რატომ არ მოჰყავს მამაკაცს ცოლი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ არ მოჰყავს მამაკაცს ცოლი

მაინც საიდან იღებს სათავეს ეს "დაკანონებული მარტოხელობა"? რატომ მოძრაობენ ისინი ჯიუტად იმ მიმართულებით, რომელიც ქორწინების საპირისპიროა? პირობითად შეიძლება გამოიყოს ოჯახური ცხოვრების მოწინააღმდეგეთა რამდენიმე ტიპი:

1. პიტერ პენის სინდრომი

"- მოდი, ბავშვობის ქვეყანაში გავფრინდეთ! იქ მხიარულება და უზრუნველი ცხოვრებაა!" - ასე მოუწოდებს პიტერ პენი თავის ახალ მეგობარ გოგონას. ამ ბიჭუნას არ სურდა გაზრდილიყო, მიუხედავად იმისა, რომ ვენდი, მისი მეგობარი გოგონა, ყოველმხრივ ცდილობდა მასში პასუხისმგებლობის გრძნობის გაღვივებას. თქვენ გგონიათ, ასეთი გმირები მხოლოდ ზღაპრებში გვხვდებიან? ისინი ჩვენ შორისაც მრავლად არიან - მამაკაცები, რომელთა არსებაშიც ბავშვი ცხოვრობს. ისინი უარს როდი ამბობენ იმაზე, რომ გაიზარდონ; არა, უბრალოდ, მოწიფულობისასაც სულის სიღრმეში კვლავ ბიჭუნებად რჩებიან - უპასუხისმგებლო ყმაწვილებად, რომელთაც არ შესწევთ სერიოზული ურთიერთობების აგების უნარი. ფსიქოლოგები მათ სწორედ ასე უწოდებენ - მამაკაცები პიტერ პენის სინდრომით. არსებობს თუ არა შანსი? ასეთი მამაკაცებისთვის  ქორწინება თავისუფლების დაკარგვასა და უზრუნველი ცხოვრების შეწყვეტასთან ასოცირდება. "პიტერ პენის" ტიპისთვის ყველაზე სასიამოვნო საქმიანობაა დინების მიმართულებით, ზედმეტი ძალების დაუხარჯავად ცურვა. ღუზის ჩაშვება წყნარ ნაპირზე სახელწოდებით "ქორწინება"? არავითარ შემთხვევაში! ეს იმას ნიშნავს, რომ საფრთხე დაემუქროს მის უმარტივეს ბიჭურ სიამოვნებებს. ასეთი მამაკაცები შესაძლოა ძალიან დიდხანს დარჩნენ მარტოხელებად, ბერბიჭებად, სანამ ბოლოს და ბოლოს ფსიქოლოგიურად არ მომწიფდებიან სრულფასოვანი ურთიერთობისთვის, რომლებიც ურთიერთპასუხისმგებლობას დაეფუძნება.

2. საქმე უპირველეს ყოვლისა!

დღეს მოდურია, იყო საქმიანი მამაკაცი, მუყაითი და გამრჯე. არც ერთ ჩვენგანს არ სურს, რომ 30-40 წლის ასაკში წარუმატებელ ადამიანად იგრძნოს თავი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საჭიროა მუშაობა, მუშაობა... შესვენების დროს კი შეიძლება წინასწარი შეთანხმებით ხანმოკლე ფლირტი გააბან, მაგრამ ხანგრძლივი ურთიერთობისა და მიჯაჭვულობისთვის დრო არ ჰყოფნით. ზოგჯერ მთელი არსებით მუშაობაში ჩაფვლა არის სწორედ საბაბი, მარტოხელობის გასამართლებლად. კარიერული წარმატება პირად ფრონტზე წარუმატებლობის კომპენსაციას ახდენს. მამაკაცი გარბის საქმეებისკენ, გაურბის შინაგან პრობლემებს: ნაკლებად თავდაჯერებულია, წარუმატებლობის განცდისა ეშინია. არსებობს თუ არა შანსი? ხშირად საქმიანი კაცის მარტოხელა ცხოვრება წლობით გრძელდება, ზოგჯერ - მანამდე, სანამ მამაკაცი არ მიაღწევს შესამჩნევ კარიერულ წარმატებას ან არ შეიცვლის მსოფლმხედველობას, ზოგჯერ კი მანამდე, სანამ არ შეხვდება ქალს, რომელიც დაეხმარება, თავი გაართვას პირად პრობლემებს.

