სამედიცინო ტოპათეული-2 - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სამედიცინო ტოპათეული-2

Irobot და intouch health rp-vita

ტელემედიცინისთვის განკუთვნილი რობოტი უფრო მეტი პაციენტის გასინჯვის საშუალებას იძლევა. გასინჯვის ყველა პროცედურას ექთანი ატარებს, ხოლო ექიმი, რომელიც ასეულობით თუ ათასეულობით კილომეტრის იქით იმყოფება, მკურნალობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს. ამასთანავე, ეს გახლავთ პირველი “ბოტი”, რომელსაც შეუძლია დაწესებულებაში დამოუკიდებლად გადაადგილება და ადვილად უვლის გვერდს წვეთოვნებს, სავარძლებსა თუ საკაცეებს. მოწყობილობა აღჭურვილია ორი კამერით (პაციენტის თვალის გუგების გაფართოების მეთვალყურეობისთვის) და სტეთოსკოპით.

American standard sato

მიწაში ამოთხრილი ტუალეტით მსოფლიოში 1,8 მილიარდი ადამიანი სარგებლობს. სატო პლასტმასისგან დამზადებული მოწყობილობაა, რომელიც მთლიანად ფარავს ასეთი ტუალეტების ხვრელს. ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების შემდეგ მას სპეციალური თავსახური ეფარება.

Dune medical devices marginprobe

ავთვისებიან სიმსივნეებზე ოპერაციის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს ყველა მეტასტაზის მთლიანად მოცილებას. წინააღმდეგ შემთხვევაში სიმსივნე ისევ დაიწყებს ზრდას. ეს აპარატი სწორედ სიმსივნის საზღვრების დასადგენად გამოიყენება. მოწყობილობა გამოსცემს რადიოტალღებს, რომელთა მეშვეობითაც ხდება ჯანმრთელი და დაავადებული ქსოვილების გარჩევა. მისი წყალობით განმეორებითი ოპერაციების რიცხვი 56%-ით შემცირდა.

Maddak morph wheels

უნარშეზღუდულებისთვის განკუთვნილი სავარძლების ტრანსპორტირებას ართულებს დიდი ბორბლები, რომლებიც ყველაზე მეტ ადგილს იკავებს. მადდაკ მორპჰ-ის ბორბლები კი შუაზე იკეცება, რაც ამ პრობლემას მეტ-ნაკლებად აგვარებს.

Autonomic technologies ati neurostimulation system

კლასტერული თავის ტკივილის - ერთ-ერთი ყველაზე შემაწუხებელი ტკივილის -  მქონე პაციენტების 22%-ს არც ერთი წამალი არ შველის. ხსნის ერთადერთი გზა ნეიროსტიმულაციაა. ატი სისტემა ნერვის სტიმულაციისთვის ექვს ელექტროდს იყენებს და ტკივილის სიგნალებს აქრობს. მსგავს ვერსიას კომპანია აუტონომიც ტეცჰნოლოგიეს შაკიკის მკურნალობისთვისაც იკვლევს.

Vascular pathways accucath IV catheter

ვენაში კათეტერის ჩადგმის ასიდან 48 შემთხვევა გართულებით, კერძოდ, ვენის გახვრეტით მთავრდება. ახალი გამოგონება თითქმის ანახევრებს ასეთი შემთხვევების რაოდენობას. მას შემდეგ, რაც ნემსი ვენაში მოხვდება, ექიმი კათეტერში შეაცურებს სპეციალურ მიმმართველ მავთულს. რომელიც ბამპერივით მოქმედებს და ნემსს ვენის ხელმეორედ გახვრეტის საშუალებას არ აძლევს.

Biodapt versa foot

ეს გახლავთ მოწყობილობა მათთვის, ვინც დაკარგა ქვედა კიდურები, მაგრამ არ სურს, თავი დაანებოს ექსტრემალურ სპორტს. მოწყობილობას აქვს დასარეგულირებელი ამორტიზატორი, რომელიც ტერფს 28-გრადუსიანი დიაპაზონით მოძრაობის საშუალებას აძლევს (შედარებისთვის: სხვა პროთეზების დიაპაზონი მხოლოდ 5-10 გრადუსია). მისი მეშვეობით შესაძლებელია ცერებზე დადგომა და ჩაცუცქვა. ამ პროთეზის გამოყენება შეიძლება ფეხსაცმელთან ერთად და მის გარეშეც.

Bactrack mobile

“ტიკ-ტაკის” კოლოფის მსგავს ამ პატარა მოწყობილობაში ჩაბერვით, რომელიც მობილურ ტელეფონს ბლუთუსით უკავშირდება, ტელეფონის ეკრანზე გამოჩნდება თქვენი თრობის დონე. კომპაქტური ალკოტესტერი იმ მძღოლებს გამოადგებათ, რომლებსაც არ მოსწონთ დილაობით პირის ღრუდან ამომავალი სუნი.

Second sight argus II

ეს მოწყობილობა უსინათლოებს ხედვის საშუალებას აძლევს და ექიმების მიერ ნებადართულ პირველ ხელოვნურ ბადურად ითვლება. ის სათვალეზე დასამაგრებელი მინიატურული ვიდეოკამერისგან შედგება, რომელიც გამოსახულებას მიკროპროცესორს უგზავნის. იქ გამოსახულება ელექტრულ სიგნალებად გარდაიქმნება და უმავთულო არხით თვალის უკანა ნაწილში არსებულ 60-პიქსელიან სენსორს (გადამწოდს) გადაეცემა. მხედველობის ნერვი ადვილად აღიქვამს ამ სიგნალებს და მას თავის ტვინს გადასცემს, სადაც ისინი (ელექტროსიგნალები) ნახევარტონიან გამოსახულებად ინტერპრეტირდება. არგუს-ს საკმარისი გაფართოება აქვს, რათა ადამიანმა ადვილად დაინახოს ქუჩაზე ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელი ზოლები, გაარჩიოს ობიექტები და წაიკითხოს ტექსტიც. სადღეისოდ ამ მოწყობილობას პიგმენტური რეტინიტით - დეგენერაციული დაავადებით, რომლითაც მსოფლიოში ორ მილიონზე მეტი ადამიანი იტანჯება  დაავადებულთათვის იყენებენ. მისი ელემენტი 2,5-დან 6 საათამდე ძლებს.