დღესასწაული პრობლემების გარეშე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დღესასწაული პრობლემების გარეშე

აიღეთ ჩვეულებრივი ქაღალდის ფურცელი, გაყავით შუაზე ვერტიკალური ხაზით, მარჯვნივ ჩამოწერეთ, რა არ მოგწონთ, რის შეცვლას ისურვებდით, მარცხნივ კი - როგორ უნდა მოიქცეთ ამისთვის. ქალების წინასაახალწლო დეპრესია ხშირად ასაკით არის გამოწვეული: "წელს 39 შემისრულდა, მომავალ წელს კი უკვე 40-ის ვიქნები"... ადამიანი მადლიერი უნდა იყოს სიცოცხლის ყოველი დღისთვის, ყველაფრისთვის, რასაც ცხოვრება გვთავაზობს. დღესაც შეგიძლიათ იცხოვროთ ისე, როგორც 20 წლის წინათ - ივარჯიშეთ, სწორად იკვებეთ და ასაკის მატებით გამოწვეული შინაგანი დისკომფორტი საპნის ბუშტივით გაქრება. მამაკაცებს ყველაზე ხშირად მიუღწეველი კარიერა ადარდებთ. დადეთ პირობა, რომ მომავალ წელს გაცილებით მეტს იმუშავებთ საკუთარ თავზე. აითვისეთ ფსიქოლოგიური აუტოტრენინგი: "მე გაცილებით სწორ გადაწყვეტილებებს მივიღებ, ხელს მოვკიდებ სპორტს, ნაკლებს დავლევ, ნაკლებს მოვწევ". ეს ჩანაწერი ისეთ ადგილას შეინახეთ, რომ ხშირად მოგხვდეთ თვალში.

ალერგია

ახალ წელს კიდევ ერთი საშიშროება - ალერგია გვემუქრება. ალერგიული რეაქციები შესაძლოა გამოიწვიოს სადღესასწაულო ატრიბუტებმაც და საკვებმაც - ციტრუსებმა, კვერცხმა, ზღვის პროდუქტებმა, შოკოლადმა... ზოგჯერ ალერგიის გამომწვევი იქ არის ჩასაფრებული, სადაც მას არავინ ელის, მაგალითად, საახალწლო ნაძვის ხეზე - როგორც ნატურალურზე, ისე ხელოვნურზე. ტყიდან მოტანილ ნაძვზე შესაძლოა ბინადრობდნენ სოკოვანი მიკროორგანიზმები, ხელოვნურზე კი წვრილი ტკიპების შემცველი მტვერი იდოს, რომელიც ცემინებას, ცრემლდენას და ასთმურ შეტევასაც კი იწვევს. საშიშია ნაძვის ხის სათამაშოებიც. ასეთ დროს სურდოს და ცრემლდენას ხშირად ზამთრის სეზონისთვის დამახასიათებელ გაციებას უკავშირებენ, თუმცა სიცივის ალერგიას, გაციებისგან განსხვავებით, გამონაყარი და ქავილი ახასიათებს.

საჩუქრის მირთმევის წესი

საჩუქარმა ადამიანი მანამდე უნდა გაახაროს, ვიდრე გახსნის, ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს შეფუთვასა და გაფორმებას. გამოიყენეთ აბრეშუმის ლენტები, ხელოვნური და ცოცხალი ყვავილები, პატარა ბაფთები. უმჯობესია, ყველა საჩუქარს თან პატარ-პატარა ბარათებიც დაურთოთ. საჩუქარი ადრესატს ყოველგვარი კომენტარის გარეშე გადაეცით, რათა მან თავი უხერხულად არ იგრძნოს. საჩუქრად ნაყიდ ნივთს მოაცილეთ ქვითარი, მაგრამ ნუ ამოაცლით ინსტრუქციას, რომელშიც მისი მოხმარების წესებია აღწერილი. ნუ მოგერიდებათ უბრალო ნივთების ჩუქების - საჩუქრის ჭეშმარიტი ღირებულება მისი ფასით არ განისაზღვრება. გულით მირთმეული ნივთი ყოველთვის ძვირფასია. გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის ყოველთვის იქონიეთ რამდენიმე პატარა სუვენირი. გაეცით საჩუქრები მთელი სულით და გულით, არც ჯადოსნური სიტყვა "მშვიდობაში!" დაივიწყოთ.


პიროტექნიკური უსაფრთხოება

ბენგალური ცეცხლი დიდსა და პატარას ერთნაირად გვიყვარს, მაგრამ ერთი შეხედვით უვნებელი შუშხუნაც დიდ უსიამოვნებას შეგვამთხვევს, თუ ნაპერწკალი ბავშვის ტანსაცმელს, ფარდას, სუფრას მოხვდა. არაფერს ვამბობთ იმ დიდ ზიანზე, რომლის მოტანაც შეუძლია თვალში მოხვედრისას. ნუ მისცემთ ასეთ სათამაშოებს პატარა ბავშვებს, ან, თუ მაინც მიეცით, თვალი არ მოაშოროთ. შუშხუნა უნდა მოარიდოთ სახეს, ტანსაცმელსა და რბილ ავეჯს. ანთებული სანთლებითა და შუშხუნებით ოთახებში სირბილი არ შეიძლება. ასევე არ შეიძლება ცეცხლოვანი შადრევნის პირდაპირ სუფრაზე დადგმა - ის უნდა მოათავსოთ მინის ფართო ჭურჭელზე და ისეთ ადგილას დადგათ, სადაც პატარები ვერ მისწვდებიან. პეტარდები ბავშვებმა მხოლოდ უფროსებთან ერთად უნდა გაუშვან. სასურველია, უფროსს მათი გაშვების გამოცდილება ჰქონდეს. საახალწლო ფეიერვერკს პატარებმა უმჯობესია ფანჯრიდან უყურონ.

