"ქალური" და "მამაკაცური" პროფესიები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

"ქალური" და "მამაკაცური" პროფესიები

ჩვენს ძვირფას ქალებს უკვე აღარ სურთ შინ ჯდომა ან მარტივი სამუშაოს შესრულება. ისინი აქტიურად ითვისებენ სხვადასხვა პროფესიას, ისიც კი არ აჩერებთ, რომ მრავალი პროფესია მამაკაცისაა. პირიქით, ზოგჯერ ავიწროებენ და ჩაგრავენ კიდეც ძლიერი სქესის წარმომადგენლებს. ახლა კი მეოცე საუკუნის შუა ხანები გავიხსენოთ, დიდი სამამულო ომის წლები. მამაკაცები ფრონტზე წავიდნენ, ქალებს კი ყველა საქმის საკუთარი მხრებით ზიდვა მოუწიათ - მამაკაცისაც და ქალისაც. ომის შემდეგ ბევრი არაფერი შეცვლილა: ფრონტიდან შინ მამაკაცების მცირე ნაწილი დაბრუნდა, მათ შორისაც ბევრი დასახიჩრებული გახლდათ. მოკლედ, ქალები უღელში შეებნენ და მიეჩვივნენ კიდეც ამას. ან იქნებ მათ სწორედ ემანსიპაციის იდეა არ ასვენებთ, აღარ სურთ იყვნენ მეორეხარისხოვანი ადამიანები და ცდილობენ კიდეც, დაუმტკიცონ საკუთარ თავს, მამაკაცებს და მთელ სამყაროს, რომ მათ ყველაფერი ძალუძთ. სწორედ ამიტომ არის, რომ დღეს ქალებს ხშირად შეხვდებით პოლიციასა თუ პროკურატურაში, კომერციულ თუ ბიზნესსტრუქტურებში და სხვა.

რატომ არ სურთ მამაკაცებს ქალურ სამუშაოზე მუშაობა

მამაკაცებს, ქალებისგან განსხვავებით, არავისთვის არაფრის დამტკიცება არ სჭირდებათ. ფიზიკური შრომისა მათ არ ეშინიათ, აი, ანაზღაურება კი შესაბამისი სურთ. გარდა ამისა, საქმე პრესტიჟსა და უკვე გამყარებულ სტერეოტიპებშიც არის. მამაკაცი, რომელიც ქალზე ნაკლებს გამოიმუშავებს ან მამაკაცური თვალსაზრისით არაპრესტიჟული პროფესია აქვს, მამაკაცურ წრეებში, და საკუთარ თვალშიც, არასრულფასოვანი, არამამაკაცურია. სწორედ ამიტომ მამაკაცი მიისწრაფვის, ისევე როგორც წინათ, აირჩიოს ისეთი პროფესია, რომ არ დაკარგოს მარჩენალის, მომპოვებლის და ოჯახის უფროსის ფუნქცია.

