მენიუ და განწყობილება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მენიუ და განწყობილება

სეროტონინი ზრდის კუნთების ტონუსს, სტრესისადმი გამძლეობას და, რა თქმა უნდა, კარგ განწყობილებასაც უზრუნველყოფს. იმისთვის, რომ ეს სასწაულმოქმედი ჰორმონი გაძლიერებულად წარმოიქმნას, მიირთვით პროდუქტები, რომლებიც მდიდარია ტრიპტოფანითა და ნახშირწყლებით. ტკბილეული ძალზე სწრაფად აუმჯობესებს განწყობას, თუმცა მოკლე ხნით. ტრიპტოფანის შემცველ საკვებს კი უფრო ხანგრძლივი ეფექტი აქვს. ასეთია ყველი, კვერცხი, ლობიო, ხორცი, სოია, ხაჭო. განწყობის ასამაღლებლად შესანიშნავი საშუალებაა 1 ფინჯანი მუქი ჩაი ან ნატურალური ყავა. სეროტონინის გამომუშავებას ხელს უწყობს ბ ჯგუფის ვიტამინები და მაგნიუმი. პირველი უხვად არის ღვიძლში, შვრიაში, ლუდის საფუარში, ნესვში, გოგრაში, ფორთოხალში, მეორე კი ბრინჯში, გარგარის ჩირში. ენდორფინები და ენცეფალინები ენერგიასა და სიცოცხლის ხალისს გვმატებენ. თუ კარგად დავნაყრდებით ბრინჯით, კარტოფილით, ბულგარული წიწაკით, ბანანით, ნუშითა და ზღვის პროდუქტებით, ეს ჰორმონები დიადი საქმეებისკენ გვიბიძგებენ. ნაყინი ცილებისა და ნახშირწყლების წყაროა, გვანაყრებს და ძალ-ღონით გვავსებს. გარდა ამისა, რძე და ნაღები, რომლისგანაც ნაყინს ამზადებენ, ნერვული სისტემის დამამშვიდებელ ნივთიერებას შეიცავს. რაც მთავარია, ნაყინი შეიცავს ამინმჟავა ლ-ტრიპტოფანს, რომელიც სწრაფად ამარცხებს უგუნებობასა და დეპრესიას. ალბათ ბევრი დაგვეთანხმება, რომ ყავის მხოლოდ არომატიც კი იწვევს სიამოვნების განცდას, გვმატებს მხნეობას. ყავა ამცირებს მადას და აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას, აუმჯობესებს როგორც ფიზიკურ, ისე გონებრივ აქტივობას, საგრძნობლად ამაღლებს კონცენტრირების უნარს. შოკოლადი განწყობილებას რომ ამაღლებს, დიდი ხანია დამტკიცებულია. ის გახლავთ ბედნიერების ჰორმონის ყველაზე მდიდარი წყარო. მაგრამ აუცილებელია სიფრთხილე - სტრესის დროს შოკოლადის გამოყენება შესაძლოა ჩვევად იქცეს და ყოველ ჯერზე უფრო და უფრო დიდი დოზა გახდეს საჭირო. ასე რომ, ამ ნუგბარს მეტისმეტად ნუ მიეძალებით! თუ მუშაობის დროს დაღლილობა იგრძენით, მიირთვით ერთი ულუფა შავი შოკოლადი - ძალას შეგმატებთ. კერძს დაამატეთ წიწაკა. მისი გემო და განსაკუთრებული არომატი აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ზედმეტი კილოგრამები განწყობილებას ვეღარ გაგიფუჭებთ. ახალი შთაბეჭდილებები გწყურიათ? მოაწყვეთ საღამო ეგზოტიკურ სტილში. აანთეთ არომატული სანთლები, მოამზადეთ კარკატეს ჩაი. ჩართეთ შესაფერისი მუსიკა. ანდა, უბრალოდ, მოიწვიეთ მეგობრები და მოამზადეთ პუნში მარტივი რეცეპტით: ფინჯან ცხელ ჩაიში გააზავეთ 1 ჩაის კოვზი კონიაკი და რომი, დაამატეთ შაქარი და ერთი ნაჭერი ლიმონი. ეს სასმელი მოდუნებაში დაგეხმარებათ, თუმცა სიფხიზლეს არ დაგაკარგვინებთ. ანანასი ასტიმულირებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას, ამაღლებს იმუნიტეტს, აქვს კიბოს საწინააღმდეგო თვისებები. ოლეინის მჟავა, რომელსაც შეიცავს ზეითუნის ზეთი, ადამიანს ოპტიმისტურად განაწყობს და სიცოცხლის ხალისს მატებს. ექიმები დიდი ხანია გვირჩევენ, მადის მოსაგვრელად ჭამის წინ დავლიოთ 1 ჭიქა წითელი ღვინო  - ის ხელს უწყობს კუჭის წვენის გამოყოფას და ცილოვანი პროდუქტების (განსაკუთრებით - ხორცის) გადამუშავებას. აპერიტივის (მადის მომგვრელი სასმლის) მოდა ფრანგებმა დაამკვიდრეს და ის უფრო და უფრო პოპულარული ხდება. კიდევ ერთი ნიუანსი: აპერიტივი არ გულისხმობს აუცილებლად ალკოჰოლის გამოყენებას; ჭიქაში შეიძლება ესხას მინერალური წყალიც, ხილის წვენიც, უალკოჰოლო კოქტეილიც. უფრო და უფრო პოპულარული ხდება ორთქლზე მომზადებული საკვებიც. ბოლო ხანს ამისთვის უამრავი ხელსაწყოც შეიქმნა. ასეთი კერძი სასარგებლოა: მასში მეტია ვიტამინები და საკვები ბოჭკო, ნაკლებია კანცეროგენი და ცხიმი, ბონუსად კი ჯანმრთელი საკვების ბუნებრივი გემოთიც ისიამოვნებთ.