მამობრივი ინსტინქტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მამობრივი ინსტინქტი

დედობრივი სიყვარული ბრმაა, მამობრივი - უფრო მომთხოვნი და ობიექტური. დედობრივი სიყვარული უპირობოა: არ აქვს მნიშვნელობა, ლამაზი, ჭკვიანი, კეთილი ხარ თუ არა, - მე ისეთი მიყვარხარ, როგორიც ხარ, იმიტომ რომ შენ ხარ ჩემი შვილი. მამობრივი სიყვარული პირობითია: თუ იქნები ლამაზი, ჭკვიანი, კეთილი, მაშინ მე შენ გაგიკეთებ ამას და ამას; მე მამა ვარ და ყველაფერი შემიძლია. სხვაგვარად რომ ვთქვათ, დედა ასაჩუქრებს, მამა აჯილდოებს. მამაკაცები იშვიათად უყვავებენ შვილებს, სამაგიეროდ, ყოველთვის სჯიან მათ უსაქციელობის გამო. დედებს უყვართ ხანგრძლივი აღმზრდელობითი საუბრები, მამები კი აქტიურ ქმედებას ამჯობინებენ - დილის ვარჯიშს, ფეხბურთს... ქალის ცნობიერებაში დედობრივი პროგრამა დაბადებიდანვეა ჩადებული, მაშინ როდესაც მამაკაცი საამისოდ უნდა მომწიფდეს. ბევრი მამაკაცი მამად თავს მაშინ აღიქვამს, როდესაც ბავშვს 3 წელი უსრულდება. ეს იმიტომ, რომ მამაკაცებს ეშინიათ პატარების. ფსიქოლოგები ირწმუნებიან, რომ მამაკაცების ნახევარმა არ იცის, როგორ მოექცეს პატარა ბავშვს და შიშობს, უხერხული მოძრაობით მას ზიანი არ მიაყენოს. ამიტომ არის, რომ ბევრი მამაკაცი არაფრით არ გამოუცვლის ბავშვს პამპერსს, არ დააჭრის ფრჩხილებს და ა.შ. არიან ისეთი მამებიც, რომლებსაც სწამთ, რომ ბავშვს დედა უფრო მეტად სჭირდება, ხოლო მათ თავიანთი ვარსკვლავური როლი უკვე შეასრულეს. ასეთი მამაკაცები მოთმინებით ელიან, როდის წამოიზრდება ბავშვი, რომ მოზრდილი ადამიანივით ესაუბრონ. მამობრივი ინსტინქტის ჩამოყალიბებაზე გავლენას ახდენენ მშობლები, საზოგადოება, მეგობრები და მრავალი სხვა ფაქტორი. მაგალითად, ბიჭებისთვის ყველაზე სასურველი მეომრის როლია და არა ოჯახის თავისა. მამაკაცმა მთელი ის პასუხისმგებლობა რომ გაიაზროს, რასაც ოჯახის უფროსობა აკისრებს, დიდი ძალისხმევა და მდიდარი ცხოვრებისეული გამოცდილება სჭირდება. არანაკლებ მნიშვნელოვანია დამოუკიდებლობის ხარისხი. თუ ბავშვი მთელი სიცოცხლის განმავლობაში განიცდის მშობლების გავლენას, ზრდასრულ ასაკში ის ცოლის გავლენის ქვეშ მოექცევა. შეუსრულებს მას ყველა სურვილს და გაითვალისწინებს მის ყოველ რჩევას, თუმცა გულის სიღრმეში იეჭვიანებს შვილზე, რომელმაც სიყვარულის, ყურადღებისა და მზრუნველობის დიდი წილი წაართვა. ათიდან 9 შემთხვევაში ვაჟები ისევე იქცევიან, როგორც მათი მამები. თუ პატარაობაში ბავშვს აკლდა მამის ყურადღება და ალერსი, ზრდასრულ ასაკში თავადაც უყურადღებო და უხეში მამა იქნება. სინამდვილეში ბავშვს მამის ყურადღება ისევე სჭირდება, როგორც დედისა. ფსიქოლოგების მონაცემებით, ყოველი მეორე მამაკაცი მამობაზე ოცნებობს, მაგრამ ეშინია ამის. ზოგიერთს პასუხისმგებლობა აფრთხობს, ზოგს კი ეშინია, ცუდი მამა არ აღმოჩნდეს. ეს შიში და ეჭვი არცთუ ისე ცუდია, რადგან იმაზე მიუთითებს, რომ მამაკაცი სერიოზულად ეკიდება ოჯახს და ესმის, რომ ბავშვის დაბადების შემდეგ მისი ცხოვრება მკვეთრად შეიცვლება.