ქალები აქ არ დაიშვებია

ბოლო დროს მსოფლიოში გენდერული საზღვრები პრაქტიკულად წაშლილია, ზოგიერთი პროფესია ტიპურად ქალური ან ტიპურად მამაკაცური რჩება,  გამონაკლისის პოვნა ძალიან ძნელია, პრაქტიკულად არარეალურია. დავიწყოთ იმით, რომ პროფესიების ქალურ და მამაკაცურ პროფესიებად დაყოფა მეტად პირობითია. მიუხედავად ამისა, მაინც უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ეგრეთ წოდებულ მამაკაცურ პროფესიებში, პირველ რიგში, საჭიროა ფიზიკური ძალა, არაქალური ამტანობა. გარდა ამისა, ეს პროფესიები უმეტესად სახიფათოა. ეს ეხება მეხანძრეებს, კატასტროფათა ცენტრის, პოლიციისა თუ პროკურატურის თანამშრომლებსა და სხვებს. ასეთი პროფესიების წარმომადგენლებისთვის აუცილებელია არა მარტო სიმამაცე - ცეცხლმოდებულ შენობაში შესვლა ან ნანგრევების ქვეშ ჩასვლა დაჭრილების ამოსაყვანად, არამედ სტრესისადმი მომატებული გამძლეობაც. მამაკაცს მხრებზე აწევს წესრიგის დამცველის ფუნქციაც, განსაკუთრებით - ქუჩაში მოძრაობის წესების დამცველისა. დიახ, პოლიციის რიგებში ქალებსაც შეხვდებით, მაგრამ იშვიათად თუ გახდებით მოწმე, როგორ აწესრიგებენ ისინი საგზაო მოძრაობას. ნებისმიერ ამინდში რამდენიმე საათის განმავლობაში ქუჩაში დგომა, გამონაბოლქვი აირების სუნთქვა, დამრღვევის ან დამნაშავის დაკავება - ქალური საქმე არ არის. მცველისა და პირადი მცველის პროფესიაც უფრო მამაკაცისთვის არის განკუთვნილი. ქალი-პირადი მცველებიც არსებობენ, მაგრამ, გარდა იმისა, რომ ეს მეტად იშვიათი მოვლენაა, ეგზოტიკურ სანახაობად უფრო აღიქმება. მამაკაცი-მცველები უფრო მეტ ნდობას იმსახურებენ - ისინი ხომ აპრიორი დამცველები არიან. წმინდა მამაკაცურ პროფესიად, რომელიც ძლიერ ფიზიკურ დაძაბულობასა და დიდ რისკთან არის დაკავშირებული, მიიჩნევა ასევე მფრინავობა, მენავთობეობა და მეშახტეობა. ეს ისეთი სფეროებია, სადაც ქალებს ნამდვილად ვერ შეხვდებით. მიიჩნევა, რომ ფიზიკურ გამძლეობასა და ემოციურ მდგრადობას საჭიროებს ტელე- და ვიდეოოპერატორის პროფესიებიც. ეს ადამიანები მზად უნდა იყვნენ, დღე-ღამის ნებისმიერ დროს სადმე გაემგზავრონ, რათა ამა თუ იმ მოვლენის შესახებ ხანმოკლე რეპორტაჟი ტელეეკრანებზე მოხვდეს. მაგრამ აქვე უნდა შევნიშნოთ ისიც, რომ სინამდვილეში ოპერატორები რეპორტიორებთან ერთად მუშაობენ, რომელთა უმრავლესობა ქალია. აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა მაინც მამაკაცის ფიზიკურ უპირატესობას ენიჭება. ნაზი ქალისთვის ძნელია საათობით იცადოს ყინვაში, სანამ რომელიმე "ვარსკვლავი" თავის საცხოვრებელს დატოვებს, რომ რამდენიმე სენსაციური კადრი გადაიღოს. მისთვის ძნელი იქნება რომელიმე მასობრივ ღონისძიებაზე, პრესკონფერენციაზე ბრბოში გზის გაკვლევა, მით უმეტეს საომარ ზონებში მუშაობა. სწორედ ამიტომ, როცა საუბარია ფოტორეპორტიორობაზე, ოპერატორობაზე არა როგორც ხელოვნებაზე, არამედ ექსტრემალურ პირობებში ხილვადი მასალის მოპოვებაზე, მაშინ ეს პროფესია მამაკაცურიდან ყველაზე მამაკაცურად იქცევა. პროგრამირება და ატ უზრუნველყოფაც მამაკაცურ პროფესიებს მიეკუთვნება. აქ ქალები თუ მუშაობენ კიდეც, ძირითადად ვებდიზაინით არიან დაკავებულნი.


