მთვარე და ჩვენი ჯანმრთელობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მთვარე და ჩვენი ჯანმრთელობა

ჯერ კიდევ შორეულ წარსულში ანიჭებდნენ დიდ მნიშვნელობას ციურ სხეულებს: მზეს, მთვარეს და მზის სისტემის პლანეტებს, შეისწავლიდნენ მათ გავლენას ადამიანზე, მის არსებობაზე, ჯანმრთელობასა და ფსიქიკაზე. მაგალითად, ცნობილია, რომ მთვარე მართავს ოკეანეებსა და ზღვებს, მათ მოძრაობას. რამდენადაც ადამიანის ორგანიზმის 80%  წყალია, დედამიწის თანამგზავრი ჩვენს ნივთიერებათა ცვლაზეც მოქმედებს. არავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს, რომ მთვარე, ამასთან ერთად, გავლენას ახდენს ადამიანის ემოციებსა და ინსტინქტებზე, მის არსებაში მიმდინარე ფსიქიკურ პროცესებზე. მთვარეს შეუძლია, მართოს ადამიანის ქცევა. მთვარის ენერგიის გავლენით შესაძლოა მოდუნდეს ადამიანის ყურადღება. მთვარე სხვადასხვა დროს სხვადასხვა მიმართულებით მოძრაობს. მიმართულებადაკარგული მთვარისგან  ბევრი ოინია მოსალოდნელი, ამიტომ არ უნდა მიუჯდეთ მანქანის საჭეს მიმართულებადაკარგული მთვარის საათებში - ამ დროს ადამიანს ყურადღება მოდუნებული აქვს და კონცენტრაცია უჭირს. ახალმთვარეობა ყოველ ოცდამერვე დღეს დგება. მას კალენდარზე შავი წრით გამოსახავენ. ამ პერიოდში ჩვენი ორგანიზმი ყველაზე უკეთ არის მომზადებული წიდისგან გასაწმენდად. ამ პერიოდში შესაძლებელია ნებისყოფის დაძაბვა და სიგარეტისთვის თავის დანებება, ალკოჰოლის დოზის შემცირება, დიეტაზე ან ვეგეტარიანულ კვებაზე გადასვლა. თუ ცხოვრების წესის შესაცვლელად მზად არ ხართ, შეგიძლიათ, უბრალოდ განტვირთვის დღე მოაწყოთ. ეს მრავალ უსიამოვნებას აგაცილებთ თავიდან. მზარდი მთვარე მოგვაგონებს ნამგალს, რომლის წვერები მარცხნივ არის მიმართული. ამ პერიოდში ორგანიზმი ყველაფერს კარგად ითვისებს, ამიტომ სასურველია გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩატარება, სამკურნალო აბაზანების მიღება, მასაჟის გაკეთება. ყურადღება მიაქციეთ სახესა და სხეულს. მთვარის ავსებისას სახის კანი საკმაოდ ტენიანია და კარგად მარაგდება სისხლით, ამიტომ ნებისმიერ მკვებავ საშუალებას კარგად შეითვისებს. სამაგიეროდ, ამ პერიოდში არ შეიძლება ეპილაციის გაკეთება, მეჭეჭებისა და ჩაზრდილი ფრხილების ამოჭრა-ამოღება - ამ პროცედურების წარმატებით ჩატარებაში მთვარე ხელს არ შეგიწყობთ. ამ პერიოდში შეჭრილი თმა სწრაფად გაიზრდება, ხოლო შეღებილი დიდხანს შეინარჩუნებს ფერს. ამ დღეებში კარგია სამკურნალო მცენარეების შეგროვება, მაგრამ უნდა ვეცადოთ, მათი ხმობის პერიოდი სავსემთვარეობას არ დაემთხვეს. გახსოვდეთ, რაც უფრო მეტად ივსება მთვარე, მით უფრო ნელა ხორცდება ჭრილობები. ამდენად, ავსების ფაზაში, მით უმეტეს, სავსემთვარეობისას ოპერაციის გაკეთება არასასურველია. სავსემთვარეობა დგება მაშინ, როცა მთვარე თავისი გზის ნახევარს გაივლის. განსაკუთრებით მგრნობიარე და ემოციური, მთვარეზე დამოკიდებული ადამიანებისთვის ეს პერიოდი არც ისე სასიამოვნოა - ისინი უმიზეზოდ ღელავენ, შფოთავენ, იმატებს აგრესია, უძილობა, ხშირდება საგზაო-სატრანსპორტო და კრიმინალური შემთხვევები. სავსემთვარეობა კარგი დროა ბავშვის ძუძუდან მოსაცილებლად. მანამდე თანდათანობით უნდა გააიშვიათოთ კვება და მიიღოთ ნაკლები სითხე. მთვარის ავსებისთანავე ბავშვს უკანასკნელად უნდა მისცეთ ძუძუ. სურვილის შემთხვევაში წყლის ნაცვლად შეგიძლიათ სალბის ჩაი სვათ - ეს ხელს შეუწყობს ლაქტაციის შემცირებას. სამკურნალო მცენარეებიდან უნდა შეაგროვოთ მხოლოდ ისინი, რომელთა ფესვი და ფესვურა გამოიყენება. კლებადი მთვარე მოგვაგონებს ნამგალს, რომლის წვერები მარჯვნივაა მიმართული. ამ პერიოდში ორგანიზმი საუკეთესო სპორტულ ფორმაშია. შეგიძლიათ იაროთ კბილის ექიმთან - უსიამოვნო შეგრძნებები ნაკლებად შეგაწუხებთ და ბჟენიც მეტხანს გაგიძლებთ. საუკეთესო დროა, დაიწყოთ ორგანიზმის წიდისგან გაწმენდა და ჭარბ წონასთან ბრძოლა. ძალზე ეფექტური იქნება მოსადუნებელი ვარჯიშები. ამ პერიოდში კანი შრება, მისი სისხლით მომარაგება უარესდება. ის მეტად მგრძნობიარე ხდება გაღიზიანებისა და ტკივილის მიმართ, ამიტომ სასურველი არ არის სახის საფუძვლინი გაწმენდა და ეპილაცია. სამაგიეროდ, სავსემთვარეობის მეორე დღეს კარგია მეჭეჭებისა და ჩაზრდილი ფრჩხილების მოცილება. კარგი იქნება, თუ თმას არ შეიჭრით და არ შეიღებავთ, რადგან ის ძალიან ნელა იზრდება. თავად განსაჯეთ, რამდენად ძლიერ გავლენას ახდენს მთვარე ჩვენს ორგანიზმზე. ასე რომ, ურიგო არ იქნება, დროდადრო ავხედოთ ცას და მთვარის ფაზების მიხედვით ჩვენს გეგმებში კორექტივები შევიტანოთ.