ტრანსპორტის აუტანლობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ტრანსპორტის აუტანლობა

ზღვის დაავადება აქვს ადამიანთა უმეტესობას. კოსმონავტებიც კი აღიარებენ, რომ ზოგჯერ ვესტიბულურ აპარატს ვერ იმორჩილებენ. სავსებით ბედნიერ მოგზაურებად თავი შეუძლია იგრძნოს ადამიანთა მხოლოდ 6-8%-ს - მათ არასოდეს აწუხებთ კინეტოზი. რყევა ყველაზე ნაკლებად ვნებს 60 წელს გადაცილებულებს, ყველაზე მგრძნობიარენი კი ბავშვები არიან, გოგონები - უფრო მეტად. ბიჭუნები რყევას ორ წლამდე საერთოდ ვერ გრძნობენ. სწორედ ამიტომ არის, რომ მათ ასე უყვართ აკვნები, საქანელები, კარუსელები. მაგრამ ზოგიერთი მოზრდილისთვის ბზრიალა ატრაქციონის შეხედვაც საკმარისია, რომ გული აერიოს. ყოველგვარი ტრანსპორტით მგზავრობა პრობლემაა მათთვის, ვისაც სანაღვლე გზების დისკინეზია აქვს.

როგორ მოვიქცეთ?

მგზავრობამდე რამდენიმე დღით ადრე გაავარჯიშეთ ვესტიბულური აპარატი.

  • შეასრულეთ გადახრები წინ და გვერდზე, თანაბრად და მსუბუქად ატრიალეთ თავი.
  • დაწექით მუცელზე, თავი დივნიდან ჩამოკიდეთ, მერე სწრაფად ასწიეთ ისე, რომ დაჭიმოთ ნიკაპი.
  • აუზში ცურვისას საკუთარ თავს შეუქმენით “ხელოვნური რწევის” პირობები: ხელის ყოველი მოსმისას სხეული მოაბრუნეთ ხან ერთ, ხან მეორე მხარეს.
  • იცეკვეთ ვალსი.
  • მგზავრობამდე ერთი-ორი კვირით ადრე დაიწყეთ ელეუტეროკოკის ექსტრაქტის მიღება: 30 წვეთი ორ-სამჯერ დღეში.

მგზავრობის წინ

  • კარგად გამოიძინეთ.
  • მგზავრობამდე 1,5-2 საათით მსუბუქად წაიხემსეთ.
  • არ მოსწიოთ, არ მიღოთ ალკოჰოლური სასმელი - ისინი დაამძიმებენ რყევას.
  • ნუ გამოიყენებთ მკვეთსუნიან პარფიუმერიას - სუნმა შესაძლოა პროვოცირება გაუწიოს გულისრევის, პირღებინებისა და თავის ტკივილის შეტევას.

მგზავრობისას

  • ნუ იფიქრებთ უსიამოვნო შეგრძნებებზე.
  • ერიდეთ დახუთულობას - ჩართეთ კონდიციონერი, გააღეთ ფანჯარა. ჩაიცვით ისეთი ტანსაცმელი, რომ მოძრაობაში ხელი არ შეგიშალოთ.
  • სთხოვეთ თანამგზავრებს, გადადონ კვება შემდგომ გაჩერებამდე - საჭმლის სუნმა შესაძლოა გააძლიეროს კინეტოზი.
  • თან წაიღეთ ლიმონის ნაჭრები. როგორც კი დისკომფორტს იგრძნობთ, მოწუწნეთ. ზოგიერთს შველის პიტნის კანფეტის წუწნა, საღეჭი რეზინის ღეჭვა, კოჭას ჩაი. ზოგჯერ ეფექტურია ცივი წყლის დალევა, პირში ყინულის ნატეხის ჩადება.
  • თუ კინეტოზის სიმპტომები იგრძენით, თითით დააწექით კანის მგრძნობიარე წერტილებს: ყურის ბიბილოს ქვეშ, ასევე - წინამხრის შიგნითა მხარეს,  ხელისგულიდან სამი თითის დაშორებით.

გემზე

მეტი დრო გაატარეთ გემბანზე, გემის ცენტრალურ ნაწილში, რადგან გემის კიჩოსა და ცხვირზე რწევა უფრო ძლიერ იგრძნობა. გემბანზე დგომისას მზერა ჰორიზონტის ხაზზე შეაჩერეთ.

ავტობუსსა და ავტომობილში

დაბრძანდით ისე, რომ მგზავრობის მიმართულებით იყურებოდეთ. სავარძელი გადასწიეთ უკან, რადგან, მწოლიარე, მგზავრობას უკეთ გადაიტანთ. იყურეთ პირდაპირ. წარმოიდგინეთ, რომ სწორედ თქვენ უზიხართ საჭეს - მას, ვისაც საჭე უჭირავს, გული არასოდეს ერევა. არ იკითხოთ, უმჯობესია, მოუსმინოთ მუსიკას.

თვითმფრინავში

აფრენისას და დაფრენისას ისუნთქეთ ღრმად. მოიმარაგეთ საწუწნი კანფეტი. თუ ეს მეთოდები შვებას არ გგვრით, შეიძინეთ პრეპარატები, რომლებიც აქვეითებს მგზავრობისას ვესტიბულური აპარატის მგრძნობელობას. ეს წამლებია:

  • დრამინა, ბონინი და კინედრილი;
  • აერონი, ბელატამინალი და ბელასპონი ბელადონას ალკალოიდებით;
  • ავია-მორე, კოკულინი და ვერტიგოხელი;
  • ბიოდანამატი “თანამგზავრი” კოჭას გასუფთავებული ფესურათი და გვირილის ფოთლებით (კოჭას ძველთაგანვე იყენებდნენ მეზღვაურები ზღვის ავადმყოფობისგან თავის დასაზღვევად).

უკიდურეს შემთხვევაში გამოგადგებათ ვალიდოლი ან ვალოკორდინიც - ზოგჯერ მათ იყენებენ როგორც დამამშვიდებელ და გულისრევის საწინააღმდეგო საშუალებებს. შეიძლება მიიღოთ დიმედროლი, სუპრასტინი. ისინი, უწინარეს ყოვლისა, ალერგიის საწინააღმდეგო საშუალებებია, მაგრამ რწევის საწინააღმდეგო მოქმედებაც აქვს. გიშველით ცერუკალიც, რომელსაც, ჩვეულებრივ, გულძმარვის საწინააღმდეგოდ იყენებენ. ძლიერი პირღებინება ჩაწყნარდება, თუ დაყნოსავთ წინასწარ მომარაგებულ ნიშადურის სპირტში დასველებულ ბამბას.