მამაკაცებს შესვლა ეკრძალებათ

პროფესიული თვალსაზრისით ქალებისთვის უფრო ახლოსაა სტაბილურობა, უსაფრთხოება, ფინანსური და სააღრიცხვო დოკუმენტაციების წარმოება, დახმარების გაწევა. იმაზე კი სრულიად გადაუჭარბებლად შეიძლება საუბარი, რომ როცა საქმე სახლსა თუ ოჯახზე მიდგება, სუსტი სქესის წარმომადგენელი პირველობას არავის უთმობს. რა თქმა უნდა, იმ სამუშაოთა შორის, რომლებიც ბავშვების აღზრდასა და მოვლასთან არის დაკავშირებული, ყველა სამუშაო ტიპობრივად ქალურია. ქალები არიან ძიძები და საბავშვო ბაღის აღმზრდელები. სკოლაშიც მასწავლებელთა უმრავლესობა ქალია. მეორე ტიპურად ქალური პროფესიაა ბუღალტერი. იშვიათია მამაკაცი, რომელიც ამ სფეროში მუშაობს. ასევე არარეალურია ამ უკანასკნელის ნახვა მდივნის ან ტელეფონის ოპერატორის ადგილას. თანამედროვე სამყაროში არამამაკაცურ სფეროდ ითვლება ჰედჰანტინგიც. სწორედ ქალბატონები ეძებენ და იღებენ სხვადასხვა საწარმოს ვაკანტურ ადგილებზე კანდიდატებს, მართავენ გასაუბრებას და წყვეტენ, რომელი კანდიდატი შესთავაზონ ხელმძღვანელობას და რომელი - არა. ითვლება, რომ ქალი მამაკაცზე გაცილებით კომუნიკაბელურია. იქნებ სწორედ ამიტომ არის, რომ გამყიდველები თუ მაღაზიის კონსულტანტები მშვენიერი სქესის წარმომადგენლები არიან. ქალზე უკეთ ვინ მოახერხებს, სრულყოფილი ინფორმაცია მოგაწოდოთ ამა თუ იმ საქონელსა თუ მომსახურებაზე, თანაც არააბსტრაქტულად და ემოციურად? არსებობს ზოგიერთი ქალური პროფესია, სადაც ძალიან ძვირად ფასობენ მამაკაცები, მაგრამ ეს სფეროები ამა თუ იმ მიზეზით მაინც ქალებისად რჩება. მაგალითად, ტრადიციულად ქალურ პროფესიად ითვლება სტიუარდესობა, მედიცინის დობა და მასწავლებლობა, მაშინ როდესაც სტიუარდებზე, მედძმებსა და მამაკაც მასწავლებლებზე დიდი მოთხოვნილებაა. დასასრულ, ისეთ პროფესიებზეც უნდა მოგახსენოთ, როგორიც ფარმაცევტი ან პროვიზორია. მამაკაცი-პროვიზორის ნახვის შანსი ისეთივეა, როგორიც ქალი-პროგრამისტისა. აფთიაქშიც ხომ გამყიდველთა უმეტესობა ქალბატონია. რა თქმა უნდა, ქალიც და მამაკაციც, ასე ვთქვათ, სოციალურ სტარტზე, თეორიულად თანაბარ პირობებში იმყოფებიან, მაგრამ ბუნების მიერ მათში ჩადებული თვითრეალიზაციის მექანიზმების დაძლევა მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში ხდება შესაძლებელი. მამაკაცები, მას შემდეგ, რაც ხიდან ჩამოვიდნენ, ბუნებით მესაკუთრეები და ლიდერები იყვნენ, ხოლო ქალებს, იმისთვის, რომ მომავალი თაობა გაეჩინათ და აღეზარდათ, მამაკაცის ძლიერი მუსკულატურისგან ნაგები "კედელი" სჭირდებოდათ თავის შესაფარებლად.

საერთო პროფესიები

ასეთ პროფესიებში ქალიც ფასობს და მამაკაციც. ეს უმთავრესად ხელოვნებასთან დაკავშირებული პროფესიებია, აგრეთვე ის პროფესიები, რომლებიც კარიერულ წინსვლას განაპირობებს. პირველ შემთხვევაში ყველაფერი გასაგებია - ხელოვნების ჟინი, განურჩევლად სქესისა, ყველა ადამიანში დევს. მეორე შემთხვევაში კი პირველ ადგილზე გამოდის ფინანსური თუ ინტელექტუალური შეჯიბრი ქალსა და მამაკაცს შორის. მიუხედავად ამისა, "საერთო პროფესიებიც" გარკვეულწილად დაყოფილია. კერძოდ, მამაკაცებთან უფრო ახლოს არის ტექნიკა, საავტომობილო წარმოება, მშენებლობა, ქალებთან - ტურიზმი, ჯანმრთელობისა და სილამაზის სფეროები და სხვა.