3. სათუთი ბუნება

ძლიერი სქესის ზოგიერთ წარმომადგენელს უჭირს, არჩევანი ერთ ქალზე შეაჩეროს. ქორწინება საკმაოდ სერიოზული ნაბიჯია, ამიტომაც ისინი ცდილობენ, წინასწარ გათვალონ ყველა მოსალოდნელი შედეგი. მამაკაცი ხვდება ერთ ქალს, შემდეგ - მეორეს, მესამეს. "იქნებ მომდევნო იყოს იდეალური?" ბევრს ეშინია შეცდომის. ისინი თვალს ადევნებენ დაქორწინებულ მეგობრებს. აკვირდებიან ერთობლივი ცხოვრების დადებით და უარყოფით მხარეებს. ღალატი, ოჯახური უსიამოვნებები - ყველა ეს პრობლემა მათ აშინებს. არის თუ არა შანსი? ისინი მარტოხელებად რჩებიან, სანამ ვერ მოერევიან შიშებს და არ მოიკრებენ გამბედაობას იმისთვის, რომ მეგობარ ქალს ხელი სთხოვონ. ამ ტიპის მამაკაცებს მიეკუთვნებიან ის რომანტიკოსები, რომლებიც მოთმინებით ელიან სანუკვარ მეორე ნახევარს - "ციხე-კოშკში მომლოდინე მეფის ასულს".


4. რას იტყვის დედა?!

ამ ტიპის მამაკაცს პირველ ადგილზე ყოველთვის დედა ჰყავს. ეს ვაჟბატონი მანამდე არ შეხვდება ქალიშვილს, სანამ ის მშობლის მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს. დედის მოთხოვნები კი უზარმაზარია. ის მიჯაჭვულია თავის საყვარელ შვილს და არ სურს, იგი ვინმეს გაუყოს. შედეგად, ვერც ერთი პრეტენდენტი ვერ იღებს "გამსვლელ ქულას". დროთა განმავლობაში მამაკაცი ეჩვევა ამ სიტუაციას და საკუთარ თავს მოხუც დედას უძღვნის. არის თუ არა შანსი? ასეთი მამაკაცის მარტოობა დიდხანს გასტანს, მაგრამ პრობლემა არც მაშინ გვარდება, როცა მისი მზრუნველობა უკვე აღარავის სჭირდება - მამაკაცი გადასჩვევია ქალებთან ურთიერთობას და აღარც რამის შეცვლის სურვილი აქვს. დასკვნა: მარტოხელების ჩამოთვლილი ტიპებიდან რომელიმეს საკურთხეველთან მიყვანა არც ისე ადვილი საქმეა:

  • "პიტერ პენისთვის" ახალი პასუხისმგებლობა შესაძლოა მძიმე ტვირთი აღმოჩნდეს;

    ლ საქმიანი კაცი ადრე თუ გვიან დადგება არჩევანის წინ: ცოლი ან სამუშაო - რომელია მათ შორის უფრო მნიშვნელოვანი;

  • მსგავსი არჩევანის წინაშე დადგება "დედიკოს ბიჭიც", რომელიც საბოლოოდ ალბათ მაინც დედის კალთას აირჩევს. თუ მაინც გადაწყვიტა სერიოზული ნაბიჯის გადადგმა, ის შეეცდება იპოვოს მეორე "დედა";
  • ზემოქმედება შეიძლება ნაკლებად თავდაჯერებულ მამაკაცზეც, რომელსაც უჭირს გადაწყვეტილების მიღება. მთავარია, ქალმა მოვლენები არ დააჩქაროს. მამაკაცი თანდათანობით უნდა მომწიფდეს დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მისაღებად.

