სწრაფი კვების ობიექტები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სწრაფი კვების ობიექტები

პირველ რიგში, ამ პროდუქტების ხშირი მოხმარება იწვევს წონის მატებას, ვინაიდან ამ ტიპის საკვებით ადამიანის ორგანიზმი ჭარბად იღებს რაფინირებულ ნახშირწყლებს (ცომეულისა და შაქრების სიჭარბის გამო) და ცხიმებს; ეს პროდუქტები ღარიბია მინერალებით, ვიტამინებით და სხვა სასარგებლო ნივთიერებებით; გარდა ამისა, ჩვენ მხოლოდ მცირე ხნით ვიკლავთ შიმშილს, რომელიც ნახევარ საათში ისევ შეგვახსენებს თავს. სწრაფი კვების პროდუქტებს, როგორც წესი, მივირთმევთ ფეხზე, ნაჩქარევად, ხანმოკლე შესვენების დროს. ამის გამო ლუკმების წესიერად დაღეჭვას ვერ ვახერხებთ და საკვები კუჭში დაუღეჭავად ხვდება, კუჭის გადატვირთვას კი მივყავართ ისეთ სერიოზულ დაავადებებამდე, როგორებიცაა პანკრეატიტი, გასტრიტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული. განსაკუთრებით დიდ ზიანს აყენებს ორგანიზმს ის მავნე ნივთიერებები, რომლებითაც მდიდარია ქუჩის საკვები. უმთავრესად ესენია ცხიმები - ზეთები და მარგარინი, რომელსაც ამ პროდუქტების მომზადებისას იყენებენ. სამწუხაროდ, სწრაფი კვების ობიექტებში ხშირად მხოლოდ 2-3 დღეში ერთხელ (ან უფრო იშვიათად) ცვლიან ზეთს, რომელშიც წვავენ სხვადასხვა პროდუქტს, მრავალჯერ გაცხელების შედეგად კი ზეთში წარმოიქმნება არა მარტო ტოქსიკური, არამედ კანცეროგენული თვისებების მქონე ნივთიერებები (აკრილამიდი, ჰეტეროციკლური ამინები, პეროქსიდები), რომლებიც საკმაოდ ბევრი დაავადების მიზეზად შეიძლება იქცეს, ისეთებისა, როგორებიცაა ქოლესტერინის დონის მომატება, გულ-სისხლძარღვთა და კუჭ-ნაწლავის დაავადებები, გულის იშემიური დაავადება, ონკოლოგიური სნეულებები, ნერვული სისტემის პრობლემები, უშვილობა, შაქრიანი დიაბეტი. ქუჩის პროდუქტების კიდევ ერთი ნაკლია მარგარინი. ფენოვანი ხაჭაპურების, ლობიანების, ნამცხვრების მოსამზადებლად, როგორც წესი, იყენებენ მარგარინის იაფფასიან სახეობებს, რომლებშიც მაღალია მავნე ნივთიერებების - ე.წ. ტრანსცხიმების - შემცველობა. ტრანსცხიმები ხელს უშლის საკვების ნორმალურ მონელებას და ათვისებას, ხელს უწყობს არაერთი პათოლოგიის განვითარებას. 2003 წლიდან ევროკავშირში მოქმედი კანონით, საკვებ პროდუქტში ტრანსცხიმების შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს არსებული ცხიმის 2%-ს. სამწუხაროდ, ჩვენში ტრანსცხიმების შემცველობა პროდუქტებში საერთოდ არ კონტროლდება და თავისუფლად იყიდება ტრანსცხიმებით გაჯერებული (მათი წილი, სავარაუდოდ, 40%-მდე აღწევს) მარგარინი, რომელიც დაბალი ხარისხის გამო იაფია და ფართოდ იყენებენ საცხობები. თუ მაინც გიწევთ "ქუჩის საკვების" მოხმარება, გაითვალისწინეთ:

  • ნუ იყიდით ძალზე ცხიმიან პროდუქტებს. ზეთში შემწვარ ღვეზლებს ღუმელში გამომცხვარი ამჯობინეთ, ფენოვან ხაჭაპურს - იმერული, ვინაიდან მათში ცხიმის შემცველობა გაცილებით დაბალია;
  • ყურადღება მიაქციეთ კვების ობიექტის სანიტარიულ მდგომარეობას, დარწმუნდით, რომ საკვებს შესაბამის პირობებში ამზადებენ და ინახავენ;
  • ხშირად ცუდი ხარისხის შესანიღბავად "ქუჩის საკვები" შეკაზმულია სანელებლებით, მაიონეზით, კეტჩუპითა და სხვა საწებლებით. სიფრთხილით მოეკიდეთ ასეთ საკვებს;
  • ნებისმიერი საკვები კარგად დაღეჭეთ. ამით ოდნავ მაინც შეუმსუბუქებთ მდგომარეობას თქვენს საჭმლის მომნელებელ სისტემას.

მომზადებულია არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის" მასალების მიხედვით.