ვაშლი და ჩვენი ჯანმრთელობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ვაშლი და ჩვენი ჯანმრთელობა

თურმე ადამიანმა წელიწადში 48 კგ ვაშლი უნდა მიირთვას. ამასთან, 40% - გადამუშავებული, უპირველეს ყოვლისა - წვენის სახით. ამას ინგლისელ მეცნიერთა მიერ ჩატარებული გამოკვლევის მეტად საინტერესო შედეგები უდევს საფუძვლად. მონაცემები მოწმობს, რომ ვაშლის მოყვარულთა ფილტვები გაცილებით უკეთ ფუნქციობს, ვიდრე მათი, ვინც იშვიათად მიირთმევს ვაშლს. ამასთან, ვაშლის მოყვარულებს ნაკლები აქვთ ბრონქული ასთმისა  და, საზოგადოდ, რესპირატორული დაავადებების განვითარების რისკი. ვაშლი მიჩნეულია ერთ-ერთ მძლავრ ანტიოქსიდანტად, რომელიც ფილტვებს თამბაქოს კვამლისა და ჰაერში არსებული მავნე ნაერთების ზემოქმედებისგან იცავს. ეს კარგად უნდა ახსოვდეთ მწეველებს და რეგულარულად მიირთვან ვაშლი. ვაშლში შემავალი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები ამცირებს ათეროსკლეროზის განვითარების რისკს. ფიტონუტრიცევტული ნივთიერებები, რომლებიც უხვადაა ამ სახეობის ხილში (ასევე - მის წვენში), წითელი ღვინის მსგავსი თვისებებით გამოირჩევა - ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს. ვაშლის წვენი აჯანსაღებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას, სასარგებლოა გონებრივი შრომით დაკავებულთათვის. თუ საუზმემდე ყოველდღე ორ ვაშლს მიირთმევთ, გულის დაავადებათა განვითარების რისკს 20%-ით შეამცირებთ. გამოკვლევებით დადასტურებულია, რომ ვაშლში შემავალი ფლავონოიდები და პოლიფენოლები სიმსივნის საწინააღმდეგო ეფექტით გამოირჩევა - ბოჭავს ადამიანის ჯანმრთელობისთვის მავნე თავისუფალ რადიკალებს. ამ ნივთიერებებს ბევრად უფრო მძლავრი ანტიოქსიდანტური თვისებები აქვთ, ვიდრე იმავე ვაშლში შემავალ ჩ ვიტამინს. ვაშლის გარდა ფლავონოიდების  ძირითადი წყაროა ხახვი. ნურც ის დაგავიწყდებათ, რომ ვაშლის რეგულარული მიღება აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს და ნაწლავთა მიკროფლორას. ახალი წვნიანი ვაშლი იდეალური ჯანსაღი საკვებია - ის ადვილად ავსებს კუჭს, დაბალკალორიულია და მდიდარია ფრუქტოზით. ეს უკანასკნელი უფრო ტკბილია, ვიდრე საქაროზა, სამაგიეროდ უფრო ნელა ხდება მისი ათვისება, რაც ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის სტაბილიზაციას. დიეტის დროს ან სამკურნალო-პროფილაქტიკური მიზნით ვაშლის მიღებისას მისი ჯიში აუცილებლად ჩვენების შესაბამისად უნდა შეარჩიოთ. მაგალითად, გასტრიტის, კოლიტის, სანაღვლე გზების დისკინეზიის დროს რეკომენდებულია მომჟავო-მოტკბო ჯიშები. ასეთი ვაშლის ფაფა დილით საუზმის ნაცვლად უნდა მიირთვათ, მერე კი 4-5 საათის განმავლობაში თავი შეიკავოთ სხვა საკვებისა თუ სითხის მიღებისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში კუჭში აირები დაგიგროვდებათ, რაც უფრო მეტად გაამწვავებს თქვენს დაავადებას. ასე უნდა იმკურნალოთ ერთი თვის განმავლობაში. მსუბუქი და საშუალო სიმძიმის მწვავე და ქრონიკული კოლიტების დროს ინიშნება გახეხილი ტკბილი ვაშლი - დღეში 1,5-2 კგ 5-6 მიღებაზე ორი დღის განმავლობაში. ვაშლი გახეხვისთანავე უნდა მიირთვათ.

რა უნდა ვიცოდეთ

  • ვაშლის თესლი მდიდარია იოდით. ამიტომ ვაშლი კურკიანად უნდა მიირთვათ. 5-6 კურკა შეიცავს იოდზე ორგანიზმის სადღეღამისო მოთხოვნილების შესაბამის დოზას.
  • რკინის დიდი რაოდენობით შემცველობის გამო ვაშლი უებარია ანემიების დროს. რეკომენდებულია დღეში 400-600 გრამის მიღება.
  • ვაშლი ამცირებს ცხიმების ათვისებას, გამოირჩევა სუსტი შარდმდენი მოქმედებით, მასში შემავალი უჯრედისი კი იწვევს დანაყრების შეგრძებას, ამიტომ წონის დაკლების მსურველებმა ვაშლი აუცილებლად უნდა მიირთვან. ძალიან კარგია განტვირთვის დღეების მოწყობა - მთელი დღის განმავლობაში, 5-6 მიღებაზე, უნდა მიირთვათ 1,5-2 კგ ვაშლი. ასეთი დღეები სასარგებლოა ჰიპერტონიული დაავადების მქონე ადამიანებისთვისაც.
  • ვაშლი უმჯობესია მიირთვათ ცოცხალი - თერმული დამუშავებისას ფლავონოიდების 70% იკარგება. სასარგებლო ნივთიერებები უმთავრესად ვაშლის კანსა და უშუალოდ მის ქვეშ არსებულ ფენაშია თავმოყრილი, ამიტომ ვაშლის გათლას არ გირჩევთ. მწვანე ვაშლში ჩ ვიტამინი უფრო მეტია, ვიდრე წითელში.

ვაშლი და ჩვენი გარეგნობა

ვაშლის რეგულარული მიღება ჯანმრთელობასთან ერთად გარეგნობაზეც აისახება. ის აფერხებს ნაოჭების განვითარებას, ასტიმულირებს თმის ზრდას. ვაშლისგან სახის კანისათვის მეტად სასარგებლო ნიღბები მზადდება. გახეხილი ვაშლი საუკეთესო დამატენიანებელ ეფექტს ახდენს. ნიღაბი ნორმალური კანისთვის - გახეხეთ ერთი საშუალო ზომის ვაშლი, შეურიეთ ერთი ჩაის კოვზი არაჟანი ან ზეითუნის ზეთი და ერთი ჩაის კოვზი სახამებელი. წაისვით სახესა და კისერზე. გაიჩერეთ 20 წუთი, ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ნიღაბი ცხიმიანი კანისთვის - წვრილად დაჭრილი ვაშლი მოხარშეთ ცოტაოდენ რძეში. მიღებული მასა წაისვით სახესა და კისერზე. გაიჩერეთ 20 წუთი, ჩამოიბანეთ გრილი წყლით. ნიღაბი მშრალი კანისთვის - გახეხეთ ერთი საშუალო ზომის ვაშლი, შეურიეთ ერთი ჩაის კოვზი თაფლი და ერთი სადილის კოვზი დაფქული შვრიის ფანტელი. წაისვით სახესა და კისერზე. გაიჩერეთ 20 წუთი, ჩამოიბანეთ თბილი წყლით.