იცით თუ არა? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

იცით თუ არა?

  • ჭამიდან 1-1,5 საათის შემდეგ (კარგი იქნება, თუ მანამდე ცივ ჩაის დალევთ);
  • დილის 9 საათიდან 11 საათამდე.

12-დან 14 საათამდე მზე ძლიერ აქტიურია, ამიტომ ერიდეთ. მზის აბაზანის მიღებისას ყოველი 40 წუთის შემდეგ 10-15 წუთით ჩრდილს შეეფარეთ.

გსურთ, აკნემ არ შეგაწუხოთ? - იყავით მშვიდად!

ყველამ იცის, რომ აკნე, რომელიც განსაკუთრებით აწუხებთ მოზარდებსა და ახალგაზრდებს და კოსმეტიკურ დეფექტთან ერთად არასრულფასოვნების კომპლექსსაც იწვევს, თმის ფოლიკულისა და ცხიმოვანი ჯირკვლების დაავადებაა. ზრდასრული ადამიანის ორგანიზმში დღე-ღამეში საშუალოდ 20 გრამი ცხიმი გამომუშავდება. ასაკის, სქესის, გარეგანი ფაქტორების, განსაკუთრებით - ტემპერატურის ზემოქმედებით ეს მაჩვენებელი რამდენადმე იცვლება. ახლახან აკნეს მაპროვოცირებელი ფაქტორების ნუსხას კიდევ ერთი - მამაკაცის სასქესო ჰორმონები, ანდროგენები, დაემატა. დღეს ეჭვს აღარ იწვევს აკნეს განვითარებაში ამ ჰორმონთა თითქმის გადამწყვეტი როლი. როგორც ცნობილია, ცხიმოვანი ჯირკვლების ფუნქციობა ჰორმონულ ბალანსზეა დამოკიდებული. აღმოჩნდა, რომ სისხლში მამაკაცური ჰორმონების სიჭარბისას ადამიანის ცხიმოვანი ჯირკვლები  გაძლიერებულად მუშაობენ. ანდროგენების სიჭარბე შესაძლოა გენეტიკურადაც იყოს განპირობებული - მათ შვილებს, ვინც ახალგაზრდობისას აკნეს უჩიოდა, ხშირად აწუხებთ იგივე პრობლემა. ეცადეთ, შეინარჩუნოთ სიმშვიდე სტრესულ ვითარებაში, რადგან მღელვარებისას თირკმელზედა ჯირკვალი გაძლიერებულად გამოიმუშავებს ანდროგენებს, რომლებიც, როგორც უკვე მოგახსენეთ, ცხიმის გამოყოფას აძლიერებს და გამონაყარის მიზეზად იქცევა.

ადამიანს საკუთარი ანტიბიოტიკი აქვს

ნებისმიერი ადამიანის ორგანიზმში გამუდმებით გამომუშავდება ანტიბიოტიკი. ეს არის ადამიანის ოფლში არსებული ანტიბაქტერიული თვისებების მქონე ნივთიერება - დერმიციდინი. სწორედ ეს ნივთიერება გვიცავს კანზე მოხვედრილი მიკრობების ორგანიზმში შეჭრისა და მათ მიერ გამოწვეული ინფექციური დაავადებებისგან. ბუნებრივი ანტიბიოტიკის მოქმედება გამოცდილია ოთხი სახეობის ბაქტერიაზე, მათ შორის - განსაკუთრებით საშიშ ნაწლავის ჩხირსა და ოქროსფერ სტაფილოკოკზე, შედეგი დადებითია - დერმიციდინი მათ ულმობლად ანადგურებს. ნაწლავის ჩხირი და ოქროსფერი სტაფილოკოკი სხვადასხვა ტიპის მიკრობებია - ერთი გრამდადებითია, მეორე - გრამუარყოფითი, და ის ფაქტი, რომ ექსპერიმენტის დროს ორივე განადგურდა, იმედს იძლევა, რომ დერმიციდინი ბევრი სხვა მიკრობის წინააღმდეგაც ეფექტური იქნება. სხვა, ფართოდ გავრცელებული ანტიბიოტიკებისგან, რომელთა უმრავლესობაც დადებითადაა დამუხტული, დერმიციდინი იმითაც განსხვავდება, რომ უარყოფითი მუხტის მატარებელია, რაც მას მიკრობთა უჯრედულ მემბრანაზე სხვა სტრატეგიით მოქმედების საშუალებას აძლევს. შესაძლოა, იგი ძალზე ძლიერი მიკრობებსაც მოერიოს. თუ დადასტურდა მისი მაღალეფექტური მოქმედება იმ ბაქტერიებზე, რომლებსაც სხვა ანტიბიოტიკები ვერ სპობს, გამორიცხული არ არის, ადამიანის ანტიბიოტიკის როგორც პრეპარატის სერიული წარმოება დაიწყოს, რადგან მეცნიერებმა უკვე მოახერხეს მისი ცილოვანი გენის გამოყოფა და  ქიმიური სტრუქტურის გაშიფვრა. დერმიციდინს განსაკუთრებით დიდი იმედით უყურებენ დერმატოლოგები - მათი აზრით, იგი საგრძნობლად გააადვილებს  ისეთი დერმატოლოგიური დაავადებების მკურნალობას, როგორებიცაა პიოდერმიები, სებორეა, აკნე და სხვა.

სახეზე გამონაყარი ცხოვრების წესზე მეტყველებს

ალკოჰოლი, ნარკოტიკები და თამბაქო თურმე ყველაზე ხშირად უწევს პროვოცირებას გამონაყარს. ალკოჰოლის ზემოქმედებით ფართოვდება კანის კაპილარები, ვითარდება ვენური შეგუბება, ირღვევა კანის კვება და იცვლება კანის ნორმალური მიკროფლორა, რაც საგრძნობლად ასუსტებს უჯრედების იმუნიტეტს და სხეულის გარეგან საფარველს პათოგენური მიკროორგანიზმებისთვის იოლად შესაღწევს ხდის. კანი იღებს მოლურჯო ელფერს, ალაგ-ალაგ წითლდება, ადრე ნაოჭდება და გამონაყარით იფარება. ასევე მოქმედებს ნარკოტიკებიც, რომლებიც კანს ფიტავს, აყვითლებს და მიწისფერს სძენს. განსაკუთრებით დიდ ზიანს კი კანს თამბაქო აყენებს. გამოფიტვისა და გამოშრობის პასუხად, პათოლოგიური ცვლილებების შესაჩერებლად, ორგანიზმში ამოქმედდება საკომპენსაციო მექანიზმები და იმაზე მეტი ცხიმის გამოყოფა იწყება, ვიდრე საჭიროა, რასაც საბოლოოდ სებორეამდე, აკნემდე და კანის სხვა, მეტად სერიოზულ დაავადებებამდე მივყავართ. თამბაქო მამაკაცებზე მეტ ზიანს მწეველ ქალებს აყენებს. მოგეხსენებათ, ყველა ქალს წევის თავისებური მანერა აქვს, რაც გარკვეული მიმიკის თანხლებით ხორციელდება. მრავალჯერადად განმეორებისას ეს მიმიკები სახის იმ ადგილებზეც აჩენს ნაოჭებს, სადაც ისინი, ჩვეულებრივ,  არ ვითარდება. ასე რომ, თუ გსურთ, დიდხანს იყოთ ახალგაზრდა და მომხიბლავი, ცხოვრების ჯანსაღი წესი საუკეთესო გამოსავალია.