რა აბინძურებს აუზს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა აბინძურებს აუზს

ორგანული გამონაყოფები

ადამიანის სხეულის გამონაყოფებიდან აუზში უმთავრესად ხვდება ნერწყვი, შარდი, ცხვირისა და პირის ღრუს ლორწო, თმა, კანის ნაწილაკები. ეს ორგანული გამონაყოფები მიკროორგანიზმებს - ბაქტერიებსა და ვირუსებს - შეიცავს. თუ აუზში ადამიანი ვარჯიშობს კიდეც, ოფლსაც კარგავს, განსაკუთრებით მაშინ, თუ აუზი ცხელი წყლითაა სავსე. ამიტომ საუნაში დაორთქვლისთანავე აუზში ჩასვლა არ ღირს. უმჯობესია, ჯერ შხაპი მიიღოთ. სადეზინფექციო საშუალებებსა და ოფლის შარდოვანას დაშლის პროდუქტებს შორის რეაქცია წყალში ქლორის რაოდენობას ზრდის. ასეთი წყალი აღიზიანებს თვალებსა და კანს. ქლორის ზოგიერთი ნაერთი კი ორთქლდება და აუზის გარშემო ჰაერს აბინძურებს, ეს კი ნეგატიურად აისახება მობანავეების თვითშეგრძნებაზე. შარდოვანას რეაქციის ზემოქმედების გასანეიტრალებლად აუცილებელია აუზში წყლის ხშირი ცვლა, ტერიტორიის ინტენსიური განიავება. ღია აუზები დამატებით ბინძურდება ფოთლებით, ბალახით, ნიადაგით, ფრინველის გამონაყოფით, მწერებით...

როგორ ავიცილოთ თავიდან აუზის დაბინძურება

ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში აუზებში ჰიგიენის წესები მკაცრია. ამ წესების თანახმად, აუზში ჩასვლის წინ აუცილებელია შხაპის მიღება. სასურველია თან იქონიოთ საბანაო ქუდი (ზოგან ეს აუცილებელი მოთხოვნაა).

პლაჟზე

წყლის სიახლოვეს ბევრი ხალხის თავმოყრა ზაფხულის სიცხეში ეპიდემიური თვალსაზრისით სრულიადაც არ არის უსაფრთხო. რა კეთილმოწყობილიც არ უნდა იყოს პლაჟი, ყველაფერი ამაო იქნება, თუ დამსვენებლები დაარღვევენ სისუფთავის წესებს. ასეთმა დაუდევრობამ შესაძლოა ხელი შეუწყოს ნაწლავური ინფექციების, სოკოვანი დაავადებების, ჰელმინთოზების განვითარებას. დადგენილია, რომ ნაწლავური ინფექციების გამომწვევები ჭუჭყიან პლაჟზე რამდენიმე კვირას ძლებენ და ინარჩუნებენ აქტივობას. ბევრი ჰელმინთისთვის გარემოში მომწიფება შემდგომი განვითარების აუცილებელი პირობაც კია. პლაჟის დაბინძურება თავიდან რომ ავიცილოთ, ჰიგიენის ელემენტარული წესები უნდა დავიცვათ. ვისარგებლოთ სპეციალურად პლაჟებისთვის აგებული ტუალეტებით, იქიდან გამოსვლის შემდეგ კი ხელები დავიბანოთ. არ ჩავმარხოთ ქვიშაში საკვების ნარჩენები - ეს ხელს შეუწყობს ბუზების გამრავლებას, ისინი კი, როგორც ცნობილია, ნაწლავური ინფექციების გადამტანები არიან. გარდა ამისა, საკვები ნარჩენების დაგროვება ხელს უშლის ნიადაგის თვითგაწმენდას მავნე მიკრობებისგან, ჰელმინთების კვერცხებისგან და აუარესებს პლაჟის სანიტარიულ მდგომარეობას. ნუ დაიზარებთ ურნამდე მისვლას, ის უთუოდ მოიძებნება პლაჟის ტერიტორიაზე. წყლიდან შეიძლება გადაგედოთ დიზენტერია, მუცლის ტიფი, ქოლერა, აგრეთვე - ზოგიერთი ვირუსული დაავადება, მაგალითად, ინფექციური ჰეპატიტი. ნაპირზე არსებული წყლის ხარისხზე მუდმივად ხორციელდება სანიტარიული კონტროლი, მაგრამ მათი თავიდან აცილება ჯერ კიდევ სათუოა. ერიდეთ ზღვისა და მდინარის წყლის დაბინძურებას ფიზიოლოგიური გამონაყოფებით, არ ჩაიბანოთ მდინარეში ან ზღვაში. განსაკუთრებით საშიშია იმ ადამიანის ფეკალიები, ვისაც ნაწლავური დაავადება აქვს. მავნე მიკროორგანიზმებისთვის შარდიც კარგი საკვები გარემოა. რაც უფრო მაღალია წყალში მისი კონცენტრაცია, მით მეტია იქ მიკრობი. გაუფრთხილდით საკუთარ და სხვა დამსვენებლების ჯანმრთელობას და პლაჟზე მხოლოდ ტუალეტით ისარგებლეთ. ცნობილია, რომ ეპიდერმოფიტიით (ფეხების სოკოვანი დაავადებით) იქ უფრო ადვილად დაავადდებით, სადაც ხალხი ფეხშიშველა დადის, ამიტომ გირჩევთ, პლაჟზე საპლაჟო ფეხსაცმელი - რეზინის ქოშები, სანდლები გეცვათ. საშხაპეში მხოლოდ წყალი გადაივლეთ, ნუ დაიბანთ საპნით - საპნის ტუტე ხსნარი ტერფის კანში სოკოს შეღწევას აადვილებს.