ჯანსაღი კვება და დელიკატესები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჯანსაღი კვება და დელიკატესები

როგორია შემადგენლობა?

ორაგულისებრთა ოჯახის სხვადასხვა სახეობის თევზის ხიზილალას სხვადასხვა გემო და არომატი აქვს, თუმცა ცილოვანი შემადგენლობითა და ვიტამინების შემცველობით ძალიან ჰგავს ერთმანეთს.

  • ყველაზე წვრილი კალმახის ქარვისებრ-ყვითელი ხიზილაა.
  • ყველაზე მსხვილი - კეტას ხიზილალა, რომლის დიამეტრი 5-6 მმ-ია და წითელ წიგნში შეტანილი თევზის, ჩავიჩის, ხიზილალა, რომლის მარცვლების დიამეტრი 7 მმ-ს აღწევს.
  • ყველაზე პოპულარულია კუზიანა თევზის მსხვილი, ფორთოხლისფერი ხიზილალა.

წითელი ხიზილალა მარცვლოვანია. იდეალურ შემთხვევაში მისი ნაწილაკები ერთმანეთისგან განცალკევებულია.

საჭირო ჭურჭელი

ხიზილალა იმ პროდუქტების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც სპეციალურ ჭურჭელს (ტარას) საჭიროებს. მისი კონტეინერი ჰერმეტულად უნდა იხურებოდეს. როცა ხიზილალის შეძენას აპირებთ, აუცილებლად უნდა შეამოწმოთ ქილა, რომელშიც ის არის მოთავსებული. უპირველეს ყოვლისა, უნდა დააკვირდეთ სახურავს. გაბერილი ქილის შეძენა არ შეიძლება. ქილაზე მითითებული უნდა იყოს: წარმოების დრო, ადგილი, ხიზილალის ხარისხი, სახელმწიფო სტანდარტის ნიშანი, რომლის მიხედვითაც დამზადებულია პროდუქტი. მოდი, გავარკვიოთ იმ ჭურჭლის  უპირატესობა თუ ნაკლი, რომელშიც მოთავსებულია ხიზილალა.

1. მინის ქილა: პროდუქტი ჩანს, თვალის შევლებითაც მივხვდებით, ახალია თუ არა. მთავარია, ხიზილალა სინათლეში არ ეწყოს, რათა მასში შემავალი ვიტამინები არ განადგურდეს. ყველა სხვა კუთხით მინის ქილა სავსებით საიმედოა.

2. ლითონის ქილა: ვერ გაიგებთ, რა არის ჭურჭელში, სანამ არ გახსნით. სამაგიეროდ, ასეთ ქილებში ხიზილალა კარგად ინახება.

3. პლასტიკის კონტეინერი: დღეს სუპერმარკეტის დახლებზე ხშირად შეხვდებით პლასტმასის კონტეინერში მოთავსებულ ხიზილალას მჭიდროდ დაბეჭდილი სახურავით. ასეთ ჭურჭელში საკვები უფრო ნაკლებ ხანს ინახება, ვიდრე მინისა თუ ლითონის ქილაში, მაგრამ თუ შენახვის წესები დავიცავით, კონტეინერი უსაფრთხოა. ნუ შეიძენთ ხიზილალას რბილი პლასტმასის ჭურჭლით, რომელსაც ამოსაცნობი ნიშნები არ აქვს.

4. ასაწონი ხიზილალა: მისი მთავარი უპირატესობა ის არის, რომ გასინჯვა შეიძლება - უმალვე მიხვდებით, საკმარისად აქვს თუ არა მარილი, აქვს თუ არა უცხო გემო და სუნი. მეორე მხრივ, არავინ  იცის, რამდენი ხანი გაატარა ამ დელიკატესმა მაღაზიის ვიტრინის მიღმა. შენახვის ვადა შესაძლოა შეცვალონ, ვადაგასული ხიზილალა კი, ბუნებრივია, გაწყენთ.

როგორ ამოვიცნოთ ხარისხიანი ხიზილალა?

1. მარცვლები თითქმის ერთი და იმავე ზომისა უნდა იყოს. წვრილმარცვლოვანი უფრო ფასობს, ვიდრე მსხვილი - ეს იმის ნიშანია, რომ პროდუქტი გადამწიფებული არ არის.

