სახიფათო მედიცინის ტოპ 10 - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სახიფათო მედიცინის ტოპ 10

სულით ავადმყოფობა შეიძლება ქირურგიამ განკურნოს

ვისაც ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს, ვურჩევთ, თავი არიდონ ჰენრი კოტონსა და მის მიმდევრებს. ტრენტონის (ნიუ ჯერსი, აშშ) ფსიქიატრიული საავადმყოფოს მთავარ ექიმს მიაჩნდა, რომ არაადეკვატურთა განკურნება შესაძლებელი იყო, თუ მათ ამა თუ იმ ორგანოს ამოაჭრიდით. კოტონის სკალპელის ქვეშ ათასზე მეტი პაციენტი მოხვდა. ზოგიერთს მართლა ეტყობოდა უკეთესობა, თუმცა ფაქტია ისიც, რომ ამ “ექსპერიმენტს” 49 ადამიანი შეეწირა. შეშლილმა ქირურგმა არც საკუთარი თავი და ოჯახი დაინდო: ცოლს რამდენიმე სავსებით ჯანსაღი კბილი ამოუღო (თავადაც ამოიღო რამდენიმე - სჯეროდა, რომ ამ გზით თავიდან აიცილებდა ზოგიერთ დაავადებას), ხოლო ვაჟიშვილს მსხვილი ნაწლავის ნაწილი ამოაჭრა.

გინეკოლოგია უნარკოზოდ

ჯეი მერიონ სიმსი ამერიკული გინეკოლოგიის პიონერია, რომელმაც 1840 წელს ჰორიზონტის გაფართოება სცადა. მან გადაწყვიტა, ქალის სასქესო ორგანოთა ქირურგიას დაუფლებოდა, მაგრამ ოპერაციები უნარკოზოდ ჩაეტარებინა. უცნაურია, მაგრამ მისი პაციენტები გადარჩნენ, ერთმა მათგანმა კი 30 ასეთი ოპერაცია გადაიტანა. სიმსი მიღწეულს არ დასჯერდა და იმის კვლევა დაიწყო, როგორ მოერჩინა ბავშვები საღეჭი კუნთების სპაზმებისგან. მისი პირველი ქირურგიული იარაღი ხარაზის სადგისი (სადგისნისკარტა) გახდა: მისი საშუალებით ის თავის ქალას ძვლებს აშორიშორებდა, მერე კი თავის გემოზე ასწორებდა მათ.

შავი ჭირი

რიჩარდ სტრონგი, ფილიპინების სამეცნიერო ბიუროს მთავარი ექიმი, არც ისე ყურადღებიანი სპეციალისტი გახლდათ. 1906 წელს მან ქოლერით დასნებოვნებული პატიმრების განკურნება სცადა, მაგრამ საჭირო ვაქცინის მაგივრად საცოდავ პაციენტებს ბუბონური ჭირის ვირუსი შეუყვანა. ცამეტივე პატიმარს საშინელი ტანჯვით ამოხდა სული. ამ ინცინდენტის შემდეგ სტრონგი ექვსი წლის განმავლობაში საზოგადოებაში აღარ გამოჩენილა, მერე კი ძველ საქმიანობას დაუბრუნდა. ამჯერად ის ბერი-ბერის მკურნალობდა. რით დამთავრდა ეს “მკურნალობა”, ალბათ, მკითხველი თავად მიხვდება.

მდუღარე წყლით მკურნალობა

XX საუკუნის ორმოციან წლებში ავადმყოფები მონდომებით მალავდნენ მუცლის ტკივილს - ეშინოდათ, რომ მათ ექიმ უოლტერ ჯონსის მეთოდით უმკურნალებდნენ. მეთოდის არსი ასეთი იყო: ავადმყოფი ზურგზე წვებოდა და მას 22 ლიტრ მდუღარე წყალს ასხამდნენ. ჯონსმა ერთხელ განაცხადა, რომ მდუღარე წყლის მეშვეობით სხეულში ადვილად აღდგებოდა კაპილარული სისხლის მიმოქცევა და მას შემდეგ იმდროინდელმა მედიცინამ მკურნალობის ეს მეთოდი საკუთარ არსენალში შეიტანა. სხვათა შორის, იყო ერთი აუცილებელი პირობაც - ჯონსის თქმით, პროცედურა მხოლოდ მაშინ გამოიღებდა შედეგს, თუ მას 4 საათში ერთხელ გაიმეორებდით.

