გინდ დაიჯერეთ, გინდ არა! - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გინდ დაიჯერეთ, გინდ არა!

ყურის ყველგან გახვრეტა აკრძალულია

ყურის ნიჟარაზე მდებარეობს 11 აქტიური ნეიროგენული წერტილი, რომლებიც დაკავშირებულია თვალებთან, კბილებთან, ენასთან, სახის კუნთებსა და შუა ყურთან. არასწორ ადგილას ყურის გახვრეტამ შესაძლოა რომელიმე მათგანი დააზიანოს და მასთან დაკავშირებული ორგანოს ფუნქციის მოშლა გამოიწვიოს - მხედველობის გაუარესება, ყურის ტკივილი, კბილის დაზიანება... სპეციალისტები გვირჩევენ, ყური მხოლოდ იმ ადგილას გავიხვრიტოთ, სადაც აქტიური ზონები არ არის, ამისთვის კი აუცილებელია, ყურის გახვრეტა ამ საქმეში გამოცდილ ადამიანს ანდოთ.

გვიან ჭამა არც ისე საშიში ყოფილა

ინგლისელმა დიეტოლოგებმა მთელი მსოფლიოს სპეციალისტები საგონებელში ჩააგდეს, როდესაც ხანგრძლივი ექსპერიმენტის შედეგები გააცნეს და დაასაბუთეს, ჰიპოთეზა, თითქოს საღამოს 18 საათის შემდეგ ჭამა წონის მატებას უწყობდეს ხელს, სიმართლეს არ შეეფერებაო. გაირკვა, რომ ადამიანი წონას იმატებს მხოლოდ მაშინ, როდესაც მიღებული კალორიები ჭარბობს დახარჯულს და მნიშვნელობა არ აქვს, დღის რომელ მონაკვეთში მიიღებს მათ; მთავარია, მიღებულმა დახარჯულს არ გადააჭარბოს.

გაზიანი სასმელები კარიესს ებრძვის

არანაკლებ გამაოგნებელი აღმოჩნდა ამერიკელი მეცნიერების დასკვნა, რომ ტკბილი გაზიანი სასმელები ხელს კი არ უწყობს კარიესის განვითარებას, როგორც აქამდე ეგონათ, - პირიქით, აფერხებს კიდეც, რადგან შეიცავს ისეთ სტაბილიზატორებს, როგორებიცაა ნატრიუმის ბენზოატი და სორბიტები.

ყავა პარკინსონისგან გვიცავს

თურმე ადამიანებს, რომლებიც დღეში 4 ფინჯანზე მეტ ყავას სვამენ, პარკინსონის დაავადება, ფაქტობრივად, პრაქტიკულად, არ ემუქრებათ.

ლუდი კატარაქტას შველის

კანადელი მეცნიერების აზრით,  დღეში ერთი კათხა ლუდი კატარაქტის პროფილაქტიკის ეფექტიანი საშუალება ყოფილა. შაქრიანი დიაბეტით მოავადეებისთვისაც კი.

ზღვის წყალმცენარეები შიდსს ებრძვიან

ტაილანდელი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ზღვის ზოგიერთ წყალმცენარეს ადამიანის შიდსისგან დაცვა შეუძლია. კერძოდ, თუ ქალბატონები სქესობრივი კავშირის წინ მათ აპლიკაციას ან ტამპონს გამოიყენებენ, ინფიცირების  ალბათობა მინიმუმამდე დადის. ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად ერთ-ერთმა ფარმაცევტულმა კომპანიამ უკვე დაიწყო ამ წყალმცენარეებისგან სპეციალური გელის დამზადება და მას ქალები სქესობრივ ურთიერთობამდე ერთი საათით ადრე გამოსცდიან.

რამდენი გვჭირდება დღეში?

ვაშინგტონელმა მეცნიერებმა გამოაქვეყნეს ახალი რეკომენდაციები მიკროელემენტებისა და ვიტამინების გამოყენების თაობაზე. ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ მამაკაცებს დღეში 900 მიკროგრამამდე A ვიტამინი სჭირდებათ, ქალებს - 700.  C ვიტამინის ოპტიმალური დოზა, შესაბამისად, 90 და 75 მილიგრამია, თუმცა მწეველებმა ასკორბინის მჟავა არამწეველებზე ერთნახევარჯერ მეტი უნდა მიიღონ. D ვიტამინის დღიური დოზა 200 მიკროგრამს შეადგენს, E ვიტამინისა - 15 მილიგრამს, ფოლიუმის მჟავასი - 400  მიკროგრამს, ვიტამინ B12-ისა - 2,5 მიკროგრამს, K ვიტამინისა - 120 მიკროგრამი. მამაკაცებმა და ხანდაზმულმა ქალებმა უნდა მიიღონ დღეში 8 მილიგრამი რკინა, 50 წლამდე ასაკის ქალებმა - 18, ორსულებმა - 30 მილიგრამი. თუთიის სადღეღამისო ნორმა 10 მილიგრამია, იოდისა - 150, სპილენძისა კი - 900 მიკროგრამი.