ქალებისთვის მიმზიდველი რომ იყოთ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ქალებისთვის მიმზიდველი რომ იყოთ

მაგალითად, რომელ სფეროში გსურთ კარიერის გაკეთება, რით აპირებთ სახელის დამკვიდრებას და რა საშუალებებით მოგიხდებათ არსებობა. აუცილებელია იმის ცოდნაც, რამდენად ამბიციური ხართ. დაბოლოს, უნდა გქონდეთ პრობლემის მოგვარების რამდენიმე გეგმა. ეს პრინციპი ქალებთანაც ჭრის: მათ მოსწონთ მამაკაცები, რომლებსაც მკაფიო ცხოვრებისეული გეგმები აქვთ, თუნდაც ეს გეგმები რეალობისგან შორს იყოს. ქალების უმრავლესობას იზიდავს მამაკაცი, რომელმაც ნულიდან დაიწყო და ყველაფერს მიაღწია, სხვაგვარად რომ ვთქვათ - “თავად შექმნა თავისი თავი”, ამიტომ ისინი იოლად ეგებიან ანკესს, როდესაც მამაკაცი უხატავს მათ ლაჟვარდოვან გეგმას, როგორ გახდეს მილიონერი. ქალებს განსაკუთრებით ის ხიბლავთ, რომ თუ ასეთ მამაკაცს ცოლად გაჰყვებიან, თავადაც მილიონერები გახდებიან, ხოლო განქორწინების შემთხვევაში მიიღებენ მისი ქონების ნახევარს. ტკბილი სიტყვა “ფული” ყველას ყურს ესალბუნება. ხელი მოჰკიდეთ რაიმე საქმეს. თვითშეფასებას ისე არაფერი ვნებს, როგორც უსაქმურობა. ყველაზე უარესი, რაც შეიძლება აკეთოთ, უსაქმოდ ჯდომა და წუწუნია, ამიტომ ეცადეთ, მაქსიმალურად დაიტვირთოთ სხვადასხვა საქმით, გაიჩინოთ გატაცება. ურიგო არ იქნება, თუ, მაგალითად, უცხო ენის ან კულინარიულ კურსებზე ჩაეწერებით. ჯერ ერთი, ეს ყველაფერი დაგეხმარებათ, გამოძერწოთ და გააშალაშინოთ საკუთარ თავში დონ ჟუანის უნარ-ჩვევები, მეორე - ამგვარ კურსებზე, ჩვეულებრივ, ბევრი გოგონა დადის. გარწმუნებთ, ნებისმიერი სასწავლო კურსის აუდიტორიის ორი მესამედი, პირველადი სამედიცინო დახმარებით დაწყებული, ყვავილების დიზაინით დამთავრებული, ქალი იქნება, რომელთა შორის ბევრს იპოვით მომხიბვლელს. ასეთი თანაფარდობა მამაკაცისთვის ძალზე ხელსაყრელია, რადგან რაც უფრო ნაკლებია კონკურენტი, მით უფრო მეტია წარმატების შანსი. ამგვარად, საქმიანი მამაკაცი მიმზიდველია. ეს აქსიომაა. უსაქმურობა კლავს, ამიტომ ნუ მოუშვებთ მას ახლოს. ოღონდ ნურც მეორე უკიდურესობაში გადავარდებით  - შრომაჰოლიკად ნუ იქცევით. დაიტოვეთ დრო ბარში, კაფეში, კლუბსა და სხვა ადგილებში სასიარულოდაც.

როგორ ავიმაღლოთ სექსუალური გამძლეობა

ინტერნეტი და ნაბეჭდი გამოცემები აჭრელებულია მიმზიდველი წინადადებებით მამაკაცური კომპლექსების მოსახსნელად: პოტენციაზე სასწაულებრივად მოქმედი წამლებით დაწყებული, სასქესო ასოს გაზრდით დამთავრებული რასაკვირველია, მათ არ უნდა ენდოთ. სამაგიეროდ, სქესობრივი სიჯანსაღისთვის კარგია რეგულარული ვარჯიში, თუნდაც სირბილი. სპორტი - ეს ყველაზე მარტივი და საიმედო მეთოდია სქესობრივი გამძლეობის ასამაღლებლად. სხვა საქმეა, რომ რეგულარული ყოველდღიურს გულისხმობს. ყველას როდი ეყოფა ძალა, ნებისყოფა და მოთმინება. მაგრამ, ვიმედოვნებთ, თქვენ იპოვით საკუთარ თავში ამ თვისებებს და მოახერხებთ, სიხარული მიანიჭოთ საკუთარ თავს და საყვარელ ადამიანს.