2. ხიზილალის მარცვლები ან მრგვალია, ან უმცირესი ღრმულები აქვს. არ უნდა იყოს დახეთქილი ანდა გამოკვეთილი ფერისა.

3. ხარისხიანი ხიზილალა ადვილად სცილდება კოვზს, მაგრამ საიმედოდ მაგრდება ბუტერბროდზე და დახრის დროს არ ცვივა.

4. მას სასიამოვნო სუნი აქვს - თევზის სუნს ძნელად თუ იგრძნობთ.

5. მარცვლებს არ უნდა ჰქონდეს მოთეთრო ნადები ან გარსი.

6. პროდუქტის შემადგენლობაში უნდა იყოს მხოლოდ ხიზილალა, მარილი და კონსერვანტი, სასურველია, მინიმალური რაოდენობით.

7. გურმანები ზაფხულის ხიზილალას ამჯობინებენ (აუცილებლად შეამოწმეთ გამოშვების დრო). მიიჩნევა, რომ ზამთრის პროდუქტი უფრო წყლიანია.

შენახვის ვადა

ხიზილალა ნაზი და ჭირვეული პროდუქტია. ორი დღე-ღამის  შემდეგ მან შესაძლოა შეიცვალოს ფერი, გემო და თვისებები. ამ უსიამოვნებებისგან მას კონსერვანტი იცავს. უძველესი და ყველაზე პოპულარული კონსერვანტი მარილია. ხიზილალამ დიდხანს რომ გაძლოს, მის 4%-ს მარილის მასა უნდა შეადგენდეს. თუ მარილი მეტია, პროდუქტს გემო უფუჭდება, თუ ნაკლები - იწყება ლპობა. რაც უფრო ძვირად ღირებულია ხიზილალა, მით უფრო სუსტია მარილის გემო. დამარილებული ხიზილალა დაახლოებით ორ თვეს ძლებს. შენახვის ვადის გასახანგრძლივებლად მას კონსერვანტებს ამატებენ. ზოგჯერ, განსაკუთრებით - კუსტარულ პირობებში, ხიზილალას აკონსერვებენ ანტისეპტიკ უროტროპინის (EE 239) გამოყენებით. ის ტოქსიკურია და დამახასიათებელ მწარე გემოს აძლევს პროდუქტს. მეორე პოპულარული კონსრვანტია სორბინის მჟავა (E200), რომელიც ასევე არცთუ სასარგებლოა. ახლახან გამოიგონეს დამაკონსერვებელი დანამატი “ვარექსი-2”, რომელიც ყველაზე უსაფრთხოდ მიიჩნევა და ხიზილალას შენახვის მთელი ვადის განმავლობაში უნარჩუნებს თვისებებს. “დაბერებული” ხიზილალა წყალს კარგავს და იჭმუჭნება. პრეზენტაბელური იერსახის შესანარჩუნებლად ასაწონ პროდუქტს ამატებენ გლიცერინს ან მცენარეულ ზეთს. ზოგჯერ ვირთევზასა და ქაშაყის ღვიძლისგან ხიზილალის სუროგატს ქმნიან. მკვეთრ შეფერილობას პროდუქტს საღებავი აძლევს. ხელოვნური ხიზილალა 3-4-ჯერ უფრო იაფი ღირს, ვიდრე ნამდვილი.

ხარისხზე

  • ხარისხიან ხიზილალას ქილაზე ყოველთვის აქვს სახელმწიფო სტანდარტის ნიშანი და წარწერა: “ორაგულისებრი თევზის მარცვლოვანი ხიზილალა”; მინიშნებულია მწარმოებლის მისამართი და შენახვის ვადა.
  • ლითონის ქილებზე შიგნიდან არის ამოტვიფრული ციფრები, მისი კიდეები თანაბარია.
  • შენჯღრევისას ქილაში არაფერი მოძრაობს და ხმაურობს.

ხიზილალის ქილა შეინახეთ მაცივარში და არა საყინულეში - ასეთ დაბალ ტემპერატურაზე მარცვლები სკდება და გალღობისას ფაფად იქცევა. მოხმარების წინ ჭურჭელი შეათბეთ ოთახის ტემპერატურაზე. რაც უფრო გრილია ხიზილალა, მით უფრო ნაზია, ხოლო გემო უფრო მძაფრად იგრძნობა სითბოში.