წყლის ჰიგიენა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

წყლის ჰიგიენა

პლაჟზე

ზაფხულის სიცხეში წყალთან ბევრი ხალხის თავმოყრა ეპიდემიური თვალსაზრისით უსაფრთხო სულაც არ არის, ამიტომ ზღვასა და მდინარესთან საპლაჟო და საბანაო ადგილების მოწყობა ძალზე საპასუხისმგებლო საქმეა. საბანაოდ უნდა შეირჩეს ადგილები, რომლებიც იმ ადგილების ზემოთ მდებარეობს, სადაც ჩაედინება ჩამონადენი წყლები, ირეცხება თეთრეული, აბანავებენ ცხოველებს. როგორც არ უნდა იყოს კეთილმოწყობილი პლაჟი, დასვენება უსაფრთხო ვერ იქნება, თუ დამსვენებლები დაარღვევენ სისუფთავის წესებს და ამით ხელს შეუწყობენ ნაწლავური ინფექციების, სოკოვანი დაავადების, ჰელმინთოზების გავრცელებას. დადგენილია, რომ ნაწლავური ინფექციების გამომწვევები ჭუჭყიან პლაჟზე რამდენიმე კვირა ცოცხლობენ და ინარჩუნებენ აქტივობას. მრავალი ჰელმინთისთვის გარემოში მომწიფება შემდგომი განვითარების აუცილებელი პირობაა. ნაწლავური მიკრობებითა და ჰელმინთების კვერცხებით პლაჟის დაბინძურება თავიდან რომ ავიცილოთ, აუცილებელია, ჰიგიენის ელემენტარული წესები დავიცვათ: ვისარგებლოთ სპეციალურად პლაჟისთვის აგებული ტუალეტით, ტუალეტით სარგებლობის შემდეგ კი ხელები დავიბანოთ; არ ჩავმარხოთ ქვიშაში საკვების ნარჩენები - ეს ხელს უწყობს ბუზების გამრავლებას, ისინი კი, როგორც ცნობილია, ნაწლავური ინფექციების გადამტანები არიან. გარდა ამისა, საკვები ნარჩენების დაგროვება ხელს უშლის მავნე მიკრობებისგან, ჰელმინთების კვერცხებისგან ნიადაგის თვითგაწმენდას. არ დაიზაროთ ურნამდე მისვლა - პლაჟის ტერიტორიაზე ის აუცილებლად მოიძებნება. ნაწლავური ინფექციების გავრცელების ერთ-ერთი გზა წყალია. წყლიდან შეიძლება გადაგედოთ დიზენტერია, მუცლის ტიფი, ქოლერა, აგრეთვე - ზოგიერთი ვირუსული დაავადება, მაგალითად, ინფექციური ჰეპატიტი. ნაპირზე არსებული წყლის ხარისხს გამუდმებით უწევენ სანიტარიულ კონტროლს, მაგრამ დაავადებების თავიდან აცილება ჯერ კიდევ სათუოა. ერიდეთ ზღვისა და მდინარის წყლის დაბინძურებას ფიზიოლოგიური გამონაყოფებით, არ ჩაიბანოთ მდინარეში ან ზღვაში. განსაკუთრებით საშიშია იმ ადამიანის ფეკალიები, რომელთაც ნაწლავური დაავადება აქვთ. მავნე მიკროორგანიზმებისთვის შარდიც კარგი საკვები გარემოა. რაც უფრო მაღალია წყალში მისი კონცენტრაცია, მით უფრო მეტია მიკრობი, ამიტომ პლაჟზე მხოლოდ ტუალეტით ისარგებლეთ. არცთუ იშვიათად წააწყდებით ასეთ სურათს: პლაჟზე დასასვენებლად მოსული ოჯახი ხილს ნაპირთან ახლოს, წყალში რეცხავს. ამაზე უარესს ვერაფერს მოიგონებთ - წყალში არსებული ბაქტერიები ხომ ხილსა და ბოსტნეულზე რჩება! არაფრით არ შეიძლება ზღვაში ჩამავალი მდინარის წყლით დაბანა, რადგან, წესისამებრ, პატარა მდინარეები ძლიერ არის დაბინძურებული ნაწლავური ინფექციის გამომწვევი მიკრობებით და ჰელმინთების კვერცხებით. ეს იმით აიხსნება, რომ ამ მდინარეებში ჩაედინება ნარეცხი წყლები; ამ წყალს სვამენ ცხოველები; ამავე მდინარეში იღვრება ექსკრემენტებიც. ცნობილია, რომ ეპიდერმოფიტია - ფეხების სოკოვანი დაავადება - უფრო ადვილად ვრცელდება იქ, სადაც ხალხი ფეხშიშველი დადის, ამიტომ გირჩევთ, პლაჟზე საპლაჟო ფეხსაცმელი - რეზინის ქოშები, სანდლები - ჩაიცვათ. საშხაპეში მხოლოდ წყალი გადაივლეთ, საპონს ნუ წაისვამთ - საპნის ტუტე ხსნარი აადვილებს ტერფის კანში სოკოს შეღწევას.

რა აბინძურებს აუზს?

აუზის წყლის დაბინძურება განუწყვეტლივ მიმდინარეობს. წყალი, რომელიც აუზში ჩადის, უკვე შეიძლება შეიცავდეს მავნე ნივთიერებებს, მაგრამ დაბინძურების ძირითადი წყარო მაინც მობანავეა. ის ნივთიერებები, რომლებიც ბანაობისას აუზში ხვდება, 3 კატეგორიად იყოფა:

  • ორგანული გამონაყოფები;
  • სხეულზე არსებული ჭუჭყი;
  • კოსმეტიკა.

ორგანული გამონაყოფებია ნერწყვი, შარდი, ცხვირისა და პირის ღრუს ლორწო, თმა, კანის ნაწილაკები. ეს ყველაფერი უხვად შეიცავს მიკროორგანიზმებს - ბაქტერიებსა და ვირუსებს. თუ აუზში ადამიანი ვარჯიშობს კიდეც, ის ოფლსაც დაკარგავს, განსაკუთრებით მაშინ, როცა აუზი ცხელი წყლით არის სავსე. აუზს აბინძურებს შარდიც (ზოგჯერ შარდის გამოყოფა უნებლიეა). სადეზინფექციო საშუალებებსა და ოფლის შარდოვანას დაშლის პროდუქტებს შორის მიმდინარე რეაქცია ზრდის წყალში ქლორის რაოდენობას, ასეთი წყალი კი აღიზიანებს თვალებსა და კანს. ქლორის ზოგიერთი ნაერთი ორთქლდება და აუზის ირგვლივ არსებულ ჰაერს აბინძურებს, რაც ნეგატიურად აისახება როგორც მობანავეების თვითშეგრძნებაზე, ისე აუზის ტექნიკურ მდგომარეობაზე. ამ არასასურველი რეაქციების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია აუზში წყლის ხშირი ცვლა, შენობის ინტენსიური განიავება. ღია აუზებში, გარდა ამისა, ხვდება ნაგავიც: ფოთლები, ბალახი, ნიადაგი, ფრინველების გამონაყოფები, მწერები. ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში აუზში ჰიგიენის წესები მკაცრია. ამ წესების მიხედვით, აუზში ჩასვლის წინ აუცილებელია შხაპის მიღება, ხოლო ბანაობისას - საბანაო ქუდის დახურვა.