იცით თუ არა? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

იცით თუ არა?

სწორედ ამიტომ აუცილებელია საწოლის თეთრეული გაირეცხოს კვირაში ერთხელ, ამასთან, არანაკლებ 60 გრადუს ტემპერატურის წყალში. ასე, ერთი მხრივ, ჰიგიენურ ნორმებს უერთგულებთ, მეორე მხრივ კი ბევრი იმ უსიამოვნებისგან დაიცავთ თავს, რომელთა გამოწვევაც მტვრის ტკიპებს პოტენციურად შეუძლიათ.

ცხიმიანი საკვების გაძვირებით ჯანმრთელობაზე ზრუნავენ

დანიაში მთავრობამ მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვის და მათი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის გაზრდის მეტად ორიგინალურ მეთოდს მიაგნო. საგრძნობლად გაზარდა ფასები ყოველ კილოგრამ პროდუქტზე, რომელიც დასაშვებზე დიდი რაოდენობით შეიცავს ნაჯერ ცხიმებს, ისინი ნაკლებცხიმიან ანალოგებზე გაცილებით ძვირი ღირს. დანიის მთავრობა იმედოვნებს, რომ ამ გზით 10 წლის განმავლობაში დაახლოებით 3 წლით გაზრდის დანიელების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობას.

ლამაზი მელოდია აზარალებს ჯანმრთელობას

ყველაზე ლამაზსა და ჰარმონიულ მელოდიასაც კი შეუძლია, ჯანმრთელობას სერიოზული ზიანი მიაყენოს. ფსიქოლოგებმა დაასკვნეს, მობილურ ტელეფონზე რეკვისას, როდესაც ვერ ვახერხებთ აბონენტთან დაკავშირებას, ორგანიზმში ძლიერი სტრესული რეაქცია ვითარდება, ზოგიერთში იგი სახეზე წამოწითლებით, ზოგში კი არტერიული წნევის მკვეთრი მატებითაც კი ვლინდება. თუმცა ეს არაფერი ყოფილა იმასთან შედარებით, რასაც განიცდის ნერვული სისტემა, როდესაც დაკავშირების მოლოდინში ყურში ზუმერის ნაცვლად მუსიკის ჰანგებს ვისმენთ. ასე რომ, სპეციალისტები გვირჩევენ, ზარის ნაცვლად ნუ დავაყენებთ მელოდიას, თუ გვსურს, ჯანმრთელნი იყვნენ ისინი, ვინც ხშირად გვირეკავენ.

უძილობა გადამდებია

ძილის რეჟიმის არევა და მასთან დაკავშირებული მოშლილობანი შესაძლოა ოჯახის ერთი წევრისგან მეორეს გადაედოს. როდესაც ოჯახის ერთ წევრს ქრონიკული უძილობა ტანჯავს, სხვა წევრებზე მისი გადადების ალბათობა საკმაოდ მაღალია - დაახლოებით 37%-ს შეადგენს. ეს, ჯერჯერობით, ამოუხსნელი ფენომენია.

იცინეთ ახლობლებთან ერთად

15 წუთი ახლობლების გარემოში კომედიური ჟანრის ფილმის ყურება საგრძნობლად სწევს მაღლა ტკივილის ზღურბლს და აძლიერებს იმუნიტეტს. გულიანი ხარხარის დროს სისხლში გადაიტყორცნება ენდორფინების უდიდესი ულუფა, რომელიც რამდენიმე საათით აუმჯობესებს გუნება-განწყობასა და თვითშეგრძნებას. ოღონდ ძვირფასია მხოლოდ გულწრფელი სიცილი, სხვების დასანახ ემოციას სარგებლობის მოტანა არ შეუძლია. ენდორფინების დონე კიდევ უფრო იზრდება, როდესაც ჩვენს სიხარულს სხვებიც იზიარებენ.