საშვებულებო რეჟიმი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საშვებულებო რეჟიმი

ნუ შემოიფარგლებით ისტორიული ადგილების მონახულებით - შეგიძლიათ ესტუმროთ აკვაპარკს, ზოოპარკს, ბუნებრივ ნაკრძალს, საიდანაც მართლაც დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს წამოიყოლებთ. ოღონდ გახსოვდეთ, რომ არის ადგილები, სადაც გიდის დაუხმარებლად ვერაფერს გახდებით - შესაძლოა, გზა დაგებნეთ. თუ ეს დასახლებულ ადგილას მოხდა, კიდევ არა უშავს, მაგრამ თუ უღრან ტყეში დაიბენით?..

პლაჟზე

ზღვაზე დასვენებისას მთავარი, რასაკვირველია, პლაჟია, პლაჟის სტუმრობა კი განსაზღვრული წესების დაცვას მოითხოვს. ექიმები გვირჩევენ, პირველ დღეებში დღეში ერთხელ ვიბანაოთ, ამასთანავე, პლაჟზე ნახევარ საათზე მეტხანს არ დავრჩეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზმი აკლიმატიზაციას ვერ მოასწრებს და შესაძლოა, გაცივდეთ ან სითბური დაკვრის მსხვერპლი გახდეთ.

ლამაზად გარუჯვა

ლამაზ, თანაბარ რუჯზე ყველა ჩვენგანი ოცნებობს. ტყუილად კი არ დავდივართ ზამთარშიც კი სოლარიუმში, რათა ოცნებას ოდნავ მაინც მივუახლოვდეთ! კანმა სასურველი შეფერილობა რომ მიიღოს, სასურველია, მზეს დილის 9-დან 11-საათამდე და საღამოს 16-დან 19-მდე მიეფიცხოთ. სადილის შემდეგ მზის აბაზანის მიღებას ერიდეთ, თუ არ გსურთ, მზის დარტყმა მიიღოთ და დარჩენილი დღეები აფთიაქში გაატაროთ.

ადამიანი ცურვის დროსაც ირუჯება!

ნუ მიეფიცხებით მზეს დღეში 2 საათზე მეტხანს. თანაც 2 საათამდე თანდათანობით უნდა ახვიდეთ: პირველ დღეს მხოლოდ 10 წუთი გაატაროთ მზის გულზე, მეორე დღეს - 20 და ა.შ. გარდა ამისა, პირველივე დღეს ნუ გაშიშვლდებით - თავდაპირველად მხოლოდ ხელები მოიშიშვლეთ, შემდეგ - ფეხები და მხოლოდ ამის შემდეგ - ტორსი. თუ სწორად გაირუჯებით, მხოლოდ თანაბარი და ლამაზი ნამზეურით კი არ იამაყებთ, არამედ მას 2-ჯერ უფრო მეტხანს შეინარჩუნებთ. გაითვალისწინეთ: როცა ზღვაზე ბრიზი უბერავს, გარუჯვა არასასურველია - კანი გამოშრება, აიქერცლება და 2,5-ჯერ უფრო სწრაფად დაიწვება.  მზის აბაზანის მიღებისას არ დაიძინოთ - შესაძლოა, დაიწვათ. არც იკითხოთ - შესაძლოა, სერიოზული ზიანი მიაყენოთ მხედველობას.