როგორ შევარჩიოთ მზის სათვალე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ შევარჩიოთ მზის სათვალე

სათვალის ჩარჩო, პირველ რიგში, უნდა იყოს მოხერხებული და მჭიდროდ ჯდებოდეს ცხვირის ფუძესა და ყურებზე. მოზომვისას ყურადღება მიაქციეთ, ხომ არ გაჭერთ ის ცხვირის ფუძესა და საფეთქლებზე, რადგან მცირედმა დისკომფორტმაც კი შეიძლება თავის მუდმივი ტკივილი გამოიწვიოს. ოპტიკის მაღაზია-სალონები დღეს მოდელების ფართო არჩევანს გვთავაზობენ. ლითონის ჩარჩოები, ტრადიციისამებრ, უფრო საიმედოდ მიიჩნევა. ხარისხიანი მოდელები დამზადებულია მსუბუქი შენადნობებისგან და აქვს ჰიპოალერგიული საფარი. პლასტიკის ჩარჩოები ისეთი საიმედო და გამძლე არ არის, მაგრამ მსუბუქია. შესაძლებელია მათი რეგულირება შიგნით ჩადგმული ლითონის ღეროს საშუალებით. ჩარჩოს შერჩევა ოპტიკის სპეციალიზებულ მაღაზიებში ჯობს - იქვე შეგიძლიათ მიიღოთ ექიმის კონსულტაცია და შეარჩიოთ მოდელი, რომელმაც, სავარაუდოდ, ჰიგიენური სერტიფიცირება გაიარა.

მინა თუ პლასტიკი

გარდა ჩარჩოსი, დიდი მნიშვნელობა აქვს ლინზების ხარისხს. გატარებული მზის სხივის რაოდენობა ლინზის სისქესა და მასალაზეა დამოკიდებული. მინის ლინზები უფრო გამჭვირვალეა, მაგრამ სიმყიფის გამო თვალს საფრთხეს უქადის. აშშ-ში, მაგალითად, სამედიცინო დაზღვევა არ ანაზღაურებს მკურნალობის ხარჯს, თუ ადამიანმა თვალი ლინზის ნამსხვრევით დაიზიანა, ხოლო უნგრეთში ბავშვის სათვალეებისთვის მინის ლინზების გამოყენება აკრძალულია, ამიტომ თანამედროვე მზის სათვალეების უმეტესობა მთლიანად პლასტიკისგანაა დამზადებული. ის გაცილებით მსუბუქი და ნაკლებტრავმულია, თუმცა უფრო ადვილად იფხაჭნება. გაითვალისწინეთ, სათვალემ მზისგან უნდა დაიცვას არა მარტო თვალები, არამედ მათ ირგვლივ არსებული მგრძნობიარე კანიც. პატარალინზებიანი სათვალის შეძენას ექიმები არ გვირჩევენ - ასეთი მოდელები მხოლოდ ულტრაიისფერ სხივებს კი არ ატარებს ღია უბანზე, არამედ მხედველობის არესაც ზღუდავს, ეს კი ზედმეტად ტვირთავს ბადურას და ღლის თვალს.

ფერადი სურათები

ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ლინზებისთვის საუკეთესო ფერებია მწვანე, რუხი და ყავისფერი. მწვანე ადუნებს თვალს და ამშვიდებს ნერვებს. ასეთი ლინზები სასარგებლოა მათთვის, ვისაც გლაუკომის საწყისი სტადია აქვს. რუხი მინიმალურად ცვლის ფერებს, ხოლო ყავისფერი ხსნის დაღლილობას და აუმჯობესებს ხილვადობას მკვეთრი სინათლისა და ათინათის პირობებში. მხედველობისთვის ყველაზე სახიფათოდ მიიჩნევა ლურჯი და იისფერი ლინზები. ეს ფერები გუგების გაფართოებას ასტიმულირებს, რის გამოც თვალი გამოსხივების უფრო დიდ დოზას იღებს. ექიმები არც წითელ, ყვითელ და სტაფილოსფერ მინებს გვირჩევენ - მათ შესაძლოა გაღიზიანება და თვალის წნევის მატებაც კი გამოიწვიონ.

ყველაფრისთვის შესაბამისი

თუ სპორტის აქტიურ სახეობებს, მაგალითად, ველოსპორტს მისდევთ, სათვალემ უნდა დაგიცვათ არა მარტო ულტრაიისფერი სხივებისგან, არამედ კენჭების, მწერებისა და მტვრისგანაც. ამ შემთხვევაში რეკომენდებულია, განსაკუთრებით მყარი პლასტიკის ჩარჩო და ლინზები შეარჩიოთ. მძღოლებისთვის მნიშვნელოვანია, სათვალეს ჰქონდეს ათინათის საწინააღმდეგო დაფარვა და არ ირეკლავდეს სინათლეს. მათთვის არ არის რეკომენდებული მეტისმეტად მუქი ლინზები - ისინი ღლიან თვალს და შესაძლოა გზაზე ყურადღების მოდუნება გამოიწვიონ.

ყველაფერი - სტანდარტების შესაბამისად

საერთაშორისო სპექტრული ნორმის თანახმად, მზის სათვალე შეიძლება იყოს:

  • კოსმეტიკური (Cosmetic). ატარებს ულტრაიისფერი სხივების 50-100%-ს. გამოგადგებათ ღრუბლიან ამინდში ან არააქტიური მზის შემთხვევაში;
  • უნივერსალური (General). ატარებს ულტრაიისფერი სხივების 18-50%-ს. ის ოპტიმალური ვარიანტია ქალაქისთვის.
  • განსაკუთრებულად დამცავი (High UV-protection). ის პრაქტიკულად არ ატარებს ულტრაიისფერ სხივებს. ასეთი სათვალე განკუთვნილია მოთხილამურეებისთვის, მთამსვლელებისთვის, ცხელ ქვეყნებსა და უკიდურეს ჩრდილოეთში მოგზაურებისთვის.