მსოფლიოს ყველაზე იშვიათი და უჩვეულო პროფესიები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მსოფლიოს ყველაზე იშვიათი და უჩვეულო პროფესიები

1. კატებისთვის განკუთვნილი საკვების დეგუსტატორი

ოდესმე დაფიქრებულხართ, საიდან მოდის შინაური ცხოველებისთვის განკუთვნილი საკვების საგემოვნო თვისებების ხატოვანი აღწერები, რომლებსაც ყოველდღიურად ვისმენთ რეკლამით? წვნიანი ცხვრის ხორცის, უნაზესი კურდღლის ხორცისა თუ ბატის ღვიძლის ხსენებისას, რომლებიც ამ საკვების ძირითადი კომპონენტებია, შინაურ ცხოველს კი არა, მრავალ ჩვენგანსაც მოადგება ნერწყვი... მწარმოებლები დიდ ყურადღებას უთმობენ შინაური ცხოველების საკვებს და სანამ სუპერმარკეტების თაროებზე გაგზავნიან, დეგუსტატორების დახმარებით საგულდაგულოდ უმოწმებენ სუნსა და გემოს, არკვევენ, ხომ არ არის მასში გადაუმუშავებელი მყესები თუ სისხლძარღვები და ძვლების ფრაგმენტები.

2. ჭიანჭველების დამჭერი

უცნაურია, მაგრამ ამ საქმესაც თავისი პროფესიონალი ჰყავს. ის ვალდებულია, კარგად ერკვეოდეს ჭიანჭველების ანატომიაში და ირჩევდეს ყველაზე ამტან და სრულყოფილ ეგზემპლარებს ველურ ბუნებაში. არჩეულ ჭიანჭველებს შემდგომი სელექციისთვის ხელოვნურ ბუდეებში სვამენ. მათ სამედიცინო მიზნით შხამების შესაგროვებლად იყენებენ.

3. თანამოსაუბრე

ტოკიოსა და სხვა დიდ ქალაქებში ადამიანები არცთუ იშვიათად მარტოსულებად გრძნობენ თავს. მათ დასახმარებლად პროფესიონალი თანამოსაუბრე მიიჩქარის. ის ყურადღებით უსმენს, თანაუგრძნობს, მათთან ერთად მხიარულობს, ზოგჯერ კი რჩევებითაც ეხმარება. ამ თანამდებობაზე ფსიქოლოგები აჰყავთ. მათი სამუშაო ადგილები ქალაქის ქუჩებში დადგმული სპეციალურად მოწყობილი ჯიხურებია.

4. პოსტიჟერი

ამ ამაყი სახელწოდების უკან პარიკების, ხელოვნური ულვაშებისა და ბაკენბარდების ოსტატი დგას. საბოლოო შედეგის მისაღებად წარმოუდგენელი მოთმინება და გულმოდგინებაა საჭირო. პარიკისთვის საჭირო თმის უწვრილესი ღერები სათითაოდ ირჩევა და დაზგაზე მაგრდება, შემდეგ კი იკერება. ერთი მოდელის დასამზადებლად საშუალოდ 15-20 დღეა საჭირო. კიდევ უფრო რთულია წვერ-ულვაშის დამზადება. მათ ინდივიდუალური თარგებით ამზადებენ - თმის თითოეულ ღერს სპეციალური კაკვის დახმარებით ამაგრებენ საფუძველზე.

5. ტვინის ამომღები

დაგვეთანხმებით, საშინელებათა ფილმის ასოციაციას იწვევს. კაცმა რომ თქვას, ეს პროფესია ამ ჟანრისგან არც ისე შორს დგას. ამომღები ფრთხილად იღებს ტვინს დაკლული ცხოველის თავის ქალადან და რესტორანში გზავნის.

6. ძროხების “პედიკიურის” ოსტატი

იმისთვის, რომ ცხოველები თავს კარგად გრძნობდნენ, ზოგიერთ ფერმაში სამუშაოდ ჩლიქების სპეციალისტები აჰყავთ. სწორედ მათ ევალებათ, რქოსანთა ჩლიქების მოწესრიგება. წინააღმდეგ შემთხვევაში ძროხებს შესაძლოა გუნება გაუფუჭდეთ, ამან კი უარყოფითი გავლენა მოახდინოს წველადობასა და გამრავლების უნარზე.

7. მყნოსავები

დეზოდორანტების დამამზადებელი კომპანიები ხშირად ქირაობენ პროფესიონალ მყნოსავებს, რომლებიც პარფიუმერიული პროდუქციის გამოყენებამდე და გამოყენების შემდეგ იღლიების სიმყრალეს ამოწმებენ.

8. სტრიპტიზიორების მკვლევარი

აშშ-ის ერთ-ერთი ინსტიტუტი ხშირად ქირაობს თანამშრომლებს სტრიპტიზის მოცეკვავეებზე დასაკვირვებლად. მათი მოვალეობაა, ორი თვის განმავლობაში გამოიკვლიონ სტრიპტიზ-დაწესებულებები და საჭირო მონაცემები ჩაიწერონ. ამისთვის მათ 10 ათას დოლარს უხდიან.

9. ტუალეტების გიდი

ეს პროფესია ჩინეთში გაჩნდა. სანაგებოდ განსწავლული მომსახურეები მცირე გასამრჯელოს საფასურად არა მარტო მიგასწავლიან უახლოეს საზოგადოებრივ ტუალეტს, არამედ თავაზიანად გამოგყვებიან დანიშნულების ადგილამდე.

10. პრეზერვატივების გამომცდელი

ბარიერული კონტრაცეპტივების მსხვილი მწარმოებლები არცთუ იშვიათად საკუთარი პროდუქციის ტესტირებისთვის ახალგაზრდებს ქირაობენ. დაქირავებულებმა სხვადასხვა სიტუაციაში უნდა გამოსცადონ საქონელი და მწარმოებელს საკუთარი შეგრძნებები გაუზიარონ, შენიშვნები და რეკომენდაციები მიაწოდონ.

ასე რომ, რაც უნდა მოსაწყენად მიგაჩნდეთ საკუთარი პროფესია, გახსოვდეთ, უარესიც მოიძებნება.