სასუქი და საკვები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სასუქი და საკვები

- ბატონო ნუგზარ, რა სახის სასუქი შემოდის საქართველოში და თუ ხდება სასუქის ადგილობრივად წარმოება?

- საქართველოში სასუქი შემოდის ჰოლანდიიდან, უკრაინიდან, ბელორუსიიდან, ისრაელიდან. ყველა რეგისტრირებულია და აქვს სახელმწიფო სერტიფიკატი. ეს არის კომბინირებული, კომპლექსური სასუქები, რომლებიც შეიცავს მცენარის ზრდა-განვითარებისათვის საჭირო მიკრო- და მაკროელემენტებს. ადგილობრივი წარმოების სასუქია ამონიუმის გვარჯილა, რომელშიც აზოტის შემცველობა 34,4%-ია.

- როგორ განისაზღვრება სასუქის შეტანის ნორმები?

- სასუქის შეტანის ნორმები იმის მიხედვით განისაზღვრება, რამდენად ნაყოფიერია ნიადაგი და რამდენად სჭირდება მცენარეს ესა თუ ის ელემენტი, ესა თუ ის საკვები ნივთიერება. ამის საფუძველზე ვანგარიშობთ შესატანი სასუქის დოზას და შეტანის ვადას, ანუ იმას, რომელი სასუქი წლის რომელ პერიოდში უნდა გამოვიყენოთ. მაგალითად, აზოტოვანი სასუქის გამოყენება შეიძლება ვეგეტაციის პერიოდში, ანუ მცენარის აღმოცენებიდან ან გადარგვიდან ნაყოფის მოცემის მომენტამდე. ამონიუმის გვარჯილის ანუ აზოტოვანი სასუქის მიცემა ბოსტნეულ კულტურებში წყდება მოსავლის აღებამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე, მაშასადამე, ის უნდა მიეცეს მცენარეს ზრდის პირველ პერიოდში, როდესაც იგი ქმნის მწვანე მასას, იწყებს ყვავილობას და იძლევა ნაყოფს.

- ასე მიცემული სასუქი ნაყოფში არ გადავა?

- ჭარბი დოზა, თავისთავად ცხადია, გადავა ნაყოფში. მაგრამ მე უკვე მოგახსენეთ, რომ სასუქის დოზები უნდა განისაზღვროს ნიადაგის ნაყოფიერებისა და მცენარის მოთხოვნილების მიხედვით. ქიმიური სასუქის გარეშე პროდუქტის მოყვანა ალბათ ძალიან გაგვიჭირდება, მაგრამ სწორად გამოყენების შემთხვევაში ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხე ნამდვილად არ შეექმნება.

- ესე იგი უსისტემოდ სასუქის მიცემა არ შეიძლება?

- სასუქის უსისტემო მიცემა დაუშვებელია. გასათვალისწინებელია ნიადაგის ნაყოფიერება, ასევე - რა კულტურის მოყვანა გვინდა ამ ნიადაგზე და რა რაოდენობით. ამის მიხედვით ხდება შესატანი სასუქის ზუსტი ოდენობის გამოთვლა. ხაზს ვუსვამ: ლაპარაკია უმთავრესად ამონიუმის გვარჯილაზე, თორემ კალიუმი და ფოსფორი ნიადაგში ჭარბადაც რომ იყოს, მცენარე მხოლოდ იმდენს შეიწოვს, რამდენიც სჭირდება. ნიადაგის განოყივრება ხდება როგორც ორგანული, ისე მინერალური სასუქებითაც. ბაზარზე ხშირად ვხვდებით სამკომპონენტიან რთულ სასუქებს: სუპერარგოს, ნიტროამოფოსკას, დიამოფოსკას, სადაც თავმოყრილია სამივე ელემენტი: აზოტი, ფოსფორი და კალიუმი, თუმცა მათი თანაფარდობა დაცულია, ამიტომ ნაყოფში ნიტრატების დიდი რაოდენობით გადასვლა, ჩემი აზრით, არ მოხდება.

- სასუქის სიჭარბე თავად მცენარეს არ ვნებს, მოსავლიანობაზე უარყოფითად არ აისახება?

- სასუქის უსისტემო მიცემა, ცხადია, ვნებს მცენარეს. იგი ჭარბად ივითარებს ვეგეტატიურ მასას და ამის შედეგად მოსავლის მარტო ხარისხი კი არ უარესდება, არამედ რაოდენობაც მცირება. გარდა აზოტისა, ფოსფორისა და კალიუმისა, მცენარეს სჭირდება სხვა ელემენტებიც. დეფიციტის შემთხვევაში ყოველთვის შეიძლება გამოვიყენოთ ორგანული სასუქი, გუმატები, აგროვიტალი, რომლებიც ეძლევა მცენარეს როგორც ფოთლოვანი კვებით, ისე ნიადაგში შეტანითაც. ეს სასუქები, თუ სწორად გამოვიყენეთ, ადამიანისთვის სახიფათო არ არის.

- როგორ მიხვდეს მომხმარებელი, გაჯერებულია თუ არა პროდუქტი სასუქით?

- მომხმარებელს ამის გარკვევა ძალიან გაუჭირდება. ამის დადგენა მხოლოდ ლაბორატორიული გამოკვლევებით არის შესაძლებელი. მედიკოსები მრავალ დაავადებას მიაწერენ ნიტრატებს. ნიადაგმცოდნეების, აგროქიმიკოსების, მცენარეთა დამცველების, აგრონომების ვალია, განსაზღვრონ ნიადაგის ნაყოფიერების მიხედვით ამა თუ იმ სასუქის გამოყენების სრული ნორმირება. სხვა თუ არაფერი, სასუქის ჭარბი გამოყენება ფერმერს უფრო ძვირი დაუჯდება. მსხვილი თუ წვრილი ფერმერები ბოლო ხანს სულ უფრო ხშირად იხრებიან ადგილობრივი წარმოების სასუქებისკენ. ასეთია ორგანული ნაკელი, ნეშომპალა, კომპოსტები, აგროვიტა, ბიოჰუმუსი...

- შეესაბამება თუ არა სიმართლეს მოსაზრება, რომ დიდი ზომის ნაყოფი სასუქით არის გაჯერებული?

- დიდი პომიდორი, კიტრი თუ საზამთრო შესაძლოა ნიტრატებით სრულიადაც არ იყოს გაჯერებული; არსებობს ჯიშები, ჰიბრიდები, რომლებიც თავისთავად, ნორმირებული კვების პირობებშიც კი, იძლევა დიდ ნაყოფს. ეს ამა თუ იმ კულტურის ჯიშურ თავისებურებებზეა დამოკიდებული.

- ჰიგიენას თუ შეუძლია მავნე ნივთიერებებისგან დაგვიცვას?

- ხილ-ბოსტნეულის გამდინარე წყლით გარეცხვა აუცილებელია, რადგან მარტო ნიტრატი არ არის ჯანმრთელობისთვის საზიანო - მავნეა კონტაქტური სასუქიც. სახიფათოა ქუჩაში, არასათანადო ჰიგიენურ პირობებში, პროდუქტის გასინჯვა და ყიდვაც კი. სანიტარული ნორმების დაცვა ყველას მოეთხოვება. ეს ჯანმრთელობის აუცილებელი პირობაა.