თუ მოგატყუეს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თუ მოგატყუეს

2. გამოთქვით პრეტენზია და მოითხოვეთ ზეპირი ახსნა-განმარტება. განურჩევლად იმისა, დაგაკმაყოფილებთ თუ არა, კარგად მოისმინეთ და შეეცადეთ დაიმახსოვროთ - ეს მომდევნო ეტაპზე გამოგადგებათ.

მომდევნო ეტაპი კი ასეთია:

  • მიმართეთ გამყიდველს (მომსახურე პერსონალს), რომელმაც მოგატყუათ. აუხსენით, რატომ მიგაჩნიათ თავი მოტყუებულად. შესაძლოა, თქვენ შორის უბრალო გაუგებრობა მოხდა, რომელიც იოლად აღმოიფხვრება;
  • მიმართეთ სავაჭრო თუ მომსახურების ობიექტის ხელმძღვანელობას. შეეცადეთ, დეტალურად აუხსნათ, რა მოხდა. თუნდაც ბოლომდე მართალი არ იყოთ, შესაძლოა, მათ არ ისურვონ კლიენტის მომდურება და აღმოფხვრან კონფლიქტი;
  • გაარკვიეთ, სად და როგორ უნდა შეიტანოთ წერილობითი პრეტენზია;
  • შეინახეთ ყველაფერი, რაც კი შეიძლება პრეტენზიის განმამტკიცებელ არგუმენტად გამოგადგეთ (ქვითარი, ნაკლიანი პროდუქტი და სხვა).

3. აღწერეთ სიტუაცია წერილობით, წარუდგინეთ ობიექტის ხელმძღვანელობას და მოითხოვეთ წერილობითი ახსნა-განმარტება. გაითვალისწინეთ:

  • თქვენი განცხადება რომ არ “გაქრეს”, რაიმე გზით დააფიქსირეთ ობიექტის მომსახურე პერსონალისთვის მისი ჩაბარება (მოითხოვეთ ხელმოწერა განცხადების ასლზე, გადაუღეთ სურათი, როგორ იბარებენ თქვენს განცხადებას და სხვა);
  • გირჩევთ, განცხადება დაწეროთ არა კონკრეტული ადამიანის, არამედ ორგანიზაციის სახელზე, რათა პასუხი (განურჩევლად იმისა, ვისი ხელმოწერილი იქნება ის) მომდევნო ეტაპზე ორგანიზაციის ოფიციალურ პასუხად გამოიყენოთ.

4. ზეპირი ახსნა-განმარტების საფუძველზე ჩამოაყალიბეთ თქვენი პრეტენზია წერილობით, დაურთეთ მას დამამტკიცებელი საბუთები და წერილობითი ახსნა-განმარტება და ჩააბარეთ იმ ორგანიზაციაში, რომლის მიმართაც გაქვთ პრეტენზია (აუცილებლად შეინახეთ ასლი და ჩაბარების დამამტკიცებელი საბუთი). დაელოდეთ პასუხს 1-2 კვირა. თუ პასუხი არ არის, პრეტენზია წარუდგინეთ შემდეგ ადრესატებს:

  • ამ ორგანიზაციის სათავო ოფისს;
  • შესაბამისი პროდუქციის მწარმოებელს. აცნობეთ მას, რომ გაქვთ პრეტენზიები დისტრიბუტორთან, რომელიც მის პროდუქციას ყიდის;
  • ზოგიერთ სამომხმარებლო სფეროს ჰყავს მომხმარებლების უფლებების დამცველი ოფიციალური პირები. მიმართეთ მათ.

5. გახადეთ საკითხი საჯარო. გამოიყენეთ ამისთვის თუნდაც ინტერნეტი. დეტალურად აღწერეთ, რომელმა მეწარმემ მოგატყუათ და კერძოდ რა მოხდა. შეეცადეთ, გადმოსცეთ მოვლენები ზუსტად და ობიექტურად. ნურაფერს გააზვიადებთ ან შეალამაზებთ. შეძლებისდაგვარად საჯაროდ განათავსეთ დამამტკიცებელი საბუთებიც (ხელშეკრულების ან ქვითრის ასლი ან ფოტო, შეძენილი საქონლის ფოტო და სხვა). ეცადეთ, მკითხველები თქვენს სიმართლეში დაარწმუნოთ, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა აღარ ისარგებლოს იმ მეწარმის მომსახურებით, რომელმაც თქვენი მოტყუებით იხეირა.

6. მიმართეთ მომხმარებელთა დაცვის ფედერაციას. ცხელი ხაზი: 2 99-78-57.

7. მიმართეთ სასამართლოს.

მომზადებულია არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის” მასალების მიხედვით