საკვები და მათი მსგავსი ორგანოები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საკვები და მათი მსგავსი ორგანოები

სტაფილო - თვალები

სტაფილო მდიდარია ვიტამინებითა და ანტიოქსიდანტებით, მათ შორის - ბეტა-კაროტინით, რომელიც ამცირებს ყვითელი სხეულის დეგენერაციის პროცესს, ეს უკანასკნელი კი ასაკოვანთა შორის მხედველობის დაქვეითების მთავარი მიზეზია.

ნიახური - ძვლები

ნიახურის გრძელი და წვრილი ღეროები ძვლებს მოგვაგონებს. სწორედ ნიახურია ძვლებისთვის მეტად სასარგებლო. ეს მწვანილი წყაროა სილიციუმისა, რომელიც ძვლების მინერალიზაციაში დიდ როლს ასრულებს. და კიდევ - ძვლები, ისევე როგორც ნიახური, 23% ნატრიუმს შეიცავს.

მოლუსკი - სათესლეები

გამოკვლევები მოწმობს, რომ მოლუსკი მეტად სასარგებლოა მამაკაცთა ჯანმრთელობისათვის. მასში დიდი რაოდენობითაა ფოლიუმის მჟავა და თუთია, რომლებიც საგრძნობლად აუმჯობესებს სპერმის ხარისხსა და რაოდენობას.

პომიდორი - გული

ლიკოპინის შემცველობის წყალობით პომიდორი ამცირებს გულის პათოლოგიათა რისკს. თუ პომიდორს ზეითუნის ზეთს ან ავოკადოს დაუმატებთ, ლიკოპინის ათვისებას 10-ჯერ გაზრდით.

ნიგოზი - ტვინი

ნიგოზს ტვინის საკვებად მიიჩნევენ. მასში ომეგა-3-ისა და პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების მაღალი კონცენტრაციაა, ამ ნივთიერებებზე კი მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული თავის ტვინის ნორმალური ფუნქციობა.

ავოკადო - საშვილოსნო

ავოკადო უზრუნველყოფს რეპროდუქციულ ჯანმრთელობას. ის ფოლიუმის მჟავას უნივერსალური წყაროა, ეს ნივთიერება კი, მოგეხსენებათ, ამცირებს საშვილოსნოს ყელის დისპლაზიის (კიბოსწინარე მდგომარეობის) რისკს.

გრეიპფრუტი - სარძევე ჯირკვალი

გრეიფრუტსა და მის მსგავს ციტრუსებში (მაგალითად, ლიმონში) უხვადაა ლიმონოიდები - ნივთიერებები, რომლებიც ხელს უშლის სარძევე ჯირკვლებში სიმსივნური უჯრედების აღმოცენებას.

წითელი ღვინო - სისხლი

წითელი ღვინო მდიდარია ანტიოქსიდანტებითა და პოლიფენოლებით, ამიტომ ქოლესტერინისგან თავდაცვის საუკეთესო საშუალებაა. გარდა ამისა, ღვინოში შემავალი ნივთიერებები ათხელებს სისხლს, ხელს უშლის თრომბებისა და ათერომული ფოლაქების განვითარებას.