რჩევები კომპიუტერს მიჯაჭვულ ახალგაზრდებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რჩევები კომპიუტერს მიჯაჭვულ ახალგაზრდებს

მათი უმეტესობა ფიქრობს, კომპიუტერთან იმიტომ ათენებს, რომ არ ეძინებათ, არადა ძილის რეჟიმი მათ სწორედ კომპიუტერთან მიჯაჭვულობის გამო აქვთ დარღვეული. საქმე ისაა, რომ ფიზიკური და გონებრივი დაღლილობა, სტრესი, დეპრესია ნევროზი უძილობის განვითარებას უწყობს ხელს. ასევე, უძილობის მიზეზია სომატური ან ენდოკრინული პათოლოგია, რომელიც ნორმალურ ჰომეოსტაზს ცვლის (მაგალითად, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონთა დისბალანსი);

იმისათვის, რომ ორგანული პათოლოგია არ ჩამოყალიბდეს აუცილებელია დღის რეჟიმი დროულად მოიწესრიგოთ.

შეეცადეთ დაწვეთ ერთსა და ამავე დროს, ძილის წინ არ შეასრულოთ ბევრი გონებრივი სამუშაო (ვგულისხმობ მეცადინეობას, კომპიუტერთან თამაშს), არ ჭამოთ ძილის წინ, შეზღუდეთ კოფეინიანი სასმელის მიღება (ყავა, კოკა-კოლა, კაკაო და სხვა), ძილის წინ გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე, დაძინებამდე დალიეთ ნახევარი ჭიქა ტკბილი თბილი წყალი ან მიიღეთ ერთი სუფრის კოვზი თაფლი, დაწექით კარგად განიავებულ ოთახში.

სამკურნალო საშუალებებით მკურნალობის დაწყებამდე, პაციენტმა უნდა შეიცვალოს ცხოვრების წესი და კვება. კერძოდ, კარგი იქნება კვების რაციონში ცილების, მცენარეული ცხიმის, საკვები ბოჭკოების (მარცვლეული, ახალი ბოსტნეული), ვიტამინებისა და მიკროელემენტების ჩართვა და დღის მანძილზე ზომიერ ფიზიკური აქტიობა. დასაწყისისათვის გირჩევთ ვალერიანის ნაყენი მიიღოთ. უფრო სერიოზული პრეპარატი უნდა დანიშნოს ექიმმა.