რძის ნაღები და მისი პროდუქტები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რძის ნაღები და მისი პროდუქტები

პატარებში ცხიმიანი პროდუქტების ჭარბმა მოხმარებამ შესაძლოა ფაღარათი გამოიწვიოს, მოხუცები კი რძის ცხიმში უხვად არსებულ ქოლესტერინს უნდა მოერიდონ. რძის ცხიმოვანი პროდუქტების მიღება არ არის რეკომენდებული ჭარბწონიანი, ათეროსკლეროზით დაავადებული, ასევე - სნეული ღვიძლის მქონე ადამიანებისთვის.

სამწუხაროდ, ბაზარზე ფართოდ არის გავრცელებული ფალსიფიცირებული რძის ცხიმოვანი პროდუქტები, რომლებშიც რძის ცხიმი სხვა ცხოველური ან მცენარეული ცხიმით არის შეცვლილი. ასეთ პროდუქტებს მოერიდეთ - ისინი ნამდვილად არ არის სასარგებლო. მათ გამოსარჩევად ყოველთვის გულდასმით წაიკითხეთ პროდუქტის ეტიკეტი - თუკი შემადგენლობაში ურევია მცენარეული ცხიმი ან ცხოველის ქონი, ნუ შეიძენთ ასეთ პროდუქტს. ასევე, თუკი კარაქის, არაჟნის ან ნაღების ეტიკეტზე მითითებულია, რომ იგი ქოლესტერინს არ შეიცავს (ან რომ ეს სამარხვო პროდუქტია) - ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ნამდვილ პროდუქტს კი არა, მის ფალსიფიკაციას იძენთ. გაითვალისწინეთ: რძის ნაღები, კარაქი და არაჟანი სითბოში ან მზის სხივებისა და ჟანგბადის მოხვედრისას სწრაფად ფუჭდება, მძაღდება (არაჟანი ამასთან ერთად მჟავდება კიდეც), ამიტომ ისინი აუცილებლად მაცივარში უნდა შეინახოთ. თუ პროდუქტებს ზამთარში გარეთ გადებთ, მოარიდეთ მზის სხივებს. ზაფხულში კარაქის შენახვა შესაძლებელია წყალში მოთავსებით (ჟანგბადისგან დასაცავად). მოდი, რძის ცხიმოვანი პროდუქტები ცალ-ცალკე მიმოვიხილოთ.

კარაქი

კარაქი კონცენტრირებული რძის ცხიმია. საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით, მასში რძის ცხიმის შემცველობა 80%-ზე მეტი უნდა იყოს. ამ პროდუქტის მთავარი უპირატესობა ის არის, რომ მაღალკალორიულია და ადამიანი მას ადვილად ითვისებს - იმავე რაოდენობის მცენარეული ცხიმი ნაკლებად კალორიულია და გაცილებით ძნელი ასათვისებელიც. ასე რომ, კარაქი შეუცვლელია, თუ ენერგიის სწრაფად აღდგენა გვინდა. სითბოში კარაქი ძალიან მალე ფუჭდება. თუმცა მაცივარში იგი 10-20 დღე ინახება, საყინულეში კი 9 თვემდე შეიძლება გაძლოს.

ნაღები

ალბათ დახლზე გინახავთ პროდუქტები სახელწოდებით: Cream, Half and Half, Table cream, Whipping Cream, Double cream, Сливки - ყველა ეს პროდუქტი რძის ნაღებია. ალბათ ათქვეფილი ნაღებიც შეგხვედრიათ აეროზოლის ტიპის შეფუთვაში (წარწერით Whipped cream, Creame Chantilly, Взбитые сливки). ამ პროდუქტებში რძის ცხიმის შემცველობა 8%-დან 35%-მდეა. რძის ცხიმის უფრო მაღალი (30-დან 80%-მდე) შემცველობის პროდუქტები უცხოეთში ნაღების სპრედებად (Diary spreads) მოიხსენიება, თუმცა ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში 60% ცხიმის შემცველ პროდუქტს კარაქადაც მოიხსენიებენ. ნაღებს კარაქზე მაღალი ბიოლოგიური და კვებითი ღირებულება აქვს: მასში მეტია კალციუმი, ფოსფორი, ლეციტინი. მას ადვილად ითვისებს ორგანიზმი და სასარგებლოა დასუსტებული, ახალნაოპერაციები ადამიანებისთვის. თუმცა ნაღები კარაქზე მალე ფუჭდება - პასტერიზებული ნაღები მაცივარში სულ 3 დღე ძლებს, სტერილიზებული კი 6 თვემდე.

არაჟანი

რძის ნაღებში სპეციალური მიკროორგანიზმების (ლაქტობაცილების) კულტურის შეყვანით მიიღება ე.წ. მჟავე ნაღების სხვადასხვა სახეობა. უცხოეთში ეს პროდუქტი იყიდება დასახელებებით: Sour cream, Creme Fraiche, Smetana, Schmand. საქართველოში ასეთ პროდუქტს არაჟნის სახელწოდებით ვიცნობთ. არაჟანში, მიკროორგანიზმების ზეგავლენით, ნაღების ცხიმები და ცილები ადამიანისთვის უფრო ადვილად ასათვისებელ ფორმას იღებს. გარდა ამისა, ორგანიზმისთვის სასარგებლოა რძემჟავა, რომელიც ლაქტობაცილის ცხოველქმედების შედეგად წარმოიქმნება, ამიტომ არაჟანი კარაქსა და ნაღებზე უფრო სასარგებლო პროდუქტია. არაჟნის არჩევისას ეცადეთ შეიძინოთ პროდუქტი, რომელშიც ბაქტერიული კულტურა ცოცხალია - ის პასტერიზებულ პროდუქტზე გაცილებით სასარგებლოა. მის ამოსაცნობად უბრალოდ წაიკითხეთ ეტიკეტზე პროდუქტის შენახვის ვადა - თუ იგი 5 დღეს არ აღემატება, ეს იმას ნიშნავს, რომ არაჟანი პასტერიზებული არ არის და ლაქტობაცილუსის კულტურა მასში ცოცხალია (ბუნებრივია, გადაამოწმეთ პროდუქტის გამოშვების თარიღიც და ვადაგასულ პროდუქტს ნუ შეიძენთ).