ზოგჯერ მარტოხელობის სინდრომი არასრულფასოვნების კომპლექსს უკავშირდება. ჩვენი მთავარი კომპლექსები სქესობრივ სფეროსთან არის გადაჯაჭვული, თუმცა, რა საოცარიც უნდა იყოს, ისინი სწორედ მაშინ ჩნდება, როცა სექსზე არც კი ვფიქრობთ. ამერიკელი ფსიქოთერაპევტის ელიზანტერ ლოურენის აზრით, თანამედროვე ცივილიზაციამ ადამიანს ოთხი ძირითადი სექსუალური როლი არგუნა, რომლებიც მისი განვითარების ოთხ სტადიას შეესატყვისება: ქალებს - შვილის, დის, რომანტიკული იდეალისა და დედის; მამაკაცებს - შვილის, ძმის, რაინდისა და მამის. განვითარების თითოეულ საფეხურზე ადამიანი ახალ როლს ითვისებს, მერე კი აერთიანებს მათ და ამგვარად ყალიბდება პიროვნებად, რომელიც მთლიანად უნდა გაიხსნას სქესში, მაგრამ თუ მის ცხოვრებას კომპლექსი მართავს, შეიძლება არაცნობიერად რომელიმე საფეხურზე შეჩერდეს და მთელი სიცოცხლე ეს როლი ითამაშოს. ვაჟიშვილი - ის მამაკაცია, ვისი განვითარებაც მოუმწიფებელი მოზარდის სტადიაზე შეჩერდა. მას ძალზე შეეფერება ეპითეტი "უძღები შვილი". ეს უმწიფარი "ფლეიბოი" ფულსა და სექსუალურ ენერგიას ქარს ატანს. ყოველი ქალი მისთვის დედაა, რომელსაც უნდა აამოს, სქესობრივი თვითშეფასება მით უფრო მაღალი აქვს, რაც უფრო უკეთ ახერხებს ქალის დაკმაყოფილებას, თუმცა რაკი სქესობრივ პარტნიორში დედას ხედავს, მასთან ურთიერთობისას სრულ სქესობრივ თავისუფლებას ვერ აღწევს. ძმა - ამ სტადიაზე ყოვნდებიან მამაკაცები, რომლებიც ბავშვობაში დედის ბანაკში იყვნენ და მასთან ერთად ტირან მამას ებრძოდნენ. მამაკაცი-ძმა საპირისპირო სქესის მიმართ ასექსუალურია, მაგრამ მტკიცე, მამაკაცური ბუნების დისგან განსხვავებით, პასიურია და რბილი, ქალური ხასიათით გამოირჩევა. რაინდი - ასეთი მამაკაცი, ერთი მხრივ, სექსუალური თავგადასავლების ჟინით არის შეპყრობილი, მეორე მხრივ კი რომანტიკული ილუზიების ტყვეა. ის აგრესიულია და ჯიუტი, მუდამ საკუთარ მამას ეჯიბრება, თუმცა ვერასოდეს იმარჯვებს. ის ვერ ახერხებს, სექსსა და სიყვარულს ერთსა და იმავე ადამიანში მოუყაროს თავი - ქალი მისთვის ან მადონაა, ან ბაბილონელი მეძავი. რაინდი შეუპოვრად ეძებს ზეციურ ქალღმერთს, მაგრამ დაეუფლება თუ არა მას, გრძნობა მაშინვე უნელდება. შიში, რომ საკუთარი თავი ქალს უნდა მიუძღვნას, სრულფასოვან სქესობრივ ცხოვრებაში ხელს უშლის. ამავე მიზეზით გაურბის ცოლის შერთვას, ხოლო თუ დაქორწინდა, მეუღლისადმი მალე კარგავს ინტერესს. მამა - ამ როლს ირჩევს მამაკაცი, რომელიც ბავშვობაში თავს მამასთან აიგივებდა. მის ქცევას ყოველთვის ძალის დემონსტრირების სურვილი უდევს საფუძვლად. ასეთი მამაკაცი, ჩვეულებრივ, შრომისმოყვარეა, მდიდარი ან, უკიდურეს შემთხვევაში, ავტორიტეტული. შინაურებთან მკაცრია. მიიჩნევს, რომ ქალის მოვალეობა ბავშვების გაჩენა და ოჯახის მოვლაა. სექსი მისთვის მხოლოდ ბიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილების საშუალებაა, რომელიც რაც შეიძლება მალე უნდა მოილიოს, რათა მშვიდად დაუბრუნდეს სამუშაოს. ამ ტიპის მამაკაცს, როგორც არ უნდა ეცადოთ, ვერაფრით დაარწმუნებთ, რომ ცხოვრება მშვენიერია.

პირისპირ

სასიყვარულო ურთიერთობებში ამა თუ იმ ნიღაბს იმიტომ ვირგებთ, რომ საკუთარი სექსუალურობა დავმალოთ და მშობლები არ გავაღიზიანოთ. მოზარდებს ასეთი რამ მიეტევებათ, მაგრამ მოწიფულ ადამიანს, მით უმეტეს, მამაკაცს უფროსებისა უკვე აღარ უნდა ეშინოდეს. თუ ამას გავაცნობიერებთ და ჩვენს კომპლექსებს თვალებში ჩავხედავთ, მათგან თავის დაღწევას მოვახერხებთ და სრულფასოვან სქესობრივ ცხოვრებას შევძლებთ. თუმცა ყველა როდი მიილტვის ამისკენ, მით უფრო, თუ შესაფერისი პარტნიორი იპოვა - მას შეუძლია იდეალური ურთიერთობა დაამყაროს მასთან. კომპლექსებისგან გათავისუფლების უამრავი გზა არსებობს. ნებისმიერი გამოგადგებათ, მთავარია, სპეციალისტს საჭირო გამოცდილება და კვალიფიკაცია ჰქონდეს.