შოკოლადი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შოკოლადი

შოკოლადში შემავალი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები აფხიზლებს ადამიანს, ზრდის მის შრომისუნარიანობას, ხსნის დაღლილობის შეგრძნებას და სტრესს, აუმჯობესებს მეხსიერებას, დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. თუმცა, ამავე დროს, უნდა გვახსოვდეს, რომ თეობრომინი საწამლავია ცხოველებისთვის და აღრიცხულია ამ ნივთიერებით მოხუცებულთა მოწამვლის შემთხვევებიც, ამიტომ შოკოლადი, ჯობს, ზომიერად მივირთვათ - 25-50 გრამი დღეში ნამდვილად უსაფრთხოა. შოკოლადის შენახვის ვადა 16-21°ჩ ტემპერატურაზე 1-დან 10 თვემდეა. ამაზე მაღალ ან დაბალ ტემპერატურაზე შენახვისას შოკოლადი “ჭაღარავდება”: მაღალ ტემპერატურაზე დნება მის შემადგენლობაში შემავალი კაკაოს ზეთი, გამოდის ზედაპირზე და თეთრ ცხიმოვან ნადებს (ნაფიფქს) წარმოქმნის, მაცივარში შოკოლადის შენახვისას კი შაქარი კრისტალდება და თეთრ წინწკლებს აჩენს. “გაჭაღარავებული” შოკოლადი მავნე არ არის, უბრალოდ, არასასიამოვნოა. გაითვალისწინეთ - სასარგებლოა მხოლოდ ნამდვილი შოკოლადი, ამიტომ შოკოლადის შეძენისას კარგად გაეცანით მის შემადგენლობას:

  • ნამდვილია შოკოლადი, რომელიც დამზადებულია არა კაკაოს ფხვნილისგან (cocoa, cocoa powder, cacao, cocoa solids), არამედ სრესილი კაკაოსგან (cocoa mass), რომელსაც თხევადი კონსისტენციის გამო ხშირად შოკოლადის ლიქიორსაც (chocolate liquor, cocoa liquor) უწოდებენ. ეცადეთ, ასეთი შოკოლადი შეიძინოთ.
  • ლეციტინის შემცველობა შოკოლადში საშიში არ არის - იგი უვნებელი ბუნებრივი ემულგატორია და შოკოლადის მასას მეტი ერთგვაროვნებისა და ტემპერატურისადმი მეტი მდგრადობისთვის ემატება.
  • შოკოლადი, რომელიც შეიცავს სოიას ან რამე ცხიმს, გარდა კაკაოს ზეთისა, დაბალი ხარისხის პროდუქტია. მის შეძენას არ გირჩევთ.

კაკაოს ფხვნილის ფალსიფიკაციის გავრცელებული მეთოდებია მისი ჩანაცვლება კაკაოს ფერის მქონე შემდეგი პროდუქტებით:

  • გადამუშავებული კაკაოს მარცვლების ნარჩენით - ე.წ. კაკაო-ველას ფხვნილით. კაკაო-ველა წარმოადგენს კაკაოს მარცვლების ნაჭუჭს. მას უმეტესად ბაღის ბილიკების მოსაკირწყლავად ან სასუქად იყენებენ, თუმცა არ არის გამორიცხული მისი ფხვნილის დამატება კაკაოში იაფფასიანი შოკოლადის ან მინანქრის მისაღებად. ჯანმრთელობას ეს ფხვნილი არ ვნებს.
  • ტროპიკული მცენარის, კერატის ხის (Cepatonia siliqua), ლობიოსმაგვარი ნაყოფის ფხვნილით - კერობით. არც ეს ფხვნილია მავნე, ის მოტკბოა, არ შეიცავს კოფეინს და თეობრომინს, თუმცა საკმაოდ მდიდარია (8%) ცილით. გარდა ამისა, შეიცავს ვიტამინებს, მიკრო- და მაკროელემენტებს. ამიტომ ბავშვთა და დიეტურ კვებაში კაკაოს ჩანაცვლება კერატით რეკომენდებულიც კია. თუმცა, ცხადია, ამ შემთხვევაში ეტიკეტზე შესაბამისი ინფორმაცია უნდა იყოს მითითებული.

მომზადებულია არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის” მასალების მიხედვით.