მაკარონი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მაკარონი

როგორ ავირჩიოთ კარგი პროდუქტი

  • დააკვირდით მაკარონის ზედაპირს. იგი უნდა იყოს იდეალურად გლუვი, არ ჰქონდეს არავითარი ჩანართი და წერტილი.
  • ფერი ერთგვაროვანი უნდა იყოს: კრემისფერი (მაგარი ხორბლის უმაღლესი ხარისხის ფქვილისგან დამზადებული მაკარონი), სუფთა თეთრი (რბილი ხორბლის უმაღლესი ხარისხის ფქვილისგან დამზადებული) ან მორუხო თეთრი (რბილი ხორბლის ფქვილის მაკარონი), მაგრამ არა კაშკაშა ყვითელი! ეს ფერი მიანიშნებს, რომ მაკარონი დაბალი ხარისხის ფქვილისგან დაამზადეს და ამ ფაქტის დასამალავად დაუმატეს არცთუ უვნებელი ქიმიური საღებავი ტარტრაზინი. მოერიდეთ ასეთ მაკარონს.
  • პროდუქტს არ უნდა დაჰკრავდეს მძაღე, მჟავე, ობის, ლპობის სუნი ან გემო.
  • მიაქციეთ ყურადღება, ჰერმეტულად შეფუთულ პროდუტში არ იყოს წყლის წვეთები (ნამი) - ეს იმას ნიშნავს, რომ პროდუქტი გამოშრობამდე შეფუთეს და დიდია შანსი, ის ამის გამო ამძაღებული ან დაობებული იყოს.

მაკარონი იხარშება მარილიან მდუღარე წყალში. ხარისხიანი მაკარონის ხარშვისას:

  • პროდუქტი, სულ ცოტა, ორჯერ იმატებს მოცულობას;
  • ნახარში რჩება გამჭვირვალე;
  • მაკარონი ინარჩუნებს ფორმას, არ ეწებება ერთმანეთს, არ სკდება და არ იკოშტება.

თუ თქვენ მიერ შეძენილი მაკარონი ასეთი არ აღმოჩნდა, დაიმახსოვრეთ მწარმოებელი და მომავალში მის ნაწარმს მოერიდეთ.

შენახვის ვადა და პირობები

მაკარონის ნაწარმის ტენიანობა მხოლოდ 13%-ია, ამიტომ ნორმალურ პირობებში შენახვისას მისი ხარისხი 1-1,5 წლის განმავლობაში არ იცვლება. ნუ შეინახავთ მაკარონს მძაფრსუნიან პროდუქტებთან ან მაღალი ტენიანობის პირობებში.