რა არის აკუპუნქტურა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა არის აკუპუნქტურა

თანამედროვე მედიცინა აკუპუნქტურას არ ეწინააღმდეგება. მეტიც - დასავლური მედიცინა კარგა ხანია ამ მეთოდს იყენებს. მაგალითად, არსებობს ფიზიოთერაპიული აპარატებით კანის განსაზღვრულ ზონებზე ზემოქმედების მეთოდიკა - კარგად არის შესწავლილი, რომელი ზონა რომელ შინაგან ორგანოს უკავშირდება. ადამიანის სხეულზე 600-ზე მეტი ბიოაქტიური წერტილია. ისინი სისტემურად არის განლაგებული. შესაძლებელია მათი გაერთიანება ხაზებად - ეგრეთ წოდებულ ენერგიის ცირკულაციის არხებად. აკუპუნქტურის ჩატარება შესაძლებელია როგორც თითებით (ამ მეთოდს წერტილოვან მასაჟსაც უწოდებენ), ისე სპეციალური ნემსებითაც. თითებით ზემოქმედება ნემსებით აკუპუნქტურის ანალოგიურია. თითებით აკუპუნქტურას უმეტესად მიმართავენ თავის, ყელის, კბილის, მენსტრუალური ტკივილის დროს, აგრეთვე მაშინ, როდესაც საჭიროა ექსტრემალური დახმარება - მაგალითად, მზის დაკვრის, ძლიერი გამოფიტვის, გულყრის დროს. გარდა ამისა, წერტილოვანი მასაჟით შეიძლება განიკურნოს გაციება, საჭმლის მონელების დარღვევა და მოიხსნას კიდურების დაბუჟება. თითებით აკუპუნქტურის ჩატარებისას უმთავრესად ჩხვლეტით და ზეწოლით ზემოქმედებას იყენებენ. პროცედურის დროს ავადმყოფი უნდა იჯდეს ან წვეს. შემდეგ უნდა განისაზღვროს, რომელი წერტილების დამუშავებაა საჭირო. უმეტესად ირჩევენ ერთ ძირითად წერტილს, აუცილებლობის შემთხვევაში - კიდევ ერთს ან ორს. ჩხვლეტა ხდება ცერის ფრჩხილით, ძლიერად, ღრმად და ენერგიულად, ზეწოლა - ცერი ან საჩვენებელი თითის ბალიშით. ზეწოლა უნდა იყოს საკმაოდ ხანგრძლივი და უწყვეტი. როგორც ჩხვლეტის, ისე ზეწოლის დროს პაციენტს უნდა გაუჩნდეს ტეხის, დაბუჟების, სიმძიმის შეგრძნება. ზეწოლა და ჩხვლეტა, დაავადების ხასიათიდან გამომდინარე, შეიძლება განხორციელდეს როგორც ერთდროულად, ისე შერჩევითად. ჩხვლეტას უმეტესად იყენებენ ჩაფსკვნილი ადამიანების მკურნალობისას და ექსტრემალურ შემთხვევებში, როდესაც ავადმყოფს სასწრაფოდ უნდა გაეწიოს დახმარება. შედარებით გამხდარი, ქრონიკულად მოავადე პაციენტების სამკურნალოდ ზეწოლას ამჯობინებენ. გარდა ამისა, ზოგჯერ გამოიყენება წრიული მოძრაობები - თითით აწვებიან წერტილს და ამოძრავებენ მას მცირე წრის გარშემო. ჩვეულებრივ, ზეწოლა და ჩხვლეტა შერწყმულია წრიულ მოძრაობებთან. ვიდრე პროცედურას შეუდგებოდეთ, ყურადღება უნდა მიაქციოთ შემდეგ მომენტებს:

  • მასაჟისტს ფრჩხილები უნდა ჰქონდეს მომრგვალებული, დაჭრილი არც მეტისმეტად გრძლად და არც მეტისმეტად მოკლედ: გრძელმა ფრჩხილებმა შესაძლოა დააზიანოს კანი, ხოლო მეტისმეტად ღრმად მოჭრილი ფრჩხილი სათანადო ეფექტს ვერ უზრუნველყოფს.
  • თუ მასაჟისტს ხელები ცივი აქვს, წინასწარ უნდა გაითბოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მკურნალობა ისე ეფექტური ვერ იქნება.
  • თუ პაციენტი ძლიერ არის დასუსტებული ან მეტისმეტად მგრძნობიარეა, მასაჟი დიდხანს არ უნდა გაგრძელდეს. მასაჟისტის გადაჭარბებული ძალისხმევის მაჩვენებელია თავბრუხვევა, ავადმყოფის გუნება-განწყობის შეცვლა, ძლიერი ოფლდენა, სახის ფერის შეცვლა. თუ ასეთი სიმპტომები შეამჩნიეთ, პროცედურა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ, ავადმყოფი საწოლში ჩააწვინოთ, დაალევინოთ თბილი სასმელი. აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება დაუმუშაოთ ჟენ-ჩჟუნის წერტილი (ცხვირის ქვეშ, ზედა ტუჩის ზემოთ).

დასასრულ, გვინდა შეგახსენოთ, რომ მასაჟს, თუ ის გამოუცდელმა ადამიანმა ჩაატარა, შესაძლოა გაუთვალისწინებელი შედეგები მოჰყვეს, ამიტომ სპეციალური მომზადების გარეშე წერტილოვანი მასაჟის გაკეთებას არ გირჩევთ.