სუფრასთან ზომიერება გვმართებს

შობა-ახალი წლის უქმეების შემდეგ ბევრს კუჭ-ნაწლავი აწუხებს. ეს ჩვენი ტრადიციული სადღესასწაულო სუფრის ბრალია. ნიგვზით, თხილით თუ ცხარე სანელებლებით უხვად შეზავებული კერძები, ცხიმიანი ხორცი და თევზი, გაზიანი სასმელები 2-3 დღეში კუჭ-ნაწლავში ნამდვილ საპროტესტო გამოსვლებს აწყობენ. თუ კუჭ-ნაწლავი მანამდეც გაწუხებდათ, გირჩევთ, არ დაივიწყოთ ეს და სადღესასწაულო სუფრას სპეციალისტთა რეკომენდაციებით შეიარაღებული მიუსხდეთ.

როგორ ვებრძვით ნაბახუსევს

  • სვით მხოლოდ სუფთა და სანდო სასმელი, არავითარ შემთხვევაში არ აურიოთ ისინი ერთმანეთში.
  • ალკოჰოლურ სასმელს გაზიანი არ მიაყოლოთ - ამან შეიძლება ალკოჰოლური ინტოქსიკაცია გამოიწვიოს.
  • თუ არტერიული წნევა საშუალებას გაძლევთ, დალიეთ ძილის წინ რამდენიმე ჭიქა წყალი - სითხე ნაწილობრივ შეამცირებს თრობის ხარისხს. წნევის მომატების შემთხვევაში სითხის მიღება არ შეიძლება.
  • ძლიერი თავის ტკივილისას შეგიძლიათ მიიღოთ რომელიმე მსუბუქი ტკივილგამაყუჩებელი. არავითარ შემთხვევაში არ გირჩევთ ძილის მომგვრელ, სედაციური ეფექტის მქონე პრეპარატს.
  • ნუ იჩქარებთ ნაბახუსევზე ალკოჰოლით "გამოსვლას". ეს ხერხი იმ შემთხვევისთვის შემოინახეთ, თუ სხვა საშუალებებმა შედეგი არ გამოიღო.

საახალწლო ისტერია

ასე უწოდებენ შიშსა და ფორიაქს, რომელიც სადღესასწაულო სამზადისს ახლავს თან. ბევრი ისე ღელავს, რომ ახალ წელს, ღონემიხდილი, უხალისოდ უზის სადღესასწაულო სუფრას. ეს იმიტომ, რომ ყველაფრის ახალ წლამდე მოსწრებას ვცდილობთ. არადა, არის საქმეები, რომელთა გაკეთება მერეც შეიძლება. ამ სტრესული რეაქციის წარმოშობაში დიდ როლს ასრულებს ჰორმონები. სადღესასწაულო ატმოსფერო სიამოვნების ჰორმონ სეროტონინის უხვად გამომუშავებას იწვევს, რაც არღვევს ორგანიზმის ჰორმონულ წონასწორობას. შედეგად სეროტონინის საწინააღმდეგო ჰორმონები - კორტიზოლი და მისი ანალოგები წარმოიქმნება, მათი წყალობით კი ადამიანი ხშირად უგუნურ საქციელს სჩადის. საახალწლო ისტერიის დასათრგუნავად ბევრი საჭმელ-სასმელს ეძალება, რაც უფრო მეტი უსიამოვნების სათავედ იქცევა. ამ უსიამოვნებების თავიდან აცილება შესაძლებელია. ამისთვის საჭიროა, ცოტა უფრო ადრიანად დაიწყოთ მზადება, რათა დღესასწაულმა თქვენთვისაც მთელი სისრულით გაიბრწყინოს. ახალი წლის ღამეს ხომ ყველაფერი თბება, ჰაერიც კი უჩვეულო ხალისით არის გაჟღენთილი. ყოველგვარი სადარდებელი ქრება, საიდანღაც იმედის მაცოცხლებელი სხივები იღვრება, ყველგან ღიმილი და სიხარულია - ამისთვის მიზეზი არავის სჭირდება. სამყარო ისეთი სიკეთით ივსება, თითქოს სხვაგვარი არც არასოდეს ყოფილა და არც იქნება. არც ბედნიერება გვეჩვენება ამ ღამეს ასეთი შორი და მიუწვდომელი, არც ცხოვრების მუხანათობა გვაწუხებს ისე მტკივნეულად. ამ ღამეს, როგორც არასდროს, გვჯერა, რომ ადამიანმა მხოლოდ უფლისა და ბედნიერების რწმენით უნდა იცოცხლოს.