იცით თუ არა? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

იცით თუ არა?

* სასარგებლოა სახსრებისთვის. ომეგა-3 მჟავები ართრიტისა და ართროზის დროს მშვენივრად ახერხებენ ანთებითი პროცესების ჩაქრობასა და ტკივილის შემცირებას.

* ამაგრებს ძვლებს. ორგანიზმი კალციუმს მხოლოდ მაშინ ითვისებს, როდესაც მასში საჭირო რაოდენობითაა D ვიტამინი, თევზის ქონი კი ამ ვიტამინის ერთ-ერთი საუკეთესო წყაროა.

* აუმჯობესებს განწყობას. თევზის ქონის წყალობით ორგანიზმში გამომუშავდება სიხარულისა და ბედნიერების ჰორმონი - სეროტონინი, ამის კვალდაკვალ კი მცირდება სტრესის ჰორმონების სინთეზი.

7 ფაქტი მზესუმზირას შესახებ

1. თუ ხშირად მიირთმევთ მზესუმზირას, ქოლესტერინთან დაკავშირებულ პრობლემებზე შეგიძლიათ არ იფიქროთ.

2. მზესუმზირა მაგნიუმით ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი პროდუქტია. მისი 100 მარცვალი 317 მგ ამ ელემენტს შეიცავს.

3. მზესუმზირა ელასტიკურობას მატებს კანს, ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას და ადამიანს გაცილებით ახალგაზრდულ იერს სძენს.

4. სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა აგვისტოს ბოლოს და სექტემბრის დასაწყისში აღებული ახალი მზესუმზირა.

5. მზესუმზირა განსაკუთრებით სასარგებლოა მარხვის დროს. ამ პერიოდში ორგანიზმი ცილის დეფიციტს განიცდის, მზესუმზირას 20-25% კი სწორედ ცილაა, ამასთან, მისი პროტეინი საკმაოდ მაღალი ხარისხისაა, იგი ბევრ შეუცვლელ ამინმჟავას შეიცავს და ორგანიზმიც ადვილად ითვისებს მას.

6. თანამედროვე ადამიანი მიკროელემენტ სელენის დიდ დეფიციტს განიცდის. ეს შესანიშნავი ანტიოქსიდანტია, რომელიც ორგანიზმს ახალწარმონაქმნების განვითარებისგან იცავს. ერთი ჭიქა მზესუმზირა თითქმის იმდენ სელენს შეიცავს, რამდენიც სავსებით აკმაყოფილებს ორგანიზმის სადღეღამისო მოთხოვნას ამ ელემენტზე.

7. მზესუმზირათი მეტისმეტად გატაცებასაც არ გირჩევთ - 100 გრამი 580 კკალორიას შეიცავს.

სასარგებლო სანელებლები

  • კოწახური - აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და ღვიძლის ფუნქციებს, ხელს უწყობს ორგანიზმის დეტოქსიკაციასა და მეტაბოლიზმის ნარჩენი პროდუქტების გამოდევნას.
  • ქინძის თესლი - აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, აქვს ნაღველმდენი ეფექტი, ხელს უწყობს ტოქსინების გამოდევნას.
  • დაფნის ფოთოლი - აქვს მატონიზებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. შესანიშნავი ანტიოქსიდანტია. აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ნახშირწყლოვან ცვლას და გულის კუნთის მუშაობას.
  • რეჰანი - აძლიერებს იმუნურ სისტემას, ზრდის კუნთების ზოგად ტონუსს, ასტიმულებს საჭმლის მონელებას, აუმჯობესებს მადას.
  • ქონდარი - აქვს ანტიმიკრობული თვისება. აძლიერებს სისხლძარღვებს, ხელს უშლის მათში თრომბების წარმოქმნას, აუმჯობესებს ორგანიზმში წყალმარილოვან ცვლას.

სხეულის ტემპერატურა

  • ადამიანის კანზე 240 ათასამდე სიცივეზე და 40 ათასამდე სითბოზე მორეაგირე რეცეპტორია.
  • გემოვნების რეცეპტორები ყველაზე უკეთ ფუნქციობენ +24 გრადუსზე, ამიტომ სადეგუსტაციოდ სწორედ ამ ტემპერატურის სადილები გამოიყენება.
  • ყველა ადამიანს ყურში ტემპერატურა სხეულისაზე 1,5-2 გრადუსით დაბალი აქვს.
  • ადამიანის ორგანიზმს ჯანმრთელობისთვის ზიანის მიუყენებლად 44-45 გრადუსამდე სიცხის ატანა შეუძლია.
  • სხეულის ნორმალური ტემპერატურის 0,1 გრადუსით დაქვეითებაც კი იწვევს იმუნიტეტის დასუსტებას.
  • დღე-ღამის განმავლობაში ადამიანის სხეული იმდენ სითბოს გამოყოფს, რამდენიც 33 ლ გაყინულ წყალს დუღილამდე მისაყვანად ეყოფოდა.
  • სხეულის ტემპერატურის მუდმივობის შესანარჩუნებლად ადამიანი დღე-ღამეში 200 კკალორიას ხარჯავს.