რა მივაყოლოთ წამლებს? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა მივაყოლოთ წამლებს?

ალკოჰოლი აბათილებს ანტიბიოტიკების მოქმედებას, აქვეითებს არტერიულ წნევას და შესაძლოა, სუნთქვის გაჩერებაც კი გამოიწვიოს, რაც სავალალო შედეგით სრულდება. ანტიალერგიულ პრეპარატებთან ერთად ალკოჰოლური სასმელების მიღების შემდეგ ადამიანს ძლიერ ეძინება, რაც დღის განმავლობაში მისთვის ჩვეული საქმის კეთებას შეუძლებელს ხდის. ალკოჰოლისა და ზოგიერთი აბის ერთდროული მიღება იწვევს თავის ტკივილს, ღებინებასა და თავბრუხვევას.

წამალი და რძე

ზოგიერთი წამალი, განსაკუთრებით - ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები, შეიძლება და აუცილებელიც კია, რძესთან ერთად მიიღოთ, რადგან იგი მოქმედებს როგორც კატალიზატორი, ზრდის პრეპარატის შეწოვის სიჩქარესა და ხარისხს.  გარდა ამისა, რძეს აქვს დამარბილებელი ეფექტი და საიმედოდ იცავს კუჭისა და ნაწლავების ლორწოვან გარსს არასტეროიდული აბებით გამოწვეული დაზიანებისა და გაღიზიანებისგან. მიზანშეწონილი არ არის ანტიბიოტიკების რძესთან ერთად მიღება, რადგან რძე ანეიტრალებს პრეპარატის მოქმედებას და თრგუნავს მის ეფექტს. არ შეიძლება რკინის შემცველი პრეპარატებისთვის რძის დაყოლება - კალციუმი ანელებს და ბლოკავს რკინის შეწოვას ნაწლავების მიერ. ბევრი მეძუძური დედა, მოძველებური წესისამებრ, რძეში აზავებს დაფხვნილ აბებს და ასე აძლევს ბავშვს. ეს ყოველთვის გამართლებული როდია, რადგან წამალი ზოგჯერ ბოლომდე ვერ იხსნება რძეში და პატარა ვერ იღებს სასურველ დოზას.

ნატურალური წვენები

ნატურალური წვენი წამლების საუკეთესო მისაყოლებელი ნამდვილად არ არის. ის ბლოკავს სამკურნალო პრეპარატის ძალას, რის გამოც მკურნალობის პროცესი ხანგრძლივდება და ჭიანურდება. არსებობს კომბინაციები, როდესაც წვენებით თერაპია აძლიერებს წამლის ეფექტს, რაც ასევე იწვევს დოზირების გაზრდას. განსაკუთრებით საშიშია ამ მხრივ ვაშლისა და ციტრუსების წვენი. არაფრით არ შეიძლება ორალური კონტრაცეპტივებისთვის გრეიპფრუტის წვენის მიყოლება. რატომ? ორგანიზმში გროვდება ქალის სასქესო ჰორმონები, რომლებიც ციტრუსების წვენებთან ერთად თრომბების გაჩენას უწყობს ხელს და შესაძლოა, პროვოცირება გაუწიოს ინსულტს. წვენი აძლიერებს იმ პრეპარატების მოქმედებასაც, რომელთა დანიშნულება წნევის დაქვეითებაა. შედეგად ადამიანი გაორმაგებულ ფიზიკურ სისუსტეს გრძნობს.

გაზიანი სასმელები

მინერალური წყალი შეიცავს ქიმიურ ნაერთებს, რომლებიც სამკურნალო პრეპარატებთან რეაქციაში შედის. შედეგი - სამკურნალო საშუალება სისხლში არ შეიწოვება.  არსებობს მთელი რიგი პრეპარატებისა, როგორებიცაა ერითრომიცინი, ასპირინი, იოდის პრეპარატები, რომლებიც კუჭისა და მისი ლორწოვანი გარსის დაცვის მიზნით აუცილებელია მინერალურ წყალთან ერთად დალიოთ.

ჩაი და ყავა

ჩაისა და ყავაში შედის კოფეინი, თუ მათ მატონიზებელი ეფექტის მქონე ზოგიერთ სამკურნალო წამალს მიაყოლებთ, მოხდება დოზების გადაჭარბება. ექიმები ასევე არ გვირჩევენ ჩაისთან ერთად  ნერვული სისტემის დამამშვიდებელ საშუალებათა მიღებას - ის წამლების მოქმედებას ანეიტრალებს. თანაც მოსალოდნელია, ასეთმა კომბინაციამ ღვიძლიც გააღიზიანოს.

წყალი

უმჯობესია, წამლებს მივაყოლოთ წყალი. ეს მნიშვნელოვანია კუჭისა და ნაწლავების ლორწოვანი გარსის დასაცავად. ნებისმიერ შემთხვევაში, ვიდრე წამალს დალევთ, ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია და ზედმიწევნით დაიცავით რეკომენდაციები.