ჯანმრთელობა - ჩვევაა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჯანმრთელობა - ჩვევაა

გთავაზობთ ექიმების, დიეტოლოგებისა და ფსიქოლოგების მიერ შედგენილი წესების ტოპათეულს, რომლებიც ამაში დაგეხმარებათ.

1. იხეხეთ კბილები!

დღეში ორჯერ, დილა-საღამოს, კბილების რეგულარული ხეხვით ადამიანი ექვსი წლით იხანგრძლივებს სიცოცხლეს, რადგან კბილის მინანქარზე მობინადრე ბაქტერიებს შავბნელი საქმეების კეთების საშუალებას უსპობს. როდესაც პირის ღრუში ბევრი მიკრობია, ისინი უფრო ადვილად ხვდებიან სისხლის მიმოქცევის წრეში, იწვევენ დაავადებებს და ამით ადამიანს რამდენიმე წლით უმოკლებენ სიცოცხლეს.

2. ახალი ნაცნობობა და ჰობი

საზოგადოებრივი საქმიანობა სასარგებლოა როგორც გონებრივი, ისე ფიზიკური კეთილდღეობისა და ჯანმრთელობისთვის. თუ დრო გაქვთ, ჩაეწერეთ რომელიმე წრეში ან კურსებზე, ჯგუფურ ტრენინგებზე. ეს ხელს უწყობს ნაცნობთა წრის მუდმივ გაფართოებას, ბედნიერების ჰორმონ სეროტონინის საჭირო დონის და კარგი განწყობის შენარჩუნებას. მოცალეობის ჟამს აკეთეთ საყვარელი საქმე.

3. საუზმე აუცილებელია!

ის, ვინც ყოველ დილით საუზმობს, მეტ მინერალსა და ვიტამინს იღებს, ცხიმებსა და ქოლესტერინს კი - გაცილებით ნაკლებს. ამის შედეგად გაცილებით უკეთ გამოიყურება და მთელი დღის განმავლობაშიც ნაკლებად აწუხებს შიმშილი. მსუბუქი საუზმე აძლიერებს საჭმლის მონელების პროცესებს, ასტიმულებს ნაღვლისა და ფერმენტების გამოყოფას.

4. საჭიროა კარგი ძილი!

გამოძინებული და დასვენებული ადამიანი ყოველთვის გაცილებით მეტს ასწრებს, ვიდრე გამოუძინებელი. ამ უკანასკნელის მარგი ქმედების კოეფიციენტი დაბალია. ჯანმრთელობა და სილამაზეც უშუალოდ არის დამოკიდებული ძილზე, მის ხანგრძლივობაზე, ზრდასრულ ადამიანს 8 საათი მაინც უნდა ეძინოს.

5. მეტი იმოძრავეთ, ისეირნეთ და ივარჯიშეთ!

თუ სამსახურში საზოგადოებრივი ტრანსპორტით დადიხართ, ეცადეთ, ორი გაჩერებით ადრე ჩამოხვიდეთ და დანარჩენი გზა ფეხით გაიაროთ. შინ თუ სამსახურში ტელეფონით საუბრისას ეცადეთ იმოძრაოთ. ტელევიზორის ყურებისას დროდადრო რიტმულად აამოძრავეთ მხრები, ფეხები, აკეთეთ ცურვის მსგავსი მოძრაობანი.

6. კვირაში ორჯერ მაინც მიირთვით თევზი

განსაკუთრებით სასარგებლოა ცხიმოვანი მჟავებით მდიდარი ჯიშები. თევზს სხვა ღირსებაც აქვს - ცილის წყაროა. ცხიმოვანი მჟავები კი მართლაც ფასდაუდებელია - ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს და აძლიერებს იმუნურ სისტემას.

7. სვით მეტი წყალი და ჩაი!

წყლის დეფიციტის დროს ორგანიზმი ეკონომიის რეჟიმზე გადადის და იწყებს სითხის დაგროვებას, რაც შეშუპებასა და ჭარბ წონას იწვევს. ჩაი კი ხელს უწყობს მეხსიერების გაძლიერებას, ამაგრებს კბილის მინანქარს.

8. შესვენებაზე მიირთვით სასარგებლო პროდუქტები

უარი თქვით მშრალ საკვებსა და ცომეულზე და შესვენებისას მათ ნაცვლად ხილი და ბოსტნეული მიირთვით. შეიძლება მსუბუქი რძის ნაწარმიც.

9. რეგულარულად გაანიავეთ სახლი

პრაქტიკულად, ყველა საშენი მასალა, სარეცხი საშუალება, საღებავი და სამედიცინო პრეპარატი ანაგვიანებს საცხოვრებელი სახლის ჰაერს, რაც ძალიან საზიანოა, ამიტომ აუცილებელია სახლის დილა-საღამოს სველი წესით დასუფთავება და კარგად განიავება.

10. დაგეგმეთ ყველაფერი, რისი დაგეგმვაც შეიძლება

აქციეთ დაგეგმვა ცხოვრების წესად, რათა საიმედოდ დაიცვათ თავი მოულოდნელობით გამოწვეული სტრესისგან. გახსოვდეთ: ჯანმრთელობის მდგომარეობა ჩვენს მავნე თუ სასარგებლო ჩვევებზეა დამოკიდებული. ამიტომ სამართლიანად ამბობენ, რომ ჯანმრთელობა - ჩვევაა.