ფლირტის წვეთი ყოველდღიურობის ოკეანეში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფლირტის წვეთი ყოველდღიურობის ოკეანეში

ყვავილები - მამაკაცის იარაღი

მამაკაცთა უმრავლესობამ იცის, რომ ქალებს ყვავილები უყვართ, თუმცა მათი ამ სისუსტით შედარებით იშვიათად სარგებლობენ. ქალებს ყვავილები მხოლოდ 8 მარტს და დაბადების დღეს კი არა, ყოველთვის ახარებთ. ქარაგმას, ალბათ, მიგვიხვდით - იშვიათია ქალი, რომელსაც არ ესიამოვნება, თუ უცნობი მამაკაცი ყვავილებს მიართმევს და კომპლიმენტებითაც აავსებს. საუკეთესო თაიგულის შესაძენად ფული არ გყოფნით? მიმართეთ იმპროვიზაციას, მიართვით იასამნისა (სხვათა შორის, შემდეგ მასზე შეიძლება ერთად ეძებოთ ხუთფურცლიანი ყვავილი) და შოთხვის ტოტი, შემოდგომაზე - ნეკერჩხლის ფოთლების თაიგული, ზამთარში - ცირცელის ფოჩები. გვერწმუნეთ, ყვავილების ფასი ფულით სულაც არ იზომება.

დარტყმა ინტელექტზე

რისთვის მოუცია ენა ღმერთს? იმისთვის, რომ უხმოდ, მხოლოდ მზერით გავაცილოთ ჩვენ გვერდით ჩავლილი ლამაზმანი? ბანალური: "ქალიშვილო, შეიძლება გაგეცნოთ?" - მეხსიერების კუნჭულებში გადამალეთ, ხოლო იქიდან რაიმე უფრო ორიგინალური ამოქაჩეთ. თუ ენა საკმარისად ალესილი გაქვთ, უთხარით, რომ სოციოლოგიურ გამოკითხვას ატარებთ და ქალიშვილს, რომელიც მოგეწონათ, სთხოვეთ რამდენიმე კითხვაზე გიპასუხოთ, ოღონდ ტელეფონის ნომრით, მისამართითა და საპასპორტო მონაცემებით მაშინვე ნუ დაინტერესდებით. მიიღეთ ინტელიგენტურ-უმწეო სახე და ჰკითხეთ, როგორ მიხვიდეთ ამა თუ იმ ქუჩამდე (მთავარია, ეს ქუჩა მეტისმეტად შორს არ იყოს - იქნებ, გაცილებაც შემოგთავაზოთ). უთხარით, რომ გჭირდებათ ისეთი ქალის რჩევა, რომელსაც დახვეწილი გემოვნება აქვს, სთხოვეთ, წამოგყვეთ მაღაზიაში საათის, ჰალსტუხის, საფულის ასარჩევად. თუ თავში არაფერი მოგდით, პირდაპირ უთხარით: "მიზეზს ვეძებ თქვენთან საუბრის დასაწყებად, მაგრამ თავში არაფერი მომდის. შეიძლება, უმიზეზოდ გაგეცნოთ?" ან: "გამარჯობა! სრულიად არატრადიციული კითხვა მაქვს: როგორ ეტყოდით უარს ახალგაზრდა კაცს, რომელიც თქვენთან მოვიდოდა და გაცნობა შემოგთავაზათ?"

