იცით თუ არა? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

იცით თუ არა?

პლატონი ასევე იზიარებდა მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენლებს განსხვავებული ფიზიკური თვისებები და მონაცემები ჰქონდათ. გალენუსს სხეულის სიმეტრია საზოგადოებრივი საქმიანობის ნებისმიერ სფეროში წარმატების ერთ-ერთ მთავარ პირობად მიაჩნდა. ანტიკურ ხანაში სხეულის განსაკუთრებული სიმეტრიით გამოირჩეოდნენ რომაელი მეომრები.

მამაკაცის იდეალური ფიგურა

მამაკაცის იდეალური აგებულების შესახებ წარმოდგენები საკმაოდ დიდხანს რჩებოდა უცვლელი, გასული საუკუნის ბოლოს დიდი და ბრგე მამაკაცების მოდა რადიკალურად შეიცვალა. მამაკაცის იდეალური წონა თანდათან მცირდებოდა, სამაგიეროდ, იზრდებოდა მისი სიმაღლე. ტენდენციის დამკვიდრებისთვის უკანასკნელ წერტილად იქცა 2001 წელს კრისტიან დიორის ფირმის დიზაინერ ჰედი შლიმანის პირველი ჩვენება მამაკაცებისთვის, რომელზეც მან დამსწრეთა წინაშე მამაკაცის საუკეთესო ტანსაცმელში გამოწყობილი ძლიერ გამხდარი და მაღალი მოდელები გამოიყვანა. ამის შემდეგ მამაკაცებმა იდეალური ფიგურის მისაღწევად, ქალების მსგავსად, დიეტის დაცვა და ფიტნესკლუბებში სიარული დაიწყეს. თქვენ წარმოიდგინეთ, ბევრი პლასტიკური ქირურგის დანასაც კი არ უფრთხის.

გარეგნობა მხოლოდ გულ-სისხლძარღვებს არ წარმოაჩენს

დიდი ხანია საუბრობენ იმაზე, რომ წელის გარშემოწერილობისა და მხრების სიგრძის ურთიერთშეფარდებით შესაძლებელია დადგინდეს, რამდენად ემუქრება ადამიანს გულ-სისხლძარღვთა დაავადებები. დღეს ეს თანაფარდობა იდეალური მამაკაცური ფიგურის მანიშნებელიც გახდა. ძლიერი სქესის წარმომადგენლებს, რომლებისთვისაც ეს თანაფარდობა 0,75-ის ტოლია, თურმე ქალები ყველაზე მიმზიდველებად და სექსუალურებად მიიჩნევენ. მამაკაცებო, თუ ბუნების მიერ თქვენთვის ბოძებული ფორმები იდეალური მაჩვენებლების საზღვრებში ვერ ჯდება, ნუ დაღონდებით, ეს ადვილი გამოსასწორებელია სპეციალური ვარჯიშების დახმარებით. თუ მამაკაცს წელის გარშემოწერილობისა და მხრების შეფარდების “გაიდეალურება” სურს, სპორტის ისეთ სახეობებს უნდა მისდიოს, რომლებიც ამცირებს ცხიმოვან შრეს და ზრდის კუნთოვან მასას, ამასთან, აძლიერებს ზურგისა და მხრების კუნთებს.

ადონისის ინდექსი

ბერძნები ამ ინდექსის მქონეთა სხეულს მამაკაცის იდეალური ფიგურის მოდელად იყენებდნენ. ეს იდეალური ტრაფარეტი გახლდათ ანტიკური ხანის ქანდაკებებისა თუ სურათებისთვის. იქ, სადაც ადამიანის ფიგურა დომინირებდა, აუცილებელი იყო სპეციალური პროპორციების დაცვა, ამიტომ მოქანდაკეები დღესაც ძველბერძნულ სკულპტურათა პარამეტრებს, ანუ ადონისის ინდექსს ერთგულებენ. ამ ინდექსის ერთგული გახლდათ ლეონარდო და ვინჩიც. ბერძნულ მითოლოგიაში ადონისი ახალგაზრდა და ლამაზი მონადირე იყო, რომელიც თავდავიწყებით უყვარდა ქალღმერთ აფროდიტეს. ადონისის ინდექსის გამოსათვლელად გამოიყენება სიმაღლე, გულმკერდის გარშემოწერილობა და მხრების სიგანე. სიმაღლის მიხედვით განისაზღვრება იდეალური თეძოს ზომა, რომელიც, თავის მხრივ, წარმოადგენს მხრების იდეალური სიგანის საზომსა და განმსაზღვრელს. იდეალური პროპორცია თეძოსა და მხრების სიგანისა უნდა იყოს 1:1.618, ანუ მხრების იდეალური სიგრძე 1.618-ჯერ უნდა აღემატებოდეს სიმაღლის მიხედვით განსაზღვრულ თეძოს იდეალურ ზომას.

სხვადასხვა ეპოქის ლამაზმანები

ქალის სხეულის იდეალური პროპორციები ეპოქათა კვალდაკვალ იცვლებოდა.

ანტიკური ხანა

ანტიკური ხანის ლამაზმანთა სხეულის პროპორციებით თანამედროვე მამაკაცთა უმრავლესობა ნამდვილად ვერ მოიხიბლება. ანტიკური ვენერები და აფროდიტეები არცთუ მაღლები იყვნენ - 160-165 სმ-მდე, საკმაოდ ხორცსავსეებს მოკლე ქვედა კიდურები და განიერი თეძოები ჰქონდათ. სილამაზის ბერძნული კანონები ემთხვეოდა რომაულს.

შუა საუკუნეები

შუა საუკუნეებში ფიზიკური სრულყოფილება დიდ ღირსებად არ მიიჩნეოდა და ზოგან მისი წარმოჩენა საშინელ ცოდვადაც კი იყო სახელდებული. ამ ეპოქაში იდეალი გახლდათ ბრტყელი სხეული, რომელზეც თითქმის ვერ გაარჩევდით სქესობრივ ნიშნებს.

ბაროკოს ეპოქა

ბაროკოს ეპოქაში ხორცსავსე ლამაზმანები მოსწონდათ. რუბენსის ტილოებზე გამოსახული ფაშფაშა ქალბატონები ყველას გინახავთ - მხატვრის აზრით, ქალი რძისა და სისხლისფერი უნდა ყოფილიყო.

მე-19 საუკუნე

მე-19 საუკუნეში მოდაში შემოვიდა კორსეტი და წვრილი წელი, რამაც მშვენიერი სქესის წარმომადგენლებს შიმშილობა აიძულა.

მე-20 საუკუნე

1960 წლიდან ქალის სილამაზის სტანდარტად 90-60-90-ა მიჩნეული.