მკურნალობა ელექტროდებით

ამერიკელ მერი რეფერტის წყლულის გამო თავის ქალას ძვალზე დიდი ხვრელი გაუჩნდა. 1847 წელს ფიზიოთერაპევტმა რობერტს ბართოლოუმ ავადმყოფის მკურნალობა გადაწყვიტა. მან მერის გაშიშვლებულ ტვინზე ორი ელექტროდი დაამაგრა და მათ შორის ელექტროიმპულსი გაუშვა. ბართოლოუმ, ფაქტობრივად, რვაჯერ დასვა პაციენტი ელექტროსკამზე. მეცხრე მცდელობის დროს ავადმყოფი გარდაიცვალა.

მკურნალობა “კაცურად”

სან-კვენტინის ციხის ყველა მსჯავრდადებულს დიდხანს ემახსოვრებოდა 1913-1951 წლები - ამ ხნის განმავლობაში “ზონის” მთავარი ექიმი ლეო სტენლი გახლდათ, რომელიც უჩვეულო იდეით იყო შეპყრობილი: მიაჩნდა, რომ მამაკაცებს დანაშაულისკენ ტესტოსტერონის ნაკლებობა უბიძგებს, ამიტომ პატიმრებს ცხოველის სათესლე ჯირკვლებს უნერგავდა. 38 წლის განმავლობაში სტენლიმ 600-ზე მეტი ოპერაცია ჩაატარა. ამბობენ, რომ შეშლილი ექიმი ოპერაციამდე ყველა პატიმარს კასტრირებას უტარებდა.

შოკი და ლსდ

ფსიქოთერაპევტი ლაურეტა ბენდერი უკანასკნელია მათ შორის, ვისაც შეიძლება ანდო საკუთარი შვილი. მეცნიერმა ახალი დაავადება - ბავშვთა შიზოფრენია - გამოიგონა, რომელსაც თვითონვე მკურნალობდა. ბენდერი იყენებდა შოკურ თერაპიას, მერე კი “ავადმყოფებს” ლსდ-ს ან ფსილოციბინს უკეთებდა. მეოცე საუკუნის ორმოციან წლებში ყოველდღიურად 98 ბავშვი მკურნალობდა ამგვარი მეთოდით. გულახდილად რომ ითქვას, შოკის, ლსდ-სა და ფსილოციბინის დახმარებით ისე შეიძლება შიზოფრენიის მკურნალობა, დამაწყნარებელი ხალათიც ვეღარ გიშველით.

სიფილისის მკურნალობა პენიცილინით

1946 წელს ამერიკის მთავრობამ დააფინანსა უჩვეულო კვლევა, რომელიც გვატემალის მოსახლეობაში ჩატარდა. კვლევის მიზანი იმის გარკვევა გახლდათ, განკურნავდა თუ არა სიფილისს პენიცილინი. შედეგად დასნებოვნდა 1300 მამაკაცი. მართალია, მხოლოდ 83 მათგანი გარდაიცვალა, მაგრამ თავად ფაქტმა აღაშფოთა გვატემალის მთავრობა. ამიტომ იყო, რომ ბარაქ ობამამ პირადად მოუხადა ბოდიში ცენტრალური ამერიკის მოსახლეობას მას შემდეგ, რაც 2010 წელს ამ სასტიკი კვლევის მონაცემები გამომზეურდა.

დერმატოლოგია “რობოკოპების” შესაქმნელად

ყველაზე მეტად პატიმრებს არ სწყალობდათ ბედი - მათ ხან ჭირით ასნებოვნებდნენ, ხან სათესლე ჯირკვლებს აჭრიდნენ, ხოლო მეოცე საუკუნის სამოციან წლებში დერმატოლოგმა ალბერტ კლიგმანმა ადამიანის კანისგან ჯავშნის შექმნა სცადა. მეცნიერი ჰოლმსბურგის ციხის პატიმრებს სპეციალურ ვაქცინებს უკეთებდა, რომლებსაც, მისი აზრით, უნდა დაეცვათ ჯარისკაცები ომში ქიმიური ზემოქმედებისგან. კლიგმანის ცდებმა რეზონანსული სკანდალი გამოიწვია, რადგან მისი პრეპარატები მხოლოდ კანის დამწვრობას იწვევდა.

კატარაქტის მკურნალობა

კატარაქტის მკურნალობის ეს მეთოდი, რომელიც შუა საუკუნეებიდან მომდინარეობს, მხოლოდ XIX საუკუნის შუა ხანებში უარყვეს. დაავადებულის სკლერაში მსხვილი ნემსი შეჰყავდათ და მისი საშუალებით ბროლი თვალიდან ამოჰქონდათ. შედეგად ადამიანი კატარაქტისგან იკურნებოდა, მაგრამ სრულიად კარგავდა მხედველობას.