თამაში დიდი ფსონით

ჩაიდინეთ "სიგიჟე" ან უბრალოდ "ლამაზი საქციელი" ქალის გულისთვის. ხელით გადაიყვანეთ გუბეებზე, დადექით მის წინაშე მუხლებზე, ჩამოუღეთ ციდან მთვარე, მობილური ტელეფონით ფოტო გადაუღეთ ყველაზე ლამაზ, მაგრამ ჯერ კიდევ უცნობ ქალს და შეუკვეთეთ სარეკლამო ფირნიში მისი გამოსახულებით. მის სახლთან ან ოფისთან ასფალტზე დიდი ასოებით დაწერეთ სასიყვარულო მესიჯი. აჩუქეთ უზარმაზარი ღია ბარათი ან რბილი სათამაშო. ამოისვირინგეთ მისი სახელი. ნაკლებად ექსტრემალური ვარიანტი: პლაჟზე ან სოლარიუმში გარუჯვისას ქაღალდისგან გამოჭერით საყვარელი სახელი და მიიმაგრეთ, მაგალითად, მკერდზე. თქვენ გაირუჯებით, ხოლო ასოები თეთრად დარჩება. კიდევ ერთი სცენარი, რომელსაც თავად შევესწარი: ერთხელ, საზაფხულო კაფეში, მარტო მჯდომ ქალიშვილთან ახალგაზრდა ვაჟი მივიდა და ჰკითხა: "გინდათ, თქვენთვის ფეიერვერკი მოვაწყო?" დადებითი პასუხის მიღების შედეგ ვაჟმა ტელეფონით შეუკვეთა შუშხუნები, რომლებიც რამდენიმე წუთში საღამოს ცაში აფრინდა და აყვავილდა. მართლაც ლამაზი და ეფექტური იყო.…

ქალბატონებო, წინ!

ქალებისთვის რჩევების კატეგორიებად დაყოფა მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია, რადგან, მამაკაცის თვალთახედვით, ის, რომ ქალი თავად მიდის მის გასაცნობად, უკვე რომანტიკულია, ექსტრემალური და არაჩვეულებრივი. ჰო, მამაკაცები ამას მიჩვეულნი არ არიან. ესე იგი უნდა მიაჩვიოთ. მთავარი ღიმილია. მას ჯერ არასოდეს წაუხდენია საქმე. ამრიგად, ღიმილით უახლოვდებით სიმპათიურ ყმაწვილს და, მაგალითად, ეკითხებით, რომელი საათია. ქალებისთვის ეს ნებადართულია, მიუხედავად იმისა, რომ საათი შესაძლოა ხელზე გეკეთოთ ან თქვენ თვალწინ, გაჩერებაზე იყოს დამონტაჟებული. ყოველთვის შეიძლება იმის თქმა, რომ საათი გაგიჩერდათ ან უბრალოდ არ ენდობით. ყვავილებს, რა თქმა უნდა, მამაკაცს ვერ აჩუქებთ. სამაგიეროდ, შეიძლება აჩუქოთ ღია ბარათი - პატარა, მაგრამ საყვარელი. მიულოცეთ ნებისმიერი დღესასწაული, მაგალითად, ზიმბაბვეს დამოუკიდებლობის დღე, და ბარათზე თქვენი ტელეფონის ნომერიც მიაწერეთ. ქალური უმწეობა კი უტყუარი ვარიანტია. ოფისში, ქუჩაში, კაფეში, ზღვაზე - მოკლედ, სადაც გნებავთ - მამაკაცს დახმარება სთხოვეთ. პრობლემის წყარო შეიძლება იყოს მობილური ტელეფონი, რომელმაც რატომღაც მუშაობაზე უარი განაცხადა, ხელჩანთა, რომელსაც საკეტი გაუფუჭდა, ავტომობილი, რომელიც ვერ დაქოქეთ, ქოლგა, რომელიც ვერ გახსენით... სხვათა შორის, ამ დროს შეიძლება ორი კურდღელი დაიჭიროთ - ის, გარდა იმისა, რომ გაგეცნობათ, თქვენთვის სასარგებლო საქმესაც გააკეთებს. ასე რომ, ყველაფერი თქვენს ხელთაა. უფრო სწორად, თქვენს გონებაში, სადაც, ვიმედოვნებთ, უკვე მომწიფდა ოცნების მამაკაცის გაცნობის შესაფერისი ხერხი. სასიამოვნო დასვენებას გისურვებთ!