასხუროთ როგორც კარ-ფანჯრებს, სანაგვე ყუთებს, საყოფაცხოვრებო ნივთებს, ასევე შალეულს, ბეწვეულსა და მატყლის ქვეშაგებს - ინსექტიციდი მხოლოდ ბუზებისგან კი არა, ქსოვილების დაუძინებელი მტრისგან - ჩრჩილისგანაც საიმედოდ დაგიცავთ.

ბუზის ნაკბენი

მწერის ნაკბენს ადამიანის ორგანიზმი სამი სახის რეაქციით პასუხობს:

  • ადგილობრივი რეაქცია - შეწითლება, შეშუპება, ტკივილი, ქავილი ან ძლიერი წვის შეგრძნება ნაკბენ ადგილას; ლიმფური კვანძების ლოკალური გადიდება;
  • ზოგადტოქსიკური რეაქცია - ციებ-ცხელება, სხეულის ტემპერატურის მომატება, ზოგჯერ გულისრევა, ღებინება, თავისა და სახსრების ტკივილი (ჩვეულებრივ, თავს იჩენს მრავალი ნაკბენის შემთხვევაში);
  • ალერგიული რეაქცია - ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება, ანაფილაქსიური შოკიც კი. ალერგიული რეაქცია შეიძლება ერთმა ნაკბენმაც კი გამოიწვიოს, თუ ადამიანს აქვს წინასწარი განწყობა აღნიშნული რეაქციისადმი. ბუზანკლებს შხამის ჯირკვლები არ გააჩნიათ. კბენისას მათ ჭრილობაში შეჰყავთ სპეციალური ნივთიერება, რომელიც სისხლის შედედებას აფერხებს. მათ ნაკბენზე, წესისამებრ, მხოლოდ ადგილობრივი რეაქცია აღმოცენდება. ადამიანს შეუძლია გაუძლოს ამ მწერის მრავალ ნაკბენს ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობის გაუარესების გარეშე.

ადგილობრივი რეაქციის შესუსტებისა და ლოკალურ გამოვლინებათა შემცირების მიზნით შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი საშუალებები:

  • თითი მონაცვლეობით ჩაყოთ წყალში და მშრალ სოდაში და ნაკბენი ადგილი დაიზილოთ.
  • ნაკბენი ადგილი შეგიძლიათ დაიზილოთ სოდის კონცენტრირებული ხსნარით. სოდა რამდენადმე ამცირებს შეშუპებასა და ქავილს.
  • ანთებას აცხრობს ორტოფენისა და ბუტადიონის მალამოებიც.

ამჟამად ნაკბენებისთვის განკუთვნილი უამრავი გელი არსებობს. ინფიცირების თავიდან ასაცილებლად ნაკბენი უბნები შეგიძლიათ ბრილიანტის მწვანით დაიმუშაოთ. ხალხური საშუალებებიდან რეკმენდებულია ახალგახეხილი კარტოფილის, ხახვის ან ნივრის ფაფა, ოხრახუშის ფოთლების წვენი.

  • იქ, სადაც ბევრი მწერია, ატარეთ გრძელსახელოიანი ზედა სამოსი და გრძელტოტებიანი შარვლები.
  • საღამოობით ნუ გააღებთ ფანჯრებს, თუ ოთახში სინათლე გინთიათ - ეს მწერებს იზიდავს.
  • შინ და აგარაკზე სავენტილაციო მილებსა და ფანჯრებზე ნუ დაგავიწყდებათ დამცავი ბადეების აკვრა.