სამუშაო გარემო და ჯანმრთელობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სამუშაო გარემო და ჯანმრთელობა

ადამიანი და მისი  სამუშაო ადგილი ერთ მთლიანობას უნდა ქმნიდნენ. არავითარი ფაქტორი არ უნდა იწვევდეს უხერხულობას. მაგალითად, კედლების შეფერილობას შეუძლია, გავლენა მოახდინოს განწყობაზე, სამუშაოსა თუ სხვა ადამიანების მიმართ დამოკიდებულებაზე. არასასურველი ფაქტორების მუდმივმა ზემოქმედებამ შესაძლოა ავადმყოფობამდეც კი მიგვიყვანოს. დაავადებებს, რომლებსაც საწარმოს მავნე ფაქტორები იწვევს, პროფესიული დაავადებები ეწოდება. ასეთი ფაქტორებია: საწარმოო მტვერი, სამრეწველო შხამი, საწარმოო ვიბრაცია, ხმაური, არახელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობები (მაღალი და დაბალი ტემპერატურა, შეფარდებითი სინოტივე, ჰაერის მოძრაობის სიჩქარე), გამოსხივება (მაიონიზებელი, ულტრაიისფერი, სითბური), ელექტრომაგნიტური ველი (მოკლე და ულტრამოკლე ტალღები), ატმოსფერული წნევის ცვლილებები (მომატება, დაქვეითება). საწარმოო მტვერს შეუძლია გამოიწვიოს პნევმოკონიოზი, პროფესიული ბრონქიტი (მტვრისმიერი, ტოქსიკური ან ალერგიული ხასიათისა), მწვავე და ქრონიკული პროფესიული მოწამვლა ანუ ინტოქსიკაცია, პროფესიული ალერგიული დაავადებები (ალერგიული სურდო, ასთმური ბრონქიტი, ბრონქული ასთმა, ალერგიული დერმატიტი, ეგზემა, ჭინჭრის ციება). საწარმოო მტვრით გამოწვეულ პროფესიულ  დაავადებათა მრავალი სახეობა დამოკიდებულია მტვრის ქიმიურ-ფიზიკურ თვისებებსა და მისი ბიოლოგიური მოქმედების თავისებურებაზე. პნევმოკონიოზის დროს ფილტვებში ვითარდება შემაერთებელი ქსოვილი, რის გამოც ყალიბდება ფილტვების დიფუზური ორმხრივი სკლეროზი (მტვრისმიერი პნევმოსკლეროზი). დაავადების გამომწვევი მტვრის შემადგენლობის მიხედვით ყალიბდება პნევმოკონიოზის სხვადასხვა ფორმა: სილიოზი - გამოწვეულია თავისუფალი სილიციუმის ორჟანგის შემცველი მტვრით, სილიკოზი (მტვერი შეიცავს იმავე სილიციუმის ორჟანგს, მაგრამ შეკავშირებულ მდგომარეობაში, ე.ი. სილიკატების სახით), კარბოკონიოზი ანუ ანთრაკოზი - გამოწვეულია ნახშირის  მტვრით, მანგანოკონიოზი - მანგანუმის მტვრით, ბაგასოზი - შაქრის ლერწმის მტვრით, ბისინოზი - ბამბის მტვრით და ა.შ. მტვრისმიერი ბრონქიტი ყოველთვის ქრონიკულად მიმდინარეობს, ხოლო ტოქსიკურ ბრონქიტს შეიძლება ჰქონდეს როგორც მწვავე, ისე ქრონიკული ხასიათი. მტვრისმიერ ბრონქიტს იწვევს ნახშირის, ცემენტის, სილიკატების მტვერი. ტოქსიკური ბრონქიტის გამოწვევის უნარი აქვს გოგირდის, სელენის, ქლორის და ზოგიერთი სხვა გამაღზიანებელი ნივთიერების შემცველ მტვერს და აირს. პროფესიულ ალერგიულ დაავადებებს იწვევს იმ ნივთიერებათა მტვერი, რომლებსაც მასენსიბილიზებელი თვისება ახასიათებს. ასეთია ნატურალური აბრეშუმი, მატყლი, ბეწვი, თამბაქო, ანტიბიოტიკები (განსაკუთრებით - პენიცილინი და სტრეპტომიცინი) და მრავალი სხვა მედიკამენტი, ქრომი, მანგანუმი, ნიკელი, კობალტი და სხვა. სამრეწველო შხამი, რომელიც იწვევს მწვავე და ქრონიკულ პროფესიულ მოწამვლას (ანუ ინტოქსიკაციას), საწარმოს ჰაერში შეიძლება იყოს როგორც მტვრის, ისე აირის, ორთქლის, ნისლის და თხევადი სახით. მწვავე პროფესიულ ინტოქსიკაციათაგან ყველაზე ხშირია ნახშირჟანგით მოწამვლა. იგი ვლინდება ცენტრალური ნერვული სისტემის მძიმე დაზიანებით, რომელიც სისხლში განვითარებული ცვლილებებით და ორგანიზმის ჟანგბადით მომარაგების დარღვევით არის გამოწვეული. ქრონიკულ პროფესიულ მოწამვლათა შორის საქართველოში გვხვდება მანგანიზმი - მანგანუმით მოწამვლა, სატურნიზმი - ტყვიით მოწამვლა, დარიშხანით ქრონიკული ინტოქსიკაცია - დამახასიათებელია სასუნთქი, საჭმლის მომნელებელი, ნერვული სისტემების, კანისა და ზედა სასუნთქი გზების დაზიანება. სასოფლო-სამეურნეო შხამქიმიკატებით - პესტიციდებით - ქრონიკული მოწამვლის დროს ცვლილებები ვითარდება საჭმლის მომნელებელ და ცენტრალურ ნევულ სისტემაში, პერიფერიულ სისხლში, ფერმენტებში და ა.შ. საწარმოო ვიბრაცია იწვევს ავადმყოფურ მდგომარეობას, რომელსაც ვიბრაციული დაავადება ეწოდება. ამ დროს შეინიშნება სისხლძარღვოვანი, ძვალსაყრდენი და ნერვული სისტემის ცვლილებები. სამრეწველო ხმაურის მაღალი დონე კი იწვევს პროფესიულ სიყრუეს. გადახურების - საწარმოში არსებული მაღალი ტემპერატურის სისტემური ზემოქმედების - შედეგად ვითარდება სითბური დაკვრა და კრუნჩხვითი დაავადება. მისთვის დამახასიათებელია სისხლძარღვების გაფართოება, ოფლის გაძლიერებული გამოყოფა, მარილწყლისა და აირთა ცვლის, სისხლის, გულ-სისხლძარღვთა და საჭმლის მომნელებელი სისტემის ცვლილებები. მაიონიზებელი გამოსხივების ზემოქმედების შედეგია პროფესიული სხივური დაავადება, რომლის დროსაც ზიანდება სისხლმბადი სისტემა და ვითარდება ცვლილებები სისხლში, მოგვიანებით კი - ნერვულ, საჭმლის მომნელებელ და სისხლძარღვთა სისტემებშიც. პროფესიული დაავადება შესაძლოა დაკავშირებული იყოს თვით შრომის პროცესთანაც, მაგალითად, ნერვული სისტემის, მხედველობის, სმენის, კუნთთა ცალკეული ჯგუფების ძლიერი დაძაბვის, ხშირი ერთგვაროვანი მოძრაობის, სხეულის იძულებითი მდგომარეობის გამო და ა.შ. პროფესიულ დაავადებათა და შრომითი გარემოს მავნე ზეგავლენის გამოვლენა და მკურნალობა უნდა განხორციელდეს განსაზღვრულ სამედიცინო დაწესებულებებში სპეციალური სისტემის მიხედვით. უნდა ტარდებოდეს წინასწარი სამედიცინო გასინჯვა (ანუ პროფესიული შერჩევა), რათა მავნე სამუშაოზე არ მოხვდნენ პირები, რომლებსაც სამედიცინო უკუჩვენება აქვთ. ამასთან, აუცილებელია შრომის პირობების განუხრელი გაუმჯობესება მავნე ფაქტორების ლიკვიდაციის ან მათი ზემოქმედების მკვეთრი შემცირების მიზნით.