დასკვნის მაგივრად

ბოლოდროინდელი გამოკვლევების თანახმად, რომლებიც მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მეცნიერებმა ჩაატარეს და შემდეგ ერთმანეთთან შეაჯერეს, მამაკაცს თავის ტვინის რუხი ნივთიერება უფრო მეტად აქვს განვითარებული, რაც ხელს უწყობს სივრცობრივ და აბსტრაქტულ აზროვნებას, ხოლო ქალებს უფრო მეტი აქვთ თეთრი ნივთიერება, რომელიც კომუნიკაბელურობაზე, ჯგუფთან ერთად მოქმედებაზე, ინფორმაციის დაგროვება-გადაცემაზე, რეაქციის სისწრაფეზე აგებს პასუხს. დიახ, სწორედ ასეა, ერთი მეორეს ავსებს, ქალის სუსტ მხარეს მამაკაცის ძლიერი მხარე აწონასწორებს და პირიქით. ბუნების წინააღმდეგ კი ვერავინ წავა, ხოლო ვინც წავიდა, მან ადრე თუ გვიან ცუდად დაამთავრა... ბუნებას შემთხვევით არ მოუგონია ადამიანებისთვის ორი სქესი: მამაკაცები - ახალი სფეროების ძებნა, ქალები - ამ სფეროების ათვისება; მამაკაცები - შეუცნობელში შეჭრა, ქალები - შეცნობილის შენახვა, სრულყოფა და სხვისთვის გადაცემა. როცა ქალსა და მამაკაცს ერთ სფეროში უწევთ მუშაობა (მაგალითად, ახალი ტანსაცმლის შექმნა, ბალეტის დადგმა და სხვა), შრომა მათ შორის მაშინაც კი ბუნების შესაბამისად არის განაწილებული: მამაკაცები მოიფიქრებენ, ქალები ასრულებენ, ინახავენ, ინფორმაციას გადასცემენ და სრულყოფენ. ბიოლოგიურად თუ მივუდგებით ამ საკითხის განხილვას, შეიძლება კიდევ ერთი ფაქტი აღმოვაჩინოთ: ქალები და მამაკაცები ფიზიოლოგიურად სხვადასხვაგვარად არიან შექმნილნი. სწორედ ამიტომ ის, რაც ადვილია მამაკაცთა უმრავლესობისთვის, შესაძლოა ძალიან რთული იყოს ქალების უმრავლესობისთვის და პირიქით. ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ, სიმართლე გითხრათ, წარმოდგენაც კი არ მაქვს, რას გაუსვამენ ხაზს ქალბატონები და რას - მამაკაცები, მაგრამ, ასეა თუ ისე, ვცადე, თქვენთვის კიდევ ერთხელ დამენახვებინა ის განსხვავებები, ქალურ და მამაკაცურ პროფესიებს შორის რომ არსებობს. საბოლოოდ კი, აი, რა მინდა გითხრათ: მამაკაცებო, იამაყეთ, თქვენ ევოლუციური კიბის სულ ზედა საფეხურზე დგახართ, სწორედ იქ, სადაც თქვენმა ენერგიამ და ამბიციებმა აგიყვანათ! ასე განაგრძეთ! ჩვენო ძვირფასო ქალბატონებო, არ დაუჯეროთ ადრე დაწერილ სისულელეებს, რადგან რაც არ უნდა გააკეთოთ, რითიც არ უნდა იყოთ დაკავებულნი, შემოქმედების მწვერვალი, ყველაფრის მამოძრავებელი ძალა სწორედ თქვენ ხართ. დარწმუნებული ვარ, ნამდვილი მამაკაცები სწორედ ასე ფიქრობენ.