რატომ ვიღლებით? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ ვიღლებით?

ცნობილია დაღლილობის ინჰიბიტორების 5 ძირითადი ჯგუფი:

1. რძემჟავა და პიროყურძნის მჟავა;

2. კეტონური სხეულები (აცეტონი და სხვა);

3. ნაწლავებში ლპობისა და დუღილის შედეგად წარმოქმნილი პროდუქტები;

4. აზოტის ცვლის პროდუქტები;

5. თავისუფალი რადიკალები.

რძემჟავა და პიროყურძნის მჟავა

რძისა და პიროყურძნის მჟავები ის პროდუქტებია, რომლებიც ორგანიზმში გლუკოზისა და გლიკოგენის დაჟანგვისას წარმოიქმნება. ჟანგვისას ეს ნივთიერებები, ჩვეულებრივ, ნახშირორჟანგად და წყლად იშლება, მაგრამ დატვირთვისას ჟანგბადზე ორგანიზმის მოთხოვნა იმატებს, რის გამოც აღნიშნული სუბსტრატების დაშლა ფერხდება და ზოგიერთი მათგანი მხოლოდ რძემჟავამდე ან პიროყურძნის მჟავამდე დაჟანგვას ასწრებს. სისხლში ამ უკანასკნელთა რაოდენობა იზრდება, რის შედეგადაც ჟანგბადის ტრანსპორტი იბლოკება სისხლის მიმოქცევის სისტემაში. რაც უფრო მაღალია აღნიშნული ნივთიერებების კონცენტრაცია სისხლში, მით მეტად რთულდება უჯრედების მიერ ჟანგბადის ათვისება და დაღლილობაც ძლიერდება. ადამიანი ჯერ ამცირებს დატვირთვას, მერე კი სულ მთლად წყვეტს, რადგან დასვენება და დაკარგული ენერგიის აღდგენა სჭირდება.

კეტონური  სხეულები

კეტონური სხეულები ცხიმოვანი მჟავების არასრული დაჟანგვის პროდუქტებია, რომლებიც სისხლში გროვდება და ორგანიზმის მოწამვლას - აციდოზს იწვევს, რასაც ქსოვილთა ჩვეული ფუნქციების დაქვეითებამდე და გამოფიტვამდე მივყავართ.

ნაწლავური ლპობისა და დუღილის პროდუქტები

დაღლილობასა და მოთენთილობას იწვევს ნაწლავებში მიმდინარე ლპობისა და დუღილის შედეგად წარმოქმნილი ნივთიერებებიც. ეს, უპირველეს ყოვლისა, კვების არასწორ, არეულ რეჟიმს, არარაციონალურ კვებას, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზოგიერთ დაავადებას და, უბრალოდ, ჭარბ კვებას უკავშირდება. ლპობისა და დუღილის პროდუქტები ნაწლავებიდან სისხლში შეიწოვება და ორგანიზმის ინტოქსიკაციის წყაროდ იქცევა. ამგვარი ნაერთებისგან ყველაზე მეტად იფიტება ნერვული სისტემა, რადგან ის ყველაზე მგრძნობიარეა მათი მომწამვლელი ეფექტის მიმართ. შედეგად მცირდება ნერვული სისტემის მდგრადობა და იმატებს გადაღლით გამოწვეული შრომისუნარიანობის დაქვეითების ხარისხი.

აზოტის ცვლის პროდუქტები

ასევე დიდ როლს ასრულებს ორგანიზმის დაღლაში ცილოვანი ცვლა. ცილების დაშლის შედეგად წარმოქმნილი ზოგიერთი ნივთიერება, განსაკუთრებით - ნიშადური, ძლიერ წამლავს ორგანიზმს. აზოტოვანი ცვლის შედეგად მკვეთრად გამოხატული გადაღლა დამახასიათებელია ისეთი ადამიანებისთვის, რომლებიც დიდი ფიზიკური დატვირთვის ასატანად ცილებით ძლიერ მდიდარ საკვებს მიირთმევენ. მათ რიცხვს ეკუთვნიან სპორტსმენები, რომლებიც უხვად მიირთმევენ პარკოსნებს, ხორცს, ქათამს, თევზს, რძის ნაწარმსა და კვერცხს.


თავისუფალი რადიკალები

აქტიური ფიზიკური დატვირთვისას ორგანიზმში წარმოიქმნება თავისუფალი რადიკალები - ქიმიურად ძლიერ აგრესიული ნივთიერებები, რომლებიც აზიანებს უჯრედების მემბრანებს, ართულებს ჟანგბადის ტრანსპორტს და აქვეითებს შრომისუნარიანობას. მცირე რაოდენობით დაგროვილი რადიკალები ორგანიზმს დიდ ზიანს არ აყენებს, მაგრამ თუ დიდი რაოდენობით დაგროვდა, მკვეთრად გამოხატულ ენერგეტიკულ დეფიციტს და შრომის უნარის საგრძნობ დაქვეითებას იწვევს.

დაღლილობის სხვა მიზეზები

ფსიქოლოგები გამოყოფენ დაღლილობის არაბიოქიმიურ მიზეზებს, რომლებიც თანამედროვე ცხოვრებისა და ცივილიზაციის შედეგია და, ამასთან, ფიზიოლოგიური საფუძვლებიც აქვს.

სტატიკური ელექტრობა

დაღლილობის ყველაზე თანამედროვე მიზეზი ცხოვრების თანამედროვე წესია, რომელმაც როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით ადამიანი მიწას მოსწყვიტა. რატომ არის, რომ დიდ ქალაქში მცხოვრები ადამიანი ინტუიციურად ილტვის ბუნებისკენ? ეს მხოლოდ ბუნების წიაღში დასვენების სურვილით როდი აიხსნება, ეს ჩვენი სხეულის ფიზიოლოგიური  მოთხოვნილებაა. ჩვენს ორგანიზმში ყოველდღიურად გროვდება სტატიკური ელექტრობა, რომელიც ძლიერ გამოფიტვასა და გადაღლას იწვევს. მისგან განსამუხტავად  აუცილებელია მიწასთან კონტაქტი, ფეხით სიარული, თბილ ქვიშაზე ფეხშიშველა სირბილი და სხვა.

ვიდეო და აუდიოეკოლოგია

ვიდეო და აუდიოეკოლოგიაც ასევე ნეგატიურად მოქმედებს ჩვენს ემოციურ მდგომარეობასა და შრომის უნარზე. ვიდეოეკოლოგია. დიდ ქალაქებში ცხოვრებისას ადამიანი ვერ ხედავს ჰორიზონტს, მისი თვალთახედვის ისარი  გამუდმებით მაღალსართულიანი შენობებისა და სარეკლამო აბრებისკენ არის მიმართული, ნორმაში კი აუცილებელია, ადამიანი იყურებოდეს შორს და მისი მხედველობა ერთგვარ, ერთფეროვან საგნებზე იყინებოდეს. სწორედ ამიტომ პოვებს უმეტესობა სიმშვიდეს ზღვაზე - მისი ყურება ნერვულ სისტემას ამშვიდებს და თქვენ წარმოიდგინეთ, აჯანსაღებს კიდეც. აუდიოეკოლოგია - ეს ის ბგერებია, რომელთა გარემოცვაშიც ვცხოვრობთ: მანქანების ხმაური, მუსიკა... ვერც კი ვხვდებით, ისე ვხდებით ამ ერთი შეხედვით უწყინარი მოძალადეების მსხვერპლნი - ჩვენ მათ არ ვირჩევთ, მათ მოსმენას გვაძალებენ. ასეთი ბგერები უარყოფითად მოქმედებენ ფსიქიკაზე. ადამიანი თავს კარგად გრძნობს მხოლოდ ბუნებრივ გარემოში - მთებში, ტყეში, ანუ იქ, სადაც სიჩუმეს მხოლოდ ფრინველთა გალობა და ფოთოლთა შრიალი არღვევს.

მარტოობა

დაღლილობის ისეთი ფორმაც არსებობს, რომელსაც მარტოობა იწვევს.  მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გარშემო უამრავი ხალხი ტრიალებს, ზოგჯერ გვეჩვენება, რომ მარტოსულნი ვართ, არავის ვჭირდებით. ეს წმინდა ფსიქოლოგიური პრობლემაა, ამიტომ მისგან თავის დახსნა გაცილებით ადვილია - საკმარისია, ვინმემ ყურადღება მოგვაქციოს, ღიმილითა და თბილი სიტყვებით დახმარების ხელი გამოგვიწოდოს. ადამიანს მხოლოდ და მხოლოდ თბილი სიტყვა და ადამიანური მოპყრობა სჭირდება.

დაღლილობის სახეები

რა მიზეზითაც არ უნდა იყოს გამოწვეული დაღლილობა, განასხვავებენ მის სამ სახეს: მკვეთრს, ფარულს, აკუმულირებულს. მკვეთრი დაღლილობა ძლიერი სულიერი და ფიზიკური დატვირთვის შედეგად იჩენს თავს და, ჩვეულებრივ, მალევე გაივლის. ფარული დაღლილობა ვითარდება მცირე და ხანმოკლე, მაგრამ ხშირად განმეორებადი დატვირთვის შედეგად და ასევე გაივლის სამუშაოს დასრულების შემდეგ. მკვეთრი და ფარული დაღლილობა ორგანიზმის ბუნებრივ, ნორმალურ თავდაცვით რეაქციას წარმოადგენს. აკუმულირებული დაღლილობა კი შრომის ცუდი ორგანიზების შედეგია. ის მაშინ იჩენს თავს, როდესაც დატვირთვის დონე აჭარბებს ადამიანის ფიზიკურ და გონებრივ შესაძლებლობებს, ხოლო ძალ-ღონის აღსადგენად დრო აღარ რჩება. ამ შემთხვევაში ორგანიზმი თანდათან იფიტება, მისი შრომისუნარიანობა ქვეითდება. ეს პათოლოგიური მოვლენაა, რომელიც ექიმის დახმარებას, შრომის, დატვირთვისა და დასვენების რეჟიმის შეცვლას მოითხოვს. გახსოვდეთ, დაღლილობა, ისევე როგორც შიმშილი, სიგნალია, რომლის მეშვეობითაც ორგანიზმი გვაფრთხილების: დასვენების დროა!