საზაფხულო განტვირთვა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საზაფხულო განტვირთვა

ადამიანი მთელი წლის განმავლობაში სწავლობს ან მუშაობს, ფიზიკურ ან გონებრივ შრომას ეწევა და, ბუნებრივია, იღლება, ამიტომ ფსიქოლოგიური განტვირთვა და ძალ-ღონის აღდგენა სასიცოცხლო აუცილებლობას წარმოადგენს. სრულფასოვანი დასვენება ყველას სხვადასხვანაირად ესმის, თუმცა აუცილებელი რომ არის, ამაში ეჭვი არავის ეპარება. გადატვირთვა და გადაღლა, როგორც ფიზიკური, ისე ფსიქიკური, საფრთხეს უქმნის ორგანიზმს, ნერვულ სისტემას და ფსიქიკას. ზოგი ყველაზე უკეთ შინ ისვენებს, ზოგი - მთაში, ზოგი - ბარში, ზოგს კი ზღვისა და მისი ლაჟვარდოვანი სანაპიროს გარეშე ვერ წარმოუდგენია ცხოვრება. ზოგი სულიერ სიმშვიდეს მაშინ პოვებს, როცა ზურგჩანთამოკიდებული მთის ბილიკებს მიუყვება, დაბრკოლებებს გადალახავს, კარავს შლის და საძილე ტომარაში იძინებს, ზოგს საკუთარ თავთან მარტო დარჩენა ანიჭებს სიხარულს, ზოგს ასეთივე სიამოვნებას ზღვაზე დასვენება ჰგვრის. ზღვაზე დასვენებისას ადამიანს ისეთი სულიერი მდგომარეობა ექმნება, რომელიც მის განცდებს დროებით ავსებს და იმორჩილებს. ზღვის საოცარი ფერი, ზვირთების ხმაური, მარილით გაჯერებული ჰაერი, მცხუნვარე მზე, ოქროსფერი ქვიშა, ხალხის ჟრიამული, ჩამავალი მზის ულამაზესი სურათი - ყოველივე ეს გადაღლილი ნერვული სისტემისა და ფსიქიკის შესანიშნავი მკურნალია. თუ ამას სასურველი ადამიანების გარემოცვაც დაემატა, დასვენება მართლაც დაუვიწყარი გახდება. თანამოაზრეებთან ერთად ლაშქრობაში მონაწილეობაც უზარმაზარი სიამოვნების მომგვრელია; სირთულეების გადალახვა თავდაჯერებას, საკუთარი ძალების რწმენას გვმატებს და არნახულ კმაყოფილებას გვგვრის. ეს ყველაფერი სულიერ კომფორტს განგვაცდევინებს, რაც ადამიანისთვის ძალზე მნიშვნელოვანია. სიამოვნება-უსიამოვნება და აღგზნება-დამშვიდება ემოციური განცდებია. როცა ემოციურ განცდაში სიამოვნებისა  და სიმშვიდის გრძნობა ზომაზე მეტია, ის ადამიანს მთლიანად მოიცავს, რასაც თან სდევს განტვირთვა. ადამიანი მოთხოვნილებების მქონე არსებაა და როცა მათ მაქსიმალურად იკმაყოფილებს, სიმშვიდე და ბედნიერება ეუფლება. ეს, უწინარეს ყოვლისა, ეხება ვიტალურ ანუ სასიცოცხლო მოთხოვნილებებს: ადამიანს არ უნდა აწუხებდეს შიმშილი, წყურვილი და სქესობრივი დაუკმაყოფილებლობა. სხვა მოთხოვნილებებს - ესთეტიკურს, ინტელექტუალურს, ფიზიკური აქტივობისას, მეგობრებთან ურთიერთობისას - ის მთაში თუ ზღვაზე მეტ-ნაკლებად იკმაყოფილებს. დასვენებისგან მხოლოდ სიამოვნება რომ მივიღოთ და დადებითი ემოციები დიდანს გაგვყვეს, ბუნებასთან ურთიერთობისას სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ. მეტადრე მაშინ, როდესაც ზომიერი კონტინენტური კლიმატის სარტყლიდან სამხრეთისკენ მივემგზავრებით - შესაძლოა, მზის ან სითბური დაკვრა მივიღოთ. დიდი სიფრთხილეა საჭირო გარუჯვისას - როგორც ზღვაზე, ისე მთაში, რადგან ბოლო დროს მზის აქტიურობამ საგრძნობლად მოიმატა, ოზონის შრის გათხელების გამო კი გაიზარდა რადიაციული ფონიც, ამიტომ დღის 11 საათის შემდეგ მზის აბაზანების მიღება სახიფათოა. რომ არ დავიწვათ, მზის სხივებს კანი თანდათანობით უნდა შევაჩვიოთ. გახსოვდეთ: დამწვრობას უამრავი გართულება მოჰყვება. მზით დამწვრობა მხოლოდ კანისთვის  როდია საზიანო; მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ის ორგანიზმში სერიოზულ სტრესს იწვევს. სტრესს წარმატებით ებრძვის საყვარელ ადამიანთან სიახლოვე, რაც ტვინში სიამოვნების ჰორმონების - ენდორფინების გამომუშავებას ასტიმულირებს. ამიტომაც არის, რომ მზით დამწვარ დამსვენებლებს ლიბიდო (სექსუალური ენერგია) უძლიერდებათ. ულტრაიისფერი სხივები ააქტიურებს ზოგიერთი სასქესო ჰორმონის გამომუშავებას. ამის წყალობით ადამიანს მგრძნობელობა უმძაფრდება. გარდა ამისა, მზის სხივები ააქტიურებს "სიხარულის ჰორმონის" - სეროტონინის წარმოქმნას. მთიდან თუ ზღვიდან ყოველთვის ჩინებული განწყობით ვბრუნდებით. ჩვენი უსიამოვნებები, ნეგატიური ემოციები უკვალოდ ქრება, ენერგიის მოზღვავებას ვგრძნობთ და გვეჩვენება, რომ გავახალგაზრდავდით კიდეც. ან იქნებ არც გვეჩვენება - ზღვასა და მზეს, მთასა და ტყეს ხომ მართლაც საოცარი გავლენა აქვს; გვმატებს სასიცოცხლო ენერგიას, სულიერ სიმტკიცეს, საკუთარი ძალების რწმენას, გვიბრუნებს ცხოვრების ხალისს. ამიტომაც წელიწადში ერთხელ მაინც უნდა მოვახერხოთ, დავემალოთ ყოველდღიურ საზრუნავს, გავექცეთ ყოფით ერთფეროვნებას და დავისვენოთ, განვიტვირთოთ, მივანიჭოთ საკუთარ თავს სიამოვნება და დადებითი ემოციების მარაგით დავუბრუნდეთ